მიქცევა და მოქცევა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: eo:Tajdo is a good article
clean up, replaced: რეზულტატი → შედეგი using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Lillo - Harbour 1.jpg|მინი|330პქ|მინი|მიქცევა და მოქცევა. რეზულტატიშედეგი]]
[[ფაილი:Отлив в Финском заливе (Комарово).JPG|მინი|330პქ|მინი|ფსევდომოქცევა ფინეთის ყურეში]]
[[ფაილი:Bay of Fundy.jpg|thumb|330პქ|მინი|[[ფანდის ყურე]] მიქცევა და მოქცევების დროს]]
[[ფაილი:Low tide in Brittany.jpg|მინი|330პქ|მინი|მიქცევა და მოქცევა]]
[[ფაილი:S.Malo.Low tide.jpg|მინი|330პქ|მინი|მიქცევა სენ მალოსთან]]
'''მიქცევა და მოქცევა''' — [[ოკეანე|ოკეანის]] ([[ზღვა|ზღვის]]) დონის, [[ატმოსფერული წნევა|ატმოსფერული წნევის]], დედამიწის მყარი სხეულის დეფორმაციის პერიოდული რხევები, რომლებსაც [[მთვარე|მთვარისა]] და [[მზე|მზის]] მიზიდულობა განაპირობებს. ამ რხევებს მოკლედ უწოდებენ შესაბამისად [[ზღვა|ზღვის]], [[ხმელეთი]]ს და [[ატმოსფერო (დედამიწა)|ატმოსფერულ]] მოქცევებს.
 
სხვაობა იმ ძალებს შორის, რომლითაც იზიდავს მთვარე დედამიწის ცენტრიდან r მანძილით დაშორებულ ნაწილაკსა (ხმელეთის, წყლის ან ატმოსფეროს მასის ელემენტი) და დედამიწის ცენტრში მდებარე ამავე მასის მქონე ნაწილაკს, წარმოადგენს მოქცევის გამომწვევ ძალას, ანუ მოქცევით ძალას.
ამ ძალის სიდიდე პირდაპირპროპორციულია [[მთვარე|მთვარის]] მასისა, უკუპროპორციულია [[დედამიწა|დედამიწიდან]] [[მთვარე]]მდე მანძილის კუბისა და დამოკიდებულია მთვარის ზენიტურ მანძილზეც.
 
ანალოგიურად განისაზღვრება მზისიერი მოქცევის ძალა, რომელიც დედამიწიდან მზის დიდი დაშორების გამო საშუალოდ 2,2-ჯერ ნაკლებია მთვარისმიერ მოქცევის ძალაზე. [[დედამიწა|დედამიწის]] ნებისმიერი წერტილისათვის მოქცევითი ძალები განუწყვეტლივ იცვლება დედამიწის ღერძული ბრუვის, მთვარისა და დედამიწის ორბიტულ მოძრაობათა და ამით გამოწვეული დედამიწის, მზისა და მთვარის ურთიერთგანლაგების ცვალებადობის გამო.
 
მოქცევითი ძალები შეიძლება წარმოდგენილ იქნეს მრავალი პერიოდული წევრის ჯამის სახით, რომელთა განსაზღვრა ხდება ცის მექანიკის საფუძველზე.
ეს ძალები ოთხ ტიპად იყოფა; სათანადო მიქცევა და მოქცევებია: ''გრძელპერიოდიანი'' (18, 6-წლიანი, ერთწლიანი, ნახევარწლიანი, ერთთვიანი, ორკვირიანი) მიქცევა და მოქცევები, რომელთა გამო პერიოდულად იცვლება დედამიწის შეკუმშულობა, მისი ინერციის პოლარული მომენტი და ბრუნვის კუთხური სიჩქარე; ''დღე-ღამური მიქცევა და მოქცევები'', რომლებიც გამოწვეულია [[მთვარე|მთვარის]] ორბიტისა და ეკლიპტიკის დახრით [[ეკვატორი]]ს სიბრტყის მიმართ. ამათგან მთავარია მთვარისმიერი (პერიოდი 25, 8 სთ) და მთვარე-მზისიერი (23, 9 სთ) ტალღები; ''ნახევარდღეღამური მიქცევა და მოქცევები'', რომელთა შორის ძირითადია მთვარისმიერი (პერიოდი 12,4 სთ) და მზისიერი (12 სთ) ტალღები; ''მოკლე მიქცევა და მოქცევები'', რომელთა ტალღების პერიოდები 1/3 დღ-ღ ან უფრო მცირეა.
 
ზღვის მიქცევა და მოქცევა მოქცევითი ძალების ცვლილებები იწვევს [[გრავიტაცია|სიმძიმის ძალის]] სიდიდისა და შვეულის მიმართულების ცვლილებებს. ამ ძალების გავლენით [[ოკეანე|ოკეანის]] ზედაპირი მიისწრაფვის დაიკავოს შვეულის მიმართულებისადმი პერპენდიკულარული მდებარეობა.
 
[[დედამიწა]] მთლიანად ოკეანით რომ ყოფილიყო დაფარული და წყლის მასები ასწრებდნენ წონასწორული მდგომარეობის მიღწევას,
მაშინ [[მთვარე|მთვარის]] (ასევე [[მზე|მზის]]) გავლენით ოკეანის სფერული ზედაპირი მიიღებდა წაგრძელებული ელიფსოიდის ფორმას, რომლის უდიდესი ღერძი მთვარისაკენ (სათანადოდ მზისაკენ) იქნებოდა მიმართული, ხოლო წყლის დონე აიწევ-დაიწეოდა 0,5 მ-ით.
 
სინამდვილეში მოქცევების სიდიდისა და ხასიათის დასადგენად, გარდა დედამიწის, მთვარისა და მზის ურთიერთმდებარეობისა, მნიშვნელობა აქვს,
აგრეთვე, [[გეოგრაფიული კოორდინატები|გეოგრაფიულ განედს]], ოკეანის სიღრმეს, ნაპირების მოხაზულობას, ფსკერის რელიეფს და სხვ.
 
[[ოკეანოლოგია]]ში გამოიყოფა ძირითადად 3 ტიპის მიქცევა და მოქცევა: ნახევარდღეღამური — მთვარისმიერი დღე-ღამის განმავლობაში ორ-ორჯერ შეიმჩნევა [[წყალი|წყლის დონის]] მაქსიმალური აწევა (მაღალი წყალი) და დაწევა (დაბალი წყალი); დღეღამური — თითოჯერ არის მაღალი და დაბალი წყალი და შერეული. ამ უკანასკნელში გამოიყოფა არასწორი (არაწესიერი) ნახევარდღეღამური და არასწოორი (არაწესიერი) დღეღამური მიქცევა და მოქცევები.
 
ყველაზე უფრო გავრცელებულია არასწორი ნახევარდღეღამური (მთვარისმიერი დღე-ღამის განმავლობაში ორ-ორჯერ არის მაღალი და დაბალი წყალი განსხვავებული სიმაღლითა და პერიოდით) და ნახევარდღეღამური მიქცევა და მოქცევები. [[ოკეანე]]ში, კონტინენტებიდან დაშორებით, მოქცევის სიმაღლე 1 მ აღწევს, ხოლო ნაპირებთან მნიშვნელოვნად მატულობს (მაგ.: [[ფანდის ყურე]]ში 18 მეტრამდეა).
ხაზი 29:
მოქცევების სიდიდე დამოკიდებულია [[დედამიწის სტრუქტურა|დედამიწის შინაგან აგებულებაზე]]; ამიტომ მათზე დაკვირვებები საშუალებას იძლევა შესწავლილ იქნეს ეს პრობლემა. სათანადო თეორია დამუშავებულია გ. ტაკეუტის, ჰ. ჯეფრიზისა და რ. ვისენტის მიერ. დეტალურად დაამუშავა მ. მოლოდენსკიმ.
 
ატმოსფერული მოქცევა და მიქცევა ატმოსფეროში დედამიწის ზედაპირთან ხდება წნევის მცირე ცვლილებები დღე-ღამური, ხოლო შედარებით ინტენსიური ცვლილებანი — ნახევარდღეღამური პერიპოდებით, [[ჰაერი]]ს [[ტემპერატურა|ტემპერატურის]] დღეღამურ რყევასთან ერთად. ეს ეფექტი მაქსიმალურია ტროპიკულ სარტყელში. [[ატმოსფერო (დედამიწა)|ატმოსფეროში]] მზისიერი მიქცევა და მოქცევა მთავისმიერზე უფრო ძლიერია, რადგანაც ატმოსფერული მიქცევა და მოქცევები, რომელთა პერიოდი ნახევარი მზისიერი დღე-ღამეა, ძირითადად გამოწვეულია მზის არა გრავიტაციული, არამედ თერმული მოქმედებით. სახელდობრ, [[სტრატოსფერო]]ში მზის ულტრაიისფერი რადიაციის ოზონის მიერ შთანთქმა იწვევს [[ატმოსფერო (დედამიწა)|ატმოსფეროს]] ამ ფენების გახურებას, რაც წარმოშობს წნევის, ტემპერატურის, სიმკვრივის, ქარის სიჩქარის პერიოდულ რყევას დღეღამური, ნახევარდღეღამური და ა.შ. პერიოდებით.
 
დღე-ღამური რხევების უმეტესობა ნახევარდღეღამურისაგან განსხვავებით არ ვრცელდება დედამიწამდე, რის გამო დედამიწის ზედაპირთან ატმოსფერული წნევის დღე-ღამური ცვალებადობა უმნიშვნელოა, ნახევარდღეღამური კი გაცილებით საგრძნობი. მიქცევა და მოქცევა იწვევს [[დედამიწა|დედამიწის]] ღერძული ბრუნვის პერიოდის, [[მთვარე]]-[[დედამიწა|დედამიწის]] მანძილისა და მთვარის ორბიტის ნელ ცვლილებებს. როგორც ვარაუდობენ, მიქცევა და მოქცევებითაა განპირობებული ისიც, რომ [[მთვარე]] მუდამ ერთი მხარითაა მოქცეული [[დედამიწა|დედამიწისაკენ]].
 
[[1775]] წელს [[პიერ სიმონ ლაპლასი|პიერ ლაპლასმა]] ჰიდრომექანიკის ძირითადი განტოლებების გამოყენებით შექმნა მიქცევისა და მოქცევის დინამიკური თეორია, რომლის საშუალებით შესაძლებელი გახდა [[ზღვა|ზღვებსა]] და [[ოკეანე]]ებში მოქცევითი ტალღების გავრცელების გაანგარიშება.
 
== რესურსები ინტერნეტში ==