მაქს ფრიში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ბიოგრაფია: გასწორდა ორთოგრაფია
ხაზი 3:
 
== ბიოგრაფია ==
მაქს რუდოლფ ფრიში [[1911]] წელს [[ციურიხი|ციურიხში]] არქიტექტორ ფრანც ბრუნო ფრიშისა და კაროლინა ბეტინა ვილდერმუთის ოჯახში დაიბადა. გიმნაზიის დასრულებისთანავე [[1930]] წელს მან [[ციურიხის უნივერსიტეტი|ციურიხის უნივერსიტეტში]] ჩააბარა და გერმანული ლიტერატურის შესწავლას შეუდგა, თუმცა ორ წელიწადში მამამისის გარდაცვალებით გამოწვეული უსახსრობის გამო სწავლისთვის თავის დანებება მოუწია. სამაგიეროდ, მან შვეიცარიაში ერთ-ერთ ყველაზე უმსხვილეს გამოცემა [[Neue Zürcher Zeitung]]-ში დაიწყო ჟურნალისტად და მესვეტედ მუშაობა. [[1933]] წელს მან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში[[ევროპა]]ში იმოგზაურა, [[1935]] წელს პირველად ეწვია [[გერმანია]]ს.
 
1936-41 წლებში ფრიში [[არქიტექტურა]]ს სწავლობდა. მისი პირველი და აქამდე ცნობილი პროექტი [[1942]] წელს გახორციელდა ციურიხის ცენტრში საზოგადოებრივი აბანოს სახით.
 
[[1947]] წელს [[ციურიხი|ციურიხში]] ის [[ბერტოლტ ბრეხტი|ბერტოლტ ბრეხტს]] შეხვდა. [[1951]] წელს ფრიში როქფელერის[[როკფელერი, ჯონ|როკფელერის]] ნდობით დაჯილდოვდა და ერთი წელიწადი [[აშშ]]-ში გაატარა. [[1955]] წლის შემდეგ ის მხოლოდ არასაშტატო ავტორად მუშაობდა. თავისი გამოცდილება ომისშემდგომი ევროპის შესახებ ფრიშმა 1946-49 წლებით დათარიღებულ დღიურში საკმაოდ ხატოვნად აღწერა. დღიური შემდგომი რომანების წინასწარ მონახაზებსაც მოიცავს.
 
1950-60-იან წლებში ფრიშმა ისეთი ნაწარმოებები შექმნა, რომელთაც სულ მალე მსოფლიო აღიარება ხვდათ წილად. ნაწარმოებებში ფრიშს თანამედროვე საზოგადოებაში არსებული გაუცხოებისა და პოიროვნული თვითშეცნობის პრობლემა გამოაქვს პირველ პლანზე. ესენია: „მე სტილერი არ ვარ“ ([[1954]] წ.), [[Homo Faber (რომანი)|Homo Faber]] ([[1957]] წ.) და „[[ვიქნები თუნდაც განტენბაინი]]“ ([[1964]] წ.). დამატებით, მან რამდენიმე მაღალინტელექტუალური პოლიტიკური დრამაც დაწერა : „ანდორა და ფაიერაიზერები“. ფრიში პერიოდულად განაგრძობდა თავისი დღიურიდან ნაწყვეტების გამოქვეყნებას. ნაწყვეტები მედია-რეპორტაჟებს და პარადოქსულ კითხვარებს შეიცავდა, როგორიცაა მაგალითად: „პიროვნული რეფლექცია და რეპორტაჟი“. 1969 წელს მას შეუყვარდა ქალი, სახელად ანტონია ქუიქი .
 
მაქს ფრიში [[1991]] წელს [[ციურიხი|ციურიხში]] კიბოთი გარდაიცვალა. [[ფრიდრიხ დიურენმატი|ფრიდრიხ დიურენმატთან]] ერთად მაქს ფრიში XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან შვეიცარიელ მწერლად სახელდება. ფრიში საპატიო მეცნიერის წოდებით დაჯილდოებულია [[1962]] წელს [[მარბურგის უნივერსიტეტი]]ს მიერ, გერმანია, [[ბირმინგჰემის უნივერსიტეტი]]ს მიერ [[1980]] წელს და [[1987]] წელს [[ბერლინის უნივერსიტეტი]]ს მიერ. ფრიშს ბევრი ლიტერატურული ჯილდო აქვს მიღებული: Georg-Büchner-Preis 1958 წელს, Friedenspreis des Deutschen Buchhandels 1976 წელს და Heinrich-Heine-Preis [[1989]] წელს. [[1965]] წელს მას იერუსალიმის ჯილდო ერგო საზოგადოებაში ინდივიდის თავისუფლების წამოწევისათვის.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაქს_ფრიში“-დან