არდენები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ქედი | სახელწოდება = არდენები | ფაილი = Frahan JPG01.jpg | ფაილი...
(განსხვავება არ არის)

08:22, 17 აპრილი 2014-ის ვერსია

თარგი:ინფოდაფა ქედი არდენები (Ardennes; კელტ. ard — მაღალი) — მაღლობი სამხრეთ ბელგიაში და ნაწილობრივ საფრანგეთსა და ლუქსემბურგში. გადაჭიმულია ჩდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ დაახლეობით 180 კმ-ზე. წარმოადგენს რაინის ფიქლოვანი მთების დასავლეთ დაბოლოებას. აგებულია დევონური და ქვიან-ნახშირიანი კირქვებით, ფიქლებითა და ქვიშაქვებით. საშუალო სიმაღლე დაახლოებით 350-400 მ. მაქსიმალური სიმაღლე 694 მ (მთა ბოტრანჟი). ზედაპირი პლატოსებრია. არდენები დრენირებულია მდინარე მაასისა და მისი შენაკადით ურტით. ბევრია ტორფნარი ჭაობი, ფერდობებზე — არყის, ნაძვისა და მუხის ტყეებია. არის ქვანახშირისა და რკინის მადნის საბადოები. სახელწოდება არდენები მოიხსენიება ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნეში როგორც არდენების ტყე.