როდოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 69:
| დამატებითი ინფო =
}}
'''როდოსი''' ({{lang-el|Ρόδος}}, {{lang-la|Rhodus}}) — კუნძული [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] აღმოსავლეთ ნაწილში, სამხრეთ სპორადების არქიპელაგში, [[მცირე აზია|მცირე აზიის ნახევარკუნძულიდან]] 18 კილომეტრში. ეკუთვნის [[საბერძნეთი|საბერძნეთს]]. ფართობი 1398 კმ². ნაპირები სუსტად არის დანაწევრებული. სიმაღლე 1215 მ-მდე (მთა [[ატავიროსი]]). უმთავრესად აგებულია [[კირქვა|კირქვებითა]] და [[მარმარილო]]თი. არის ფიჭვის, კვიპაროსისა და მარადმწვანე მუხის ტყის კორომები. ზღვისპირა დაბლობებზე გაშენებულია ვენახი, ბაღები, ციტრუსებისა და ზეთისხილის პლანტაციები. განვითარებულია თევზჭერა. [[ტურიზმი]]. კურორტები. როდოსზეა ქალაქი [[როდოსი (ქალაქი)|როდოსი]].
 
როდოსი ეგეოსის კულტურის ერთ-ერთი ცენტრია. ძველი წელთაღრიცხვის VIII-VII საუკუნეებში აქტიურად მონაწილეობდა [[სიცილია|სიცილიის]], [[ჩრდილოეთი აფრიკა|ჩრდილოეთ აფრიკის]] კოლონიზაციაში. [[ბერძენ-სპარსელთა ომები]]ს (ძველი წელთაღრიცხვის 500-449 წლებში) დროს როდოსი [[სპარსეთი|სპარსეთმა]] დაიპყრო, შემდეგ [[დელოსის კავშირი|დელოსის კავშირში]] შედიოდა. ძველი წელთაღრიცხვის 408-405 წლებში როდოსის ქალაქები გაერთიანდა ერთ პოლისად ოლიგარქიული მმართველობით. ძველი წელთაღრიცხვის 44 წელს როდოსი [[რომის იმპერია|რომმა]] დაიპყრო და პროვინცია აზიის შემადგენლობაში შეიყვანა. [[IV საუკუნე|IV საუკუნის]] დასასრულსა და [[XIII საუკუნე]]ში ბიზანტიას ეკუთვნოდა. [[XIV საუკუნე|XIV საუკუნის]] დასაწყისში [[იოანიტების ორდენი|იოანიტების ორდენმა]] დაიპყრო, [[XVI საუკუნე]]ში — [[ოსმალეთი|ოსმალთა იმპერიამ]], 1912-1947 წლებში ეკუთვნოდა [[იტალია]]ს, 1947 წლის 10 თებერვალს საზავო ხელშეკრულებით გადაეცა [[საბერძნეთი|საბერძნეთს]].
ხაზი 75:
როდოსი მდიდარი სხვადასხვა ეპოქის ხელოვნების ძეგლებით. შემონახულია ანტიკური ხელოვნების ძეგლები (აფროდიტეს ტაძრის ნანგრევები ქალაქ როდოსში, ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნე). ძველი წელთაღრიცხვის VII საუკუნეში ჩამოყალიბდა კერამიკის მოხატვის როდოსის სკოლა. ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნის დასასრულს [[ჰიპოდამე]]ს გეგმით განაშენიანდა ბევრი ქალაქი, მათ შორის [[როდოსი (ქალაქი)|როდოსი]] (ძველი წელთაღრიცხვის 408-407 წლები). ძველი წელთაღრიცხვის III-I საუკუნეებში შეიქმნა ქანდაკების როდოსის სკოლა (ჰელიოსის ქანდაკება, ეგრეთ წოდებული „[[როდოსის კოლოსი]]“, ძველი წელთაღრიცხვის 285 წელი, დაინგრა [[მიწისძვრა|მიწისძვრის]] დროს ძველი წელთაღრიცხვის 224 წელს). შუა საუკუნეების ძეგლთაგან აღსანიშნავია XI-XV საუკუნეების ბიზანტიური ტაძრები და მუსლიმანური არქიტექტურული ძეგლები.
 
როდოსი ხშირად მოიხსენიება როგორც „ხმელთაშუაზღვის მარგალიტი“. განვითარებულია თევზჭერა. [[ტურიზმი]]. კურორტები. იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{commonscat-inline|Rhodes}}
{{დსე|Родос|როდოსი}}
{{ბრიტანიკა|501581}}
== ლიტერატურა ==
{{ქსე|8|420|}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/როდოსი“-დან