ბიზონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
94.43.71.57-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Xqbot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
ხაზი 20:
|NCBI = 9901
}}
'''ბიზონი''', ''ამერიკული ბიზონი'' ({{lang-la|Bison bison}}) — [[წყვილჩლიქოსნები|წყვილჩლიქოსანი]] [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვარი]] ცხოველი [[ძროხისებრნი|ძროხისებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახისა]]. გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკაში. ბიზონთა უმრავლესობა ცხოვრობს ველებზე, იშვიათად ტყეში ([[ტყის ბიზონი]] — Bison bison athabascae კანადაში). ასაკოვანი ხარის სხეულის სიგრძე 3 მ აღწევს, წონა 1 ტ-მდე. ფური შედარებით მცირე ზომისაა. ბიზონს ამობურცული მინდაონიდაო აქვს. სხეულის წინა ნაწილი შემოსილია გრძელი მატყლით, რომელიც თავსა და კისერზე შესამჩნევ ფაფარს ქმნის. ამერიკის აღმოჩენისას ბიზონების რაოდენობა 30-60 მლნ. აღწევდა. მტაცებლური ნადირობის შედეგად მათმა რაოდენობამ სწრაფად იკლო და უკვე [[1870]] წელს 5,5 მლნ-მდე შემცირდა. XIX საუკუნის დამლევისათვის კი მხოლოდ 800 ცხოველიღა იყო გადარჩენილი. ისინი მოათავსეს ნაკრძალებში. ამჟამად ბიზონების საერთო რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია. უმრავლესობა დაცულია [[იელოუსტოუნის ეროვნული პარკი|იელოუსტონის პარკში]] (აშშ), ხოლო ნაწილი — [[ვუდ-ბუფალოს ეროვნული პარკი|ვუდ-ბუფალოს ნაკრძალში]] (კანადა). ბიზონის მაკეობა გრძელდება 9 თვეს. იგებს ერთ ხბოს. ბიზონი ადვილად ეჯვარება [[დომბა]]ს და იძლევა შთამომავლობის მომცემ ჰიბრიდს — [[დომბა-ბიზონი|დომბა-ბიზონს]]. ბიზონისა და დომბას ჰიბრიდიზაციის ცდებს წარმატებით ატარებენ [[ასკანია-ნოვა]]ში, ზოგიერთ ზოოპარკში. ბიზონი ცოცხლობს 20-25 წლამდე.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბიზონი“-დან