ტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
| iucn =3744
}}
'''ტურა''' ({{lang-la|Canis aureus}}) — [[მტაცებლები|მტაცებელი]] [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვარი]] [[ცხოველები|ცხოველი]] [[ძაღლისებრნი|ძაღლისებრთა]] ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 71-82 სმ, მასა — 7-13 კგ. [[ზამთარი|ზამთრობით]] ჩალისფრადაა შეფერილი, [[ზაფხული|ზაფხულში]] ჭუჭყისფერ-ყვითელია და წითურ-მოშავო ელფერი დაკრავს, კუდი წითურ-მურაა, ბოლოში შავდება. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ [[ევროპა]]ში, [[ჩრდილოეთი აფრიკა|ჩრდილოეთ აფრიკაში]], [[სამხრეთი აზია|სამხრეთ აზიაში]] და კუნძულ [[შრი-ლანკა]]ზე. [[საქართველო]]ში გვხვდება თითქმის ყველგან [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1000 მ სიმაღლემდე. ბინადრობს ჭალისა და მთის ძირების ტყეებში, ბუჩქნარებში და წყალსატევების ახლოს. იკვებება ცხოველური და მცენარული საკვებით, უმეტესად [[თაგვისებრნი|თაგვისებრი მღრღნელებით]], [[კურდღლისებრნი|კურდღლებით]], [[ფრინველები]]თ, [[ქვეწარმავლები]]თ, [[ამფიბიები]]თ, [[თევზები]]თ, [[მწერები]]თ და სხვა. ჭამს მძორს, ნაყოფს და სხვა. მაკეობა 63 დღე-ღამე გრძელდება. შობს 4-6 (იშვიათად 8-მდე) უსუსურ და თვალაუხილავ ლეკვს, რომლებიც სქესობრივად მწიფდებიან სიცოცხლის მე-2 წელს. ტურა აქტიურია უმთავრესად ღამით. ტურის ტყავი დაბალი ხარისხისაა და მისი სარეწაო მნიშვნელობა მცირეა. ერთგვარ ზიანს აყენებს სამონადირეო მეურნეობას და [[მეფრინველეობა]]ს, ზოგჯერ [[ცოფი]]სა და [[შავი ჭირი]]ს გამომწვევების გადამტანია.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტურა“-დან