საფრანგეთის პირველი იმპერია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 115:
}}
'''საფრანგეთის პირველი იმპერია''' ({{lang-fr|Le Premier Empire}}) — [[ნაპოლეონ ბონაპარტი]]ს იმპერიის ეპოქა [[საფრანგეთი|საფრანგეთში]].
 
[[1804]] წლიდან საფრანგეთის ისტორიაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება. [[2 დეკემბერი|2 დეკემბერს]] საფრანგეთის [[საფრანგეთის კონსულობა|პირველმა კონსულმა]] [[ნაპოლეონ ბონაპარტი]]მ თავი იმპერატორად გამოაცხადა. მისი მმართველობის პერიოდი, მცირე შესვენებებით სავსე იყო უამრავი ბრძოლებით. აღნიშნული ბრძოლები თავდაპირველად საფრანგეთისთვის სასარგებლო შედეგებით მთავრდებოდა, თუმცა იყო არასასიამოვნო მომენტებიც ([[ტრაფალგარის ბრძოლა]]). საფრანგეთმა თავისი ხელისუფლება და გავლენა თითქმის მთელ ევროპაზე გაავრცელა. აღმავლობას განიცდიდა ფრანგული კულტურაც. საფრანგეთის ფართობი [[1790]] წლიდან [[1810]] წლამდე ერთნახევარჯერ გაიზარდა.
 
რუსეთში განცდილი მარცხი ნაპოლეონის იმპერიის დაშლის დასაწყისი გახდა. მის წინააღმდეგ დაირაზმნენ ევროპის ქვეყნები. [[1813]] წლის ოქტომბერში [[ლაიფციგი|ლაიფციგთან]] ნაპოლეონის არმიის ნარჩენებს [[ლაიფციგის ბრძოლა|ბრძოლა]] მოუხდათ მოკავშირეებთან რუსეთის, პრუსიის, ავსტრიის, შვედეთის არმიებთან (ე. წ. ხალხთა ბრძოლა), სადაც ფრანგები დამარცხდნენ. მოკავშირეები [[1814]] წელს პარიზში შევიდნენ. ნაპოლეონი გადადგა. იგი ხმელთაშუა ზღვის კუნძულ [[ელბა (კუნძული)|ელბაზე]] გადაასახლეს. პარიზში [[ბურბონები]] და რევოლუციის დროს გაქცეული არისტოკრატები დაბრუნდნენ.
 
საფრანგეთის მოსახლეობა ვერ ეგუებოდა ძველი რეჟიმის აღდგენას. ნაპოლეონმა ისარგებლა მოსახლეობის უკმაყოფილებით და ყველასთვის მოულოდნელად საფრანგეთში დაბრუნდა. ნაპოლეონის მმართველობის ბოლო თვეებს „[[ასი დღე]]“ უწოდეს. მოკავშირეებმა ომი განაახლეს. [[1815]] წელს, [[ბელგია|ბელგიის]] ახლოს, სოფელ ვატერლოოსთან ნაპოლეონი თავის უკანასკნელ [[ვატერლოოს ბრძოლა|ბრძოლაში]] დამარცხდა. საფრანგეთის პირველი იმპერია, რომელმაც ოფიციალურად [[1815]] წლის [[7 ივლისი|7 ივლისამდე]] იარსება, დასრულდა.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://web2.airmail.net/napoleon/index.html Napoleon, His Armies and Battles]
* [http://www.firstempire.net/ First Empire Magazine Covering the History, Battles and Uniforms of Napoleonic era]