ტუჩისა და სასის თანდაყოლილი ნაპრალები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 63:
== კლინიკური სურათი ==
ზედა ტუჩის ნაპრალის დროს ბავშვის ცხოვრების პირველივე დღეებიდან, პირის ღრუს არაჰერმეტულობის გამო ირღვევა წოვის ფუნქცია. ზედა ტუჩის ფარული და ნაწილობრივი ნაპრალის დროს, ბავშვს შეუძლია დაიჭიროს დედის ძუძუ და განახორციელოს კვება. სხვა ფორმის ნაპრალების დროს ბავშვის კვება შესაძლებელია მხოლოდ ხელოვნური გზით.
ყველაზე მძიმე ანატომიური დარღვევები აღინიშნება სასისა და ალვეოლური მორჩის სრული ნაპრალების დროს, რადგან მათ ყოველთვის თან ახლავს ზედა ტუჩის ნაპრალიც. დაბადების პირველივე დღეებიდან აღინიშნება წოვისა და ყლაპვის ფუნქციების დარღვევა. სასის ნაპრალიანი ბავშვის პირის ღრუ თავისუფლად უკავშირდება ცხვირის ღრუს, რის გამოც პირის ღრუში ვერ მიიღწევა ჰერმეტულობა წოვის დროს. ბავშვი ბუნებრივად ვერ იკვებება, ხელოვნური კვებისას კი თხიერი საკვები ადვილად გადადის სასულეში, რის გამოც შეიძლება მოხდეს [[ასპირაცია]]. ჩასუნთქვის დროს პირის ღრუსა და ცხვირის ღრუს თავისუფალი ურთიერთკავშირის გამო, შესუნთქული ჰაერი ხვდება ზედა სასუნთქ გზებში. ბავშვები ეჩვევიან ზედაპირულ სუნთქვას. იგი ბავშვთა ასაკში კომპენსირებულია წუთში ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გაზრდთით, მაგრამ ასაკთან ერთად ეს კომპენსაცია ირღვევა. ასეთი ბავშვები მგრძნობიარენი არიან ზედა სასუნთქი გზებისა და ფილტვების ინფექციისადმი. სუსტი ამოსუნთქვა ასევე აისახება მეტყველების ჩამოყალიბებაზე. ნაპრალიანი ბავშვები სიტყვებს წარმოთქვამენ გაუგებრად ჩუმად. არასწორად ჟღერს ყველა სასისმიერი, ენა-სასისმიერი და შიშინა ბგერა. მეტყველებას აქვს გამოხატული ცხვირისმიერი ელფერი [[რინოლალია]]. პირის ღრუდა ცხვირის ღრუში მუდმივად თხიერი და რბილი საკვების მოხვედრა იწვევს ცხვირის ღრუსა და ცხვირ–ხახისცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, რის გამოც ამ მიდამოში ვითარდება ქრონიკული ანთების კერები.
 
== მკურნალობა ==
ტუჩის ნაპრალების მკურნალობა ძირითადად ოპერაციულია. ტუჩის პლასტიკის ოპტიმალურ ვადად მიჩნეულია 16 დღიდან 6 თვემდე. ტუჩის სწორანატომიური ფორმისა და სრულფასოვანი ფუნქციის აღდგენისთვის აუცილებელია: 1) ნაპრალის დახურვა. 2) ზედა ტუჩის დაგრძელება 3) ცხვირის ფორმის გასწორება. ამჟამად მოწოდებულია ტუჩის პლასტიკის 3 მეთოდი: 1 ) ხაზოვანი მეთოდი (ევდოკიმოვის, ლიმბერგის, მილარდის. 2) სამკუთხა ნაფლეთების გადაადგილების მეთოდი (ტენისონი, ობუხოვა). 3) ოთხკუთხა ნაფლეთების გადაადგილების მეთოდი (ჰაგე-დორნის, ლე მეზურე).