ტუჩისა და სასის თანდაყოლილი ნაპრალები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა დაავადება
| სახელწოდება = Cleft lip and palate
| სურათი = Cleftlipandpalate.JPG
| Alt =
| ტიტრი = ტუჩ-სასის თანდაყოლილი ნაპრალი
| DiseasesDB_mult = {{DiseasesDB2|29414}}
| ICD10 = {{ICD10|Q|35||q|35}}-{{ICD10|Q|37||q|35}}
| ICD9 = {{ICD9|749}}
| ICDO =
| OMIM =
| MedlinePlus = 001051
| eMedicineSubj = ped
| eMedicineTopic = 2679
| MeshID =
}}
'''ტუჩ-სასის თანდაყოლილი ნაპრალები''' (აგრეთვე ცნობილია როგორც „კურდღლის ტუჩი“) — ახალშობილთა განვითარების თანდაყოლილი მანკი. უმეტესად მასთან ერთად გვხვდება სასის ნაპრალი — ეგრეთ წოდებული მგლის ხახა. ასეთი მანკით ახალშობილთა 1,5-2% იბადება. ტუჩის ნაპრალი უფრო მეტად ვაჟებს აქვთ, სასისა კი გოგონებს. შერწყმული დაზიანება ასიდან 20-30 შემთხვევაში გენეტიკური ფაქტორებით (ქრომოსომული ტიპით) არის განპირობებული.
 
== ტუჩის, ალვეოლური მორჩის და სასის თანდაყოლილი ნაპრალები ==
[[ფაილი:Cleft lip child.jpg|მინი|ტუჩის ნაწილობრივი ნაპრალი]]თანდაყოლილი დაავადება ეწოდება ბავშვის ნორმალური განვითარებიდან ყველა გადახრას, რომელიც უშუალოდ მისი დაბადებისთანავე გამოვლინდება. განვითარების მანკებს შორის ყველაზე ხშირია ყბა–სახის მიდამოს თანდაყოლილი მანკები, რომელსაც მიეკუთვნება: ზედა და ქვედა ტუჩის, [[ალვეოლური მორჩი]]ს, მაგარი და რბილი სასის ნაპრალები.[[ფაილი:LKGS rechts.jpg|hochkant=1.7|ტუჩის, ალვეოლური მორჩისა და სასის სრული ცალმხრივი ნაპრალი|thumb]].ტუჩის ნაპრალის დროს, გამოვლინდება მისი ანატომიური მთლიანობის დარღვევა. იგი გაყოფილია 2 ნაწილად. ნაპრალი შეიძლება იყოს ფარული (როდესაც ტუჩის კუნთოვანი შრე არის გახლეჩილი და შენარჩუნებულია კანის საფარველი), ნაწილობრივი (როდესაც ნაპრალი ვერ აღწევს ცხვირის ძგიდემდე და დარჩენილია გარკვეული ნაწილი ინტაქტური ქსოვილისა) და სრული (როდესაც ნაპრალი აღწევს ცხვირის ძგიდემდე, ანუ ტუჩი გაყოფილია 2 დამოუკიდებელ ნაწილად). სასის ნაპრალიც შეიძლება იყოს ფარული, არასრული და სრული. ტუჩის ნაპრალს მოიხსენიებენ როგორც ,,კურდღლის ტუჩსს", ხოლო სასის ნაპრალს როგორც ,,მგლის ხახას". საკითხისადმი ასეთი მიდგომა არ არის სწორი, რადგან ადამიანის შედარება ,,ცხოველთან" აისახება მის ფსოქოლოგიაზე.
=== განვითარება ===
[[ემბრიოგენეზი]]ს პერიოდში ბავშვის სახე ვითარდება ხუთი მორჩისაგან. მათ შორის ორი დაწყვილებლია, ხოლო ერთი – არა. სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს შუბლის მორჩს, ხოლო დანარჩენი ორი წყვილი – ზედა და ქვედა ყბის მორჩებს. ყველა მორჩი ერთდ შემოსაზღვრავს პირის ღრმულს. ადამიანის ემბრიონის სახე განვითარების ამ სტადიაში, მუცლადყოფნის პერიოდის პირველი თვის ბოლოს და მეორე თვის დასაწყისში აღინიშნება. შემდგომში ქვედა ყბის მორჩები უახლოვდება, შეხორცდება ერთმანეთთან შუა ხაზზე და წარმოქმნის ქვედა ყბას და ქვედა ტუჩსს. ასევე ერთმანეთსს უახლოვდება და ეზრდება ზედა ყბის მორჩები და ქმნიან ზედა ყბას, თუმცა შუა ხაზსს ვერ აღწევენ და მათ შორის სივრცეს ავსებს შუბლის მორჩი, რომლის შუა ნაწილი ქმნის [[ცხვირი]]ს ძგიდეს და ზედა ტუჩის ცენტრალურ ნაწილს – ფილტრუმს. სახის ფორმირება და მისი შემქმნელი მორჩების შეზრდა ემბრიონული განვითარების მე–7 თვეს მთავრდება. შეხორცების პროცესის დარღვევა იწვევს სახის თანდაყოლილი მანკების განვითარებას.