როდოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 73:
როდოსი ეგეოსის კულტურის ერთ-ერთი ცენტრია. ძველი წელთაღრიცხვის VIII-VII საუკუნეებში აქტიურად მონაწილეობდა სიცილიის, ჩრდილოეთ აფრიკის კოლონიზაციაში. ბერძენ-სპარსელთა ომების (ძველი წელთაღრიცხვის 500-449) დროს როდოსი სპარსეთმა დაიპყრო, შემდეგ დელოსის კავშირში შედიოდა. ძველი წელთაღრიცხვის 408-405 წლებში როდოსის ქალაქები გაერთიანდა ერთ პოლისად ოლიგარქიული მმართველობით. ძველი წელთაღრიცხვის 44 წელს როდოსი რომმა დაიპყრო და პროვინცია აზიის შემადგენლობაში შეიყვანა. IV საუკუნის დასასრულსა და XIII საუკუნეში ბიზანტიას ეკუთვნოდა. XIV საუკუნის დასაწყისში იოანიტების ორდენმა დაიპყრო, XVI საუკუნეში — ოსმალთა იმპერიამ, 1912-1947 წლებში ეკუთვნოდა იტალიას, 1947 წლის 10 თებერვალს საზავო ხელშეკრულებით გადაეცა საბერძნეთს.
 
როდოსი მდიდარი სხვადასხვა ეპოქის ხელოვნების ძეგლებით. შემონახულია ანტიკური ხელოვნების ძეგლები (აფროდიტეს ტაძრის ნანგრევები ქალაქ როდოსში, ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნე). ძველი წელთაღრიცხვის VII საუკუნეში ჩამოყალიბდა კერამიკის მოხატვის როდოსის სკოლა. ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნის დასასრულს ჰიპოდამეს გეგმით განაშენიანდა ბევრი ქალაქი, მათ შორის როდოსი (ძველი წელთაღრიცხვის 408-407). ძველი წელთაღრიცხვის III-I საუკუნეებში შეიქმნა ქანდაკების როდოსის სკოლა (ჰელიოსის ქადაკებაქანდაკება, ეგრეთ წოდებული „როდოსის კოლოსი“, ძველი წელთაღრიცხვის 285 წელი, დაინგრა მიწისძვრის დროს ძველი წელთაღრიცხვის 224 წელს). შუა საუკუნეების ძეგლთაგან აღსანიშნავია XI-XV საუკუნეების ბიზანტიური ტაძრები და მუსლიმანური არქიტექტურული ძეგლები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/როდოსი“-დან