ისლანდია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 72:
[[ფაილი:Icelandic sheep summer 06.jpg|მინი|მარცხნივ|[[ისლანდიური ცხვარი]]]]
[[ფიტოგეოგრაფია|ფიტოგეოგრაფიულად]] ისლანდია მიეკუთვნება [[ცირკუმბრიული რეგიონი]]ს არქიტიკულ პროვინციას [[ბორეის სამეფო]]ს ფარგლებში. მსოფლიო ბუნების ფონდის მონაცემებით, კუნძულის ტერიტორია ბორეული ტყეებისა და [[ალპური ტუნდრა|ალპური ტუნდრის]] ეკორეგიონს მიეკუთვნება. ისლანდიის დაახლოებით სამი პროცენტზე მწვანე ნარგავები არ გვხვდება. მცენარეული საფარის დიდი ნაწილი მინდვრების სახითაა წარმოდგენილი, რომელსაც საქონლის საძოვრებად იყენებენ.
ისლანდიისთვის ყველაზე ადგილობრივი ხეა ჩრდილოეთის არყი Betula pubescens; [[არყი|არყის ხეხემ]] ისლანდიის ტყე მეტწილად "[[ვერხვი|ვერხვთან]]" (Populus Tremola), "[[ცირცელი|ცირცელთან]]" (Sorbus Aucuparia) and და "ჩვეულებრივ [[ღვია]]სთან" (Juniperus communis) ერთად ჩამოაყალიბა, თუ არ ჩავთვლით მცირე ზომის ხე-ბუჩქებს.
 
ადამიანთა მუდმივმა დასახლებებმა დაარღვია სუსტი ეკოსისიტემა, ვულკანური ნიადაგები და მრავალფეროვნების ისედაც მწირი სახეობები შეზღუდა. საუკუნეთა მანძილზე ტყეები იჩეხებოდა და სამხერხაოებში იგზავნებოდა საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. ხე-ტყის გაჩეხვამ [[ეროზია|ეროზიის]] გამო ნიადაგის ზედანაწილის დაკარგვა გამოიწვია, ამან კი, თავის მხრივ, არყის ხეების გადაშენებას შეუწყო ხელი. დღესდღეობით მხოლოდ რამდენიმე არყის ხეღა ხარობს, ისიც, იზოლირებულ ნაკრძალებში. ახალი ტყეების გაშენებამ ხეთა რაოდენობა კი მოამრავლა, მაგრამ პირვანდელი სახის აღდგენა მაინც ვერ მოხერხდა. ბოლო წლების განაშენიანებაში ბევრი ახალი ჯიშის ხეც გვხვდება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისლანდია“-დან