გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური მოწყობა: განსხვავება გადახედვებს შორის

მომხმარებლის 78.139.137.231 ცვლილებების გაუქმება (№2672966)
(მომხმარებლის 78.139.137.231 ცვლილებების გაუქმება (№2672966))
გაერთიანებულ სამეფოში, აღმასრულებელი ძალაუფლება ხორციელდება [[ელისაბედ II|სოვერინის]] სახელით, რომელიც ნომინალურად აღმასრულებელ ძალას წარმოადგენს. აღამასრულებელი ძალაუფლება გაერთიანებულ სამეფოში გაერთიანებული სამეფოს მთავრობის, შოტლანდიის მთავრობის, უელსის ასამბლეის და ჩრდილოეთ ირლანდიის აღმასრულებელის მიერ ხორციელდება.
 
===დიდიგაერთიანებული ბრიტანეთისსამეფოს მთავრობა===
 
პრემიერ-მინისტრი, ''დიდ ბრიტანეთში მისი აღმატებულესობა დედოფლის მთავრობის ხელმძღვანლად,'' მონარქის მიერ ინიშნება. პრემიერ-მინისტრის დანიშვნისას, მონარქი აუცილებლად ითვალიწინებს იმ კონვენციას, რომ პრემიერ-მინისტრი აუცილებლად უნდა იყოს [[თემთა პალატა (გაერთიანებული სამეფო)|თემთა პალატის]] ისეთი წევრი, რომელსაც ყველაზე უკეთ ხელეწიფება ამ პალატის მხარდაჭერით მთავრობის ფორმირება. რეალურად, ეს ნიშნავს იმას რომ პრემიერ-მინისტრად ინიშნება იმ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც თემთა პალატაში ადგილთა აბსოლუტური უმრავლესობა უკავია. ამის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ირჩევს სხვა მინისტრებს, რომლებიც ერთად გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შეადგენენ და მთავრობის სხვადასხვა დეპარტამენტების, ანუ სამინისტროების, პოლიტიკური ხელმძღვანელები არიან. თუმცა, გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკურ სისტემაში, მთავრობა და კაბინეტი ერთი და იგივე მცნებებს არ წარმოადგენს. კაბინეტის შემადგენლობაში დაახლოებით ოცი ყველაზე მნიშვნელოვანი მინისტრი, მთავრობაში კი დაახლოებით ასამდე მინისტრი შედის. კონსტიტუციური კონვენციის მიხედვით, მთავრობაში შემავალი ნებისმიერი მინისტრი ან თემთა პალატის ან [[ლორდთა პალატა|ლორდთა პალატის]] წევრი უნდა იყოს. როგორც რამონდენიმე სხვა საპარლამენტო მმართველობის სისტემაში, აღმასრულებელი (ან "მთავრობა") არის პარლამენტის წევრი და პასუხისმგებელი პარლამენტთან - პარლამენტის მიერ [[უნდობლობის ვოტუმი]]ს გამოცხადება მთავრობას აიძულებს ან გადადგომას ან პარლამენტის დაშლას და საზოგადო არჩევნების ხელახლა ჩატარებას.