მარკოზის სახარება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
'''მარკოზის სახარება'''([[ბერძნული|ბერძ.]] Κατά Μαρκον Ευαγγέλιον) - [[ახალი აღთქმა|ახალი აღთქმის]] მეორე წიგნი და ოთხი კანონიკური სახარებიდან ერთ–ერთი. უმოკლესი ოთხი სახარებიდან. ახალ აღთქმაში მოსდევს [[მათეს სახარება]]ს და დგას [[ლუკა მახარებელი|ლუკას]] სახარებისა და [[იოანე მახარებელი|იოანეს]] სახარების წინ.
 
== შინაარსი და კომპოზიცია ==
სახარების მთავარი თემა იესო ქრისტეს, ძე ღვთისას ცხოვრება და ქადაგებაა. მარკოზის სახარება ყველა დანარჩენ ოთხთაგან უმოკლესი სახარებაა. მრავალი ფრაგმენტით ის ახლოს დგას [[მათეს სახარება]]სთან, მაგრამ იესოს ცხოვრების ზოგიერთ მოვლენას უფრო მოკლედ გადმოგვცემს და სხვადასხვა მიზნით. მათეს სახარებასთან შედარებით, აქ ნაკლებად არის გადმოცემული ებრაული საბაჟოს წესები და [[პალესტინა|პალესტინის]] გეოგრაფია. ასევე, უფრო იშვიათად არის მითითებული წიგნში [[ძველი აღთქმა]]. მხოლოდ მარკოზთან გვხვდება ეპიზოდი უცნობი ახალგაზრდა კაცის შესახებ, რომელიც შეიპყრეს. მან კი ტილო შეატოვა ჯარისკაცებს და შიშველი გაიქცა. ( 14:51-52 ). გადმოცემის მიხედვით, ეს ახალგაზრდა კაცი თავად [[მარკოზ მახარებელი]] იყო.
 
ამ სახარების გამორჩეული თვისებებია არსებითი სიცხადე და არარსებობა რაიმე ძნელად გასაგებისა. ამასთან, მოცემული მახარებელი თითქმის ემთხვევა მათეს, გარდა იმისა, რომ მათეს მიერ დასაწყისში მოხსენიებულია ქრისტეს ხორციელი შობის შესახებ. მარკოზ მოციქულმა [[იოანე ნათლისმცემელი|წინასწარმეტყველ იოანეთი]] დაიწყო. აქედან ზოგიერთნი, არც თუ უსაფუძვლოდ, ხედავენ შემდეგ მინიშნებას მახარებელში. უფალმა, მჯდომარემ ქერუბიმთა ზედა, რომელთაც [[წმინდა წერილი]] ოთხსახოვნად წარმოგვიდგინეს (ეზეკ. 1, 11), ოთხგვარი [[სახარება]] მოგვცეს, რომელიც ერთი სულითაა შთაბერილი. ამგვარად, თითოეული [[ქერუბიმი]]ს ერთი სახელწოდება [[ლომი]]ს მსგავსად, მეორე - [[ადამიანი]]ს მსგავსადაა, მესამე - [[არწივი]]სა, ხოლო მეოთხე - [[ხბო]]სი; ასეა სახარების ქადაგების საქმეშიც. მარკოზის სახარება შედარებულია არწივთან, რადგან იგი იწყება წინასწარმეტყველებით იოანეზე: ხოლო ნიჭი წინასწარმეტყველების მადლისა, ისევე როგორც მახვილი მზერისა და შორეული მომავლის ჭვრეტისა, შეიძლება არწივს შევადაროთ, რომლის შესახებაც ამბობენ, რომ იგი დაჯილდოვებულია ყველაზე მახვილი მზერით, ისე, როგორც ერთადერთი ყველა სულდგმულს შორის, თვალმოუჭუტავად უმზერს მზეს.
 
მარკოზის სახრება შედგება 16 თავისგან. თითოეული თავში გადმოცემულია სხვადასხვა ხასიათის საკითხები. კერძოდ,
 
* მარკოზი 1 (იოანე ნათლისმცემლის ქადაგება. იესოს [[ნათლისღება]]. გამოცდა. ქადაგება [[გალილეა]]ში. მეთევზეთა მოხმობა. უწმიდური სულით შეპყრობილის განკურნება. მრავალთა განკურნება. საქადაგებლად გამოსვლა. კეთროვნის განკურნება.)
* მარკოზი 2 (დამბლადაცებულის განკურნება. ლევის მოხმობა. კითხვა [[მარხვა]]ზე. თავთავების მოწყვეტა შაბათ დღეს.)
* მარკოზი 3 (ხელშემხმარის განკურნება. მრავალნი ზღვის ნაპირთან. თორმეტის ამორჩევა. იესო და ბელზებული. იესოს დედა და ძმები.)
* მარკოზი 4. (იგავი მთესველზე. იგავების მიზანი. მთესველის იგავის ახსნა. სანთელი — სასანთლეზე. იგავი თესლის ზრდაზე. იგავი მდოგვის მარცვალზე. იგავების გამოყენება. ქარიშხლის დაცხრობა.)
* მარკოზი 5. (გერესანელი ეშმაკისეულის განკურნება. მთავრის ასული და სისხლმდინარე ქალი.)
* მარკოზი 6. (იესოს უარყოფა ნაზარეთში. თორმეტის მისია. [[იოანე ნათლისმცემელი]]ს თავისკვეთა. ხუთი ათასი კაცის გაძღება. ფეხით სიარული წყალზე. კურნებანი [[გენესარეთი]]ს მხარეში.)
* მარკოზი 7. (უხუცესთა გადმოცემა. სირო-ფინიკიელი ქალის რწმენა. ყრუ-მუნჯის განკურნება.)
* მარკოზი 8. (ოთხი ათასი კაცის გაძღება. ნიშნის მოთხოვნა. ფარისეველთა და [[ჰეროდე]]ს საფუარი. ბრმის განკურნება ბეთსაიდასთან. პეტრეს განცხადება იესოზე. იესო — თავის სიკვდილსა და აღდგომაზე.)
* მარკოზი 9. (ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. [[ფერისცვალება]]. ეშმაკეულის განკურნება. იესო მეორედ ლაპარაკობს თავის სიკვდილსა და აღდგომაზე. ვინ არის უდიდესი. ვინ არის ჩვენსკენ. ცოდვის საცდურები.)
* მარკოზი 10. (სწავლება გაყრილობაზე. ბავშვების კურთხევა. მდიდარი კაცი. იესო მესამედ ლაპარაკობს თავის სიკვდილსა და აღდგომაზე. ზებედეს ძეთა თხოვნა. ბარტიმაიოსის განკურნება.)
* მარკოზი 11. (ზეიმით შესვლა იერუსალიმში. ლეღვის ხის დაწყევლა. ტაძრის გაწმედა. გამხმარი ლეღვის ხის გაკვეთილი. რომელი ხელმწიფებით?.)
* მარკოზი 12. (იგავი ვენახზე და მიწისმუშაკზე. კეისრისა კეისარს. კითხვა მკვდართა აღდგომის შესახებ. უდიდესი მცნება. კითხვა დავითის ძეზე. მწიგნობართა მხილება. ქვრივი ქალის შენაწირი.)
* მარკოზი 13. (წინასწარმეტყველება ტაძრის დანგრევაზე. ვაებათა დასაწყისი. დიდი სატანჯველი. კაცის ძის მოსვლა. ლეღვის ხის გაკვეთილი. უცნობი დღე და ჟამი.)
* მარკოზი 14. (შეთქმულება იესოს მოსაკლავად. იესოს ცხება ბეთანიაში. გარიგება იესოს გაცემაზე. [[პასექი]]ს დაყენება მოწაფეებთან ერთად. ზიარების დაწესება. გაფრთხილება პეტრეს უარყოფაზე. ლოცვა [[გეთსემანია]]ში. იესოს გაცემა და შეპყრობა. ჭაბუკის გაქცევა. იესო [[სინედრიონი]]ს წინაშე. პეტრეს უარყოფა.)
* მარკოზი 15. (იესო [[პილატე]]ს წინაშე. სასიკვდილო განაჩენი. იესოს დაცინვა. [[ჯვარცმა]]. იესოს სიკვდილი. იესოს დაკრძალვა.)
* მარკოზი 16. (იესოს მკვდრეთით აღდგომა. იესო ეცხადება [[მარიამ მაგდალინელი|მარიამ მაგდალელს]]. იესო ეცხადება ორ მოწაფეს. მოიარეთ მთელი სოფელი. იესოს ამაღლება.)
 
== ავტორობა ==
ავტორის შესახებ ტექსტში მითითება არ არსებობს. საეკლესიო გადმოცემა თვლის, რომ სახარების ამ ნაწილის ავტორია მარკოზი, რომელიც იყო მოწაფე და მიმდევარი [[პეტრე მოციქული]]სა. პეტრე მას თავის შვილსაც კი უწოდებს. ასევე იწოდებოდა ის [[იოანე ღვთისმეტყველი]]ს მიერაც; იგი იყო [[ბარნაბა მოციქული]]ს ძმისწული და [[პავლე მოციქული]]ს თანამგზავრი. მარკოზი უმეტესად იმყოფებოდა პეტრესთან, რომელთან ერთადაც იყო რომში. ამიტომაც მორწმუნენი რომში სთხოვდნენ არა მხოლოდ ექადაგა მათთვის, არამედ გადმოეცა კიდეც მათთვის ქრისტეს საქმეები და ცხოვრება წმინდა წერილით: იგი დათანხმდა ამაზე და დაწერა კიდევაც წიგნი. ამასობაში პეტრეს ღმერთმა გამოუცხადა, რომ მარკოზმა დაწერა სახარება. განიხილა რა მან ეს სახარება, პეტრემ დაამოწმა, რომ იგი ჭეშმარიტია. შემდეგ გააგზავნა მარკოზი ეპისკოპოსად [[ეგვიპტე]]ში, სადაც მან თავისი ქადაგებით დააფუძნა [[ალექსანდრიის ეკლესია]] და განანათლა ყველა „შუადღის ქვეყნის“ მცხოვრებნი.
 
== შექმნის დრო და ადგილი ==
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, მარკოზის წმინდა სახარება დაიწერა რომში, ქრისტეს ამაღლებიდან ათი წლის შემდეგ, ახ.წ. 43 წელს. მარკოზი უმეტესად იმყოფებოდა პეტრე მოციქულთან ერთად [[რომი|რომში]] და მან რომაელ მორწმუნეთა თხოვნით აღწერა ქრისტეს საქმეები და ცხოვრება წმინდა წერილით.
== იხილეთ აგრეთვე ==
* [https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%96_%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98 მარკოზ მახარებელი]
* [https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90 სახარება]
* [https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%90 ახალი აღთქმა]
* [http://ka.georgica.ac.ge/isi/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90 მარკოზის სახარების განმარტება]
 
 
== რესურსები ინტერნეტში ==
Line 13 ⟶ 45:
* [http://www.myvideo.ge/?video_id=1779303 მარკოზის სახარება. აუდიოვერსია]
* [https://www.youtube.com/watch?v=9ylNN5z7aZM ინსცენირებული ახალი აღთქმა - მარკოზის სახარება]
* [http://myorthodoxy.ucoz.com/news/2011-10-02-16 მარკოზის სახარება - (1,2,3,4,5,6,7,8,9,10,11,12 თავი)]
* [http://www.orthodoxy.ge/tserili/gadasatseri/akhali/markozi/markozi-9.htm ახალი აღთქმა. მარკოზის სახარება]
* [http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=238%3A2010-12-15-20-02-44&catid=43%3A2010-03-11-12-03-54&Itemid=63&lang=ka მარკოზის სახარება]
* [http://saxareba.blogspot.com/ ბიბლია ღვთის სიტყვა. მარკოზის სახარება]
* [http://www.orthodoxy.ge/tserili/teofilaqte/markozi/1.htm მარკოზის სახარების განმარტება]
* [http://ganmarteba.blogspot.com/p/markozis-saxarebis.html მარკოზის სახარების განმარტება]
* [http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=167 მარკოზის სახარების განმარტება]
* [http://www.biblegateway.com/passage/?search=Mark მარკოზის სახარება]
* [http://unbound.biola.edu/ ბიბლიის გვერდი]