მეჭურჭლეთუხუცესი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''მეჭურჭლეთუხუცესი''', გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს ...)
 
'''მეჭურჭლეთუხუცესი''', გაერთიანებული [[ფეოდალური საქართველო]]ს ერთ-ერთი ვეზირი — სახელმწიფო ხაზინის მთავარი გამგე, [[მეჭურჭლე]]თა უფროსი.
 
ტერმინი „მეჭურჭლეთუხუცესი“ ქართულ საისტორიო წყაროებში XII საუკუნიდან გვხვდება, მაგრამ უეჭველია, რომ მეჭურჭლეთუხუცესობა გაცილებით ადრეც არსებობდა („ხელმწიფის კარის გარიგებაში“ მეჭურჭლეთუხუცესი „ძველ ვეზირად“ იხსენიება). მეჭურჭლეთუხუცესი განაგებდა [[საჭურჭლე]]ს, რომელშიც [[ფული]] და სანიადაგოდ სახმარი და სახარჯი ქონება ინახებოდა. მას ჰყავდა თავისი ნაცვალი ანუ მოადგილე. მეჭურჭლეთუხუცეს ემორჩილებოდნენ საჭურჭლის [[მუქიბი]] და [[მუშრიბი]]. როგორც ფინანსთა მინისტრს, მეჭურჭლეთუხუცესს საჭურჭლისა და მისი მოხელეების გარდა ექვემდებარებოდნენ აგრეთვე „ძველი ქალაქნი, ვაჭარნი, სავაჭრო“ და „ქალაქის ამირანი“.