ლუკას სახარება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 25:
 
შექმნის დროის დადგენა საკმაოდ შეუძლებელია. მკვლევართა უმრავლესობა თვლის, რომ ის შეიქმნა [[მათეს სახარება|მათესა]] და [[მარკოზის სახარება|მარკოზის]] სახარებების შემდეგ [[იოანეს სახარება]]მდე. შესაძლოა, წიგნის პირველი ფრაზა: "რაკი მრავალმა მიჰყო ხელი იმ ამბების დალაგებით გადმოცემას, რომლებიც ჩვენში მოხდა"... — მიგვანიშნებს უკვე შექმნილ მატესა და მარკოზის სახარებებზე. ტრადიცია წიგნის შექმნას მიაწერს I ს. მე–[[60]] წელს. თუმცა ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ლუკას სახარება შეიქმნა უფრო გვიან [[70]]—[[80]] წ.წ. ან [[80]]—[[100]] წ.წ. არსებობს სხვა მოსაზრებებიც, მაგრამ მას მნიშვნელოვნად არ მიიჩნევენ.
 
== ღვთაებრივი მახასიათებლები ==
 
ლუკა მახარებელი ხაზს უსვამს სახარების უნიკალურობას და მის გახსნილობას ყველა ადამიანისათვის. ასევე, ყურადღებას ამახვილებს ადამიანებსა და მათ მიმართ ღვთაებრივ სიყვარულზე. ის არა მხოლოდ ზუსტი ლიტერატურული ენით აღწერს ყველაზე განსხვავებულ ადამიანთა ხასიათებს, არამედ განსაკუთრებული სახით ხაზს უსვამს ქრისტეს მზრუნველობას უბრალო ადამიანების მიმართ. ძნელი არ არის იმის გარჩევა, რომ მათეს სახარებაში, მაგალითად, ყურადღება უფრო მეტად გამახვილებულია ზეციურ სასუფეველზე, ლუკას სახარებაში უფრო მეტია იგავები კონკრეტულად ადამიანებზე და მათ ამქვეყნიურ ურთიერთობებზე. სახარების ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მონანიეთა შემწყნარებლობაზე.
 
== სახარების ენა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუკას_სახარება“-დან