ვოგეზები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
| ამგებელი ქანები = პალეოზოური - მეზოზოური
}}
'''ვოგეზები''' ({{lang-fr|Vosges}}) — მთები [[საფრანგეთი]]ს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში. გადაჭიმულია მერიდიანული მიმართულებით 160 კმ-ზე, სიგანე 40-50 კმ. მთავარი მწვერვალია [[ბალონ-დე-გებვილერი]] (1423 მ). ვოგეზები იყოფა ორ: სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილად. სამხრეთი ვოგეზების საშუალო სიმაღლეა 950 მ. მთების დასაწყისის სიახლოვეს, ბელფორის გასასვლელის ჩრდილოეთით, აღმართულია მთა [[ბერენკოპფი]] (1005 მ). ჩრდილოეთი ვოგეზები შედარებით დაბალია. ვოგეზები სამხრეთით უფრო აწეულია და [[გრანიტი|გრანიტებისგანაა]] აგებული.<ref name="ბთდ">{{cite book |author=[[ბორის დობრინინი|დობრინინი ბ]] |title=დასავლეთი ევროპის ფიზიკური გეოგრაფია |isbn= |publisher=თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა |location=თბილისი, საქ. |page=329 თბ. 1953}}</ref>
 
ჩრდილოეთისაკენ ის თანდათან ეშვება და [[პერმული სისტემა|პერმული]] და [[ცარცული სისტემა|ცარცული]] [[ქვიშაქვა|ქვიშაქვებით]] არის დაფარული. გრანიტული ვოგეზების მომრგვალებულ გუმბათისებურ მწვერვალებს მთების ჩრდილო ნაწილში ცვლის ქვიშაქვების მაგიდისებური ბაქნები, რომლებშიც ჩაჭრილია ციცაბოკალთებიანი ღრმა ხეობები. ვოგეზების აღმოსავლეთი კალთა ციცაბოდ ეშვება ზემო რაინის დაბლობისაკენ, დასავლეთი კალთა დამრეცია.<ref name="qse">{{ქსე|4|440||არა}}</ref>
 
ვოგეზები ჰერცინული მასივის ტექტონიკურად აზევებულ გუმბათს წარმოადგენს, რომლის ცენტრალური ნაწილი დაიძირა და მის ადგილზე ზედა რაინის დაბლობის [[გრაბენი]] ჩამოყალიბდა. გუმბათის აღმოსავლოეთი გაგრძელებაა [[შვარცვალდი]].<ref name="qse" />
 
ვოგეზების სამხრეთი ნაწილი აგებულია [[კრისტალური ქანები]]თ. მწვერვალებზე შემორჩენილია მეოთხეული გამყინვარების კვალი. ჩრდილოეთ ნაწილში ქვიშაქვიანი პლატოებია. კალთები 1200 მ სიმაღლემდე შემოსილია [[წიფელი|წიფლის]], [[სოჭი]]სა და [[ნაძვი]]ს ტყეებით. განვითარებულია მიწათმოქმედება, სატყეო მეურნეობა. ქვიშაქვიანი ვოგეზები დაფარულია ხშირი ტყით და მეჩხრადაა დასახლებული. მდინარეთა ხეობებში მდელოები და სოფლებია.<ref name="ბთდ" />
 
ზამთრობით ვოგეზები იფარება [[თოვლი]]თ, რომელიც მთების მწვერვალებზე ხუთი თვის განმავლობაში რჩება. მთავარი ქალაქებია [[ეპინალი]], [[სენ-დიე]].<ref>[http://dic.academic.ru/dic.nsf/enc_geo/1250/%D0%92%D0%BE%D0%B3%D0%B5%D0%B7%D1%8B ვოგეზები — გეოგრაფიული ენციკლოპედია]</ref>
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვოგეზები“-დან