ხატმებრძოლეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის scn:Iconuclastia; cosmetic changes
No edit summary
ხაზი 32:
ლეონ III გარდაიცვალა 741 წლის 18 ივნისს. ეკლესიამ მისი მოღვაწეობა უარყოფითად შეაფასა და ერთი კვირის შემდეგ [[ანათემა]]ს გადასცა:„იმპერატორი ლეონი - პირველი ხატმებრძოლი, ქრისტეს წინააღმდეგ მებრძოლი, ბარბაროსი, დემონის მსახური და მისი მხარდამჭერი, ქრისტეს მდევნელი ცრუ პატრიარქი ანასტასი - ანათემა ორივეს“.
 
ლეონ ისავრიელის საქმიანობას მისი ვაჟის კონსტანინეკონსტანტინე V-ის სახით გამგრძელებლი გამოუჩნდა, მის დროს ხატმებრძოლეობამ სასტიკი ხასიათი მიიღო. ზოგიერთი ისტორიკოსები მის დიდებას ცამდე სწევენ, მის გამარჯვებებს და ეკონომიკური მდგომარეობის აღმავლობას, მაგრამ ვერაფერი დამალავს მის სისასტიკეს, რომელიც მან გამოიჩინა. მისმა სიძემ, სომეხმა არტავაზმა, რომელსაც ცოლად ჰყავდა მისი და ანა, ისარგებლა, რომ კონსტანტინე აღმოსავლეთის ფრონტზე იმყოფებოდა, კონსტანტინოპოლი მიიტაცა და იმპერატორი გარდაცვლილად გამოაცხადა. პატრიარქი ანასტასი მიემხრო მის საქმიანობას და აღიარა, რომ კონსტანტინე იყო ერეტიკოსი და პიროვნება, „რომელიც უსინდისოდ უარყოფდა ღმერთს“.
 
ორთა მმართველობა 742-743 წლებში მიმდინარეობდა, მალე კონსტანტინე დედაქალაქში ჯარით შევიდა, შეიპყრო არტავაზი და შვილთან ერთად თვალები დასთხარა. ანასტასი კვლავ ხატმებრძოლთა მხარეზე დადგა. კონსტანტინემ 754 წელს [[ჰიერა]]ში სასულიერო კრება მოიწვია, რომელზეც მან დიდი ზარ-ზეიმით დაგმო ხატები. კრებაზე 338 ეპისკოპოსი შეგროვდა, თუმცა [[რომის კათოლიკური ეკლესია|რომის]], [[ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესია|ალექსანდრიის]], [[ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია|ანტიოქიის]], [[იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესია|იერუსალიმის]] პატრიარქები მასში არ მონაწილეობდნენ. პატრიარქი ანასტასი კრებამდე გარდაიცვალა. კრებას თეოდოსი ეფესოელი თავმჯდომარეობდა. სხდომები 10 თებერვლიდან 8 აგვისტომდე მიმდინარეობდა. ბოლო სხდომა კონსტანტინოპოლში გადაიტანეს და ანასტასის მემკვიდრედ კონსტანტინე სილეელი აირჩიეს. იმპერატორი ხატების შემდეგ წმინდანთა ნაწილების დევნაზეც გადავიდა. წმინდა ეფთვიმეს ნაწილები იმ ტაძრიდან ამოიღეს, სადაც IV მსოფლიო საეკლესიო კრება გაიმართა და ლუსკუმასთან ერთად ზღვაში ჩაძირეს, ხოლო მისი სახელობის ტაძარი სამხედო ტანსაცმლისა და იარაღის საწყობად გადააქციეს. იმპერატორის საქციელს წინ აღუდგა წმინდა სტეფანე, რომელმაც კონსტანტინესშემდეგი სიტყვით მიმართა:„რა სასჯელს დავიმსახურებ, თუკი ამ მონეტას, რომელზეც იმპერატორია გამოსახული, მიწაზე დავაგდებ და ფეხით გავთელავ? აქედან შეგიძლია დაინახო, თუ რა სასჯელის ღირსია ის, ვინც ქრისტეს და წმინდა დედის ხატს შეურაცხყოფს“. მან ძირს დააგდო მონეტა და ფეხით შესდგა. სასჯელმაც არ დააყოვნა და იმპერატორის ბრძანებით ის საპყრობილეში ჩააგდეს. იგივე სასჯელი მოუვლინა იმპერატორმა იოანე დამასკელსა, გერმანე კონსტანტინეპოლელსა და გიორგი კიპრიელს, 27 აგვისტოს ისინი იპოდრომზე ანათემას გადასცეს.