ტარიმის მუმიები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 8:
== იატორია ==
[[ფაილი:KunlunMountains.jpg|320px|მინიატიურა|მარცხნივ|ტარიმის აუზი და თაკლა–მაკლანის უდაბნო]]
ტარიმის მუმიები აღმოაჩინეს XX საუკუნის დასაწყისში აურელია სტეინის და სვენა გედინის ექსპედიციამ. მაშინვე დაიწო დავა სამეცნიერო საზოგადოებაში იმაზე, თუ რა ენაზე ლაპარაკობდნენ ეს ადამიანები. ყველაზე ფართო მხარდამჭერები ჰყავს მოსაზრებას, რომ ეს ადამიანები საუბრობდნენ ტოხარულ ენაზე და წარმოადგენდნენ [[ტოხარები|ტოხარებს]].
 
აზიის სიღრმეში ევროპეოდული რასის ფართო გავრცელებაზე მოწმობენ 2000 — 3000 წლის წინანდელი [[პაზირიკის კულტურა|პაზირიკის]] და [[ტაშტიკის კულტურა|ტაშტიკის]] კულტურები. აგრეთვე, ზოგიერთი წერილობთი წყარო. მაგსლითად, [[პლინიუს უფროსი]] გვაუწყებს, რომ [[ცეილონის]] ელჩი იმპერატორ [[კლავდიუსი]]ს კარზე აღწერდა დასავლეთ [[ჩინეთი]]ს მოსახლეობას, როგორც საშუალოზე მაღალ, ქერათმიან და ლურჯთვალება ხალხს.
 
== ლოულანის ლამაზმანი ==
ლოულანის ლამაზმანი უწოდეს ტარიმის აუზის ერთ–ერთ უძველეს [[მუმია]]ს. ის წარმადგენდა ევროპეიდული რასის ახალგაზრდა ქალს სიმაღლით 180 სმ. ქერა თმებით. აღმოჩენილია [[1980]] წელს ლოულანის (თანამედროვე [[ჩინეთი]]) მიდამოებში. ის არის დაახლოებით 3800 წლის ასაკის. მუმია შენახულია სინცზიან–უიგურის ავტონომიური რაიონის ქალაქ [[ურუმჩი|ურუმჩის]] მუზეუმში. მის გვერდით დაკრძალული იყო 50–ოდე წლის მამაკაცი და სამი თვის ბავშვი საქონლის რქის ბოთლით ხელში. ნაპოვნია სხვა არტეფაქტებიც: ტყავის ჩანთა ხორბლის მარცვლებით, ქუდი და სხვა.