მულტიმედია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(Bot: 56 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q131765)
მიღებული ინფორმაციის შენახვის ერთ–ერთი მეთოდია მისი ჩაწერა [[კომპაქტ–დისკი|კომპაქტ–დისკზე]].კომპაქტს–დისკზე შენახულ ინფორმაციას მხოლოდ წასაკითხად ვარგისი სახე აქვს,მისი შეცვლა ან შესწორება შეუძლებელია.ერთი კომპაქტ–დისკი იტევს 700 ან 800 მეგაბიტ ინფორმაციას.CD-ROM კომპაქტ–დისკი მუშაობს თითქმის იმავე პრინციპებით,როგორც აუდიო კომპაქტ–დისკი.კომპაქტ–დისკი მზადდება პოლიკარბონატისგან და დაფარულია ალუმინის შენადნობისა და,თავის მხრივ,პლასტიკის ფენით,რომელიც იცავს მას მტვრისა და ნათითურებისაგან.ინფორმაცია ინახება ალუმინის ფენაში დ აპატარა ჩაღრმავების სახე აქვს.[[ლაზერი|ლაზერისგან]] არეკლილი სხივი გვიჩვენებს,თუ სად არის ასეთი ჩაღრმავება – თუ სინათლე მკრთალია,მაშინ ალუმინის ფენაზე ეს ჩაღრმავება არსებობს,თუკი ანარეკლი ძლიერია – ზედაპირი სწორია.კომპაქტ–დისკის წამყვანი უგზავნის ჩაღრმავების მოდელებს კომპიუტერს,რომელიც აღიქვამს მათ როგორც [[ორობითი კოდი|ორობით კოდს]] და გარდაქმნის ამ ინფორმაციას სიტყვის,ხმის ან [[ანიმაცია|ანიმაციის]] სახით.
 
კომპაქტ–დისკის წამყვანი დისკზე არსებულ ინფორმაციას კითხულობს წითელი ლაზერის სხივის საშუალებით. მეტად ეფექტურიაეფექტიანია ლურჯი ლაზერის სხივი,რომლის საშუალებითაც შესაძლებელია უფრო მეტი ინფორმაციის დამახსოვრება.დღეისათვის შემუშავებულია ლურჯი ლაზერის სხივით აღჭურვილი საცდელი მოდელები,მომავალში ისინი სერიულად გამოიცემა.
 
დროს რომელიც სჭირდება კომპიუტერს დისკიდან ინფორმაციის მოსაპოვებლად,ეწოდება მიმართვის დრო და იზომება მილიწამებში (მწმ).მილიწამი წარმოადგენს წამის მეათასედ ნაწილს.რაც უფრო დაბალია მიმართვის დრო,მით უფრო მალე უპასუხებს კომპიუტერი მომხმარებლის ბრძანებას.თანამედროვე [[ტექნოლოგია|ტექნოლოგიები]] უფრო და უფრო იხვეწება, რათა მიმართვის დრო დაყვანილ იქნეს მინიმუმამდე.