გიორგი ავალიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''გიორგი ივანეს ძე ავალიშვილი''' (დ. [[1769]] ― გ. [[1850]], [[მოსკოვი]]), [[ქართველები|ქართველი]] მწერალი, პოლიტიკური მოღვაწე, დრამატურგი, მთარგმნელი, მოგზაური.
== ბიოგრაფია ==
სწავლა-განათლება რუსეთში მიიღო. 1784-1801 წლებში იყო [[ქართლ-კახეთის სამეფო|ქართლ-კახეთის სამეფოს]] წარმომადგენელი რუსეთის იმპერატორის კარზე. აქტიური როლი ითამაშა რუსეთთან საქართველოს შეერთების საქმეში. 1791 იმოგზაურა ირანის აზერბაიჯანში. 1819-1820 დიპლომატიური მისიით იყო ოსმალეთში, ეგვიპტესა და პალესტინაში. ავალიშვილს ქართული დრამატურგიის მამამთავრად მიიჩნევენ ([[ავალიშვილის თეატრი]]). მას მიეწერება ორიგინალური დრამა "მეფე თეიმურაზი" (1791), რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. მანვე პირველმა თარგმნა [[ქართული ენა|ქართულ ენაზე]] [[სუმაროკოვი, ალექსანდრე|ა. სუმაროკოვის]] [[პიესა|პიესები]]. ავტორია ლირიკული ლექსების, რომლებიც სამშობლოს გარეთ მცხოვრები მამულიშვილის განცდებსა და სულისკვეთებას გადმოსცემენ. შეადგინა პოეზიის ანთოლოგია, რომელშიც თავი მოუყარა ძირითადად თავისი დროის პოეტების თხზულებებს.