ოთხთა ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 72:
მონასტრის მთავარი ნაგებობა არის სამნავიანი ბაზილიკა. მისი გარეთა სიგრძეა 28.46 [[მეტრი]], სიგანე 18.60 მეტრი. ეკლესიის სიმაღლე 22.07 მეტრია. ეკლესიას აქვს სამი შესასვლელი, ჩრდილოეთით, სამხრეთითა და დასავლეთით. შესასვლელების სიმაღლე 3.74 მეტრია, ხოლო სიგანე 1.87 მეტრს შეადგენს. გარედან ეკლესია მოპირკეთებულია სუფთად გათლილი [[ტუფი]]ს ქვებით, რომლებიც სწორ რიგებადაა დალაგებული და მათ შორის არ არის დატოვებული ნაპრალები. ტლანქად ნათალი ტუფი აგურთან და რიყის ქვებთან ერთად ასევე გამოყენებულია შიდა წყობისთვის. ეკლესიის [[პილასტრი|პილასტრები]] სუფთად თლილი ქვებისგან შედგება, ხოლო გულში გვხვდება ტუფის ერთგვაროვანი ხსნარი აგურის ნატეხებითა და ხრეშის მინარევებით.<ref name="Jobadze"/>
 
ეკლესიის სამხრეთი და დასავლეთი კედლები დაფარულია ორმეტრიანი ჩამოსული ქანებით, რის გამოც საძირკველის [[სტერეობატი]] და [[სტილობატი]] მხოლოდ აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ჩანს. ეკლესიის საძირკველი ორსაფეხურიანია და ნაგებია 0.19 მეტრის სიგანისა და სიმაღლის მქონე თლილი ქვებისგან. 0.50 მეტრი სიგანის მქონე პილასტრებზე გადაყვანილი კამაროვანი და დეკორაციული თაღების მეშვეობით გარეთა კედლები არის ერთიანად დანაწევრებულია. 1.85 მეტრს შეადგენს სართავი თაღების სიგანე, თუმცა აღსანიშნავია კარების (კარების სიგანე 1.87 მეტრი, ხოლო სიმაღლე 3.75 მეტრი) თაღები, რომლების სიგანე 2.28 მეტრს შეადგენს, ხოლო სიმაღლე 9.20 მეტრია.<ref name="Jobadze"/>
 
საკურთხეველში შემორჩენილია ფრესკები. საკურთხევლის საკრმელში არსებულ ფრესკაზე სავარაუდოდ [[წმინდა ელენე]] ან [[წმინდა ეკატერინე]] არის გამოსახული.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოთხთა_ეკლესია“-დან