იუდაიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის ml:യഹൂദമതം; cosmetic changes
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Star of David.svg|left|100px|დავითის ვარსკლავი]]
[[ფაილი:Menorah7a.png|thumb|right|250px|შვიდტოტა [[მენორა]] - იუდაიზმის უძველესი სიმბოლო]] '''იუდაიზმი''' ([[ებრ.]] יהדות – იაჰადუთ) — [[ებრაელები|ებრაელი]] ერის რელიგია; ისტორიაში აღნუსხული პირველი [[მონოთეიზმი|მონოთეისტური]] რწმენა და ანტიკური ხანიდან შემორჩენილი ერთ-ერთი რელიგია. იუდაიზმის დოქტრინა და ისტორია მნიშვნელოვანი ნაწილია სხვა მონოთეისტურ, კერძოდ: [[სამარიული სარწმუნოება|სამარიულ]], [[ქრისტიანობა|ქრისტიანულ]] და [[ისლამი|მუსლიმანურმუსლიმურ]] რელიგიათა საფუძვლებისა.
 
უკანასკნელი დაახლოებით 2000 წლის მანძილზე იუდაიზმის პრაქტიკული მიმდევრობა მონოლითური არ ყოფილა: მას არა ჰყოლია ცენტრალური სულიერი მმართველობა; არა ჰქონია შემბოჭავი დოგმა. მიუხედავად ამისა, ყოველ ვარიაციაში იუდაიზმი მჭიდროდ დაკავშირებული დარჩა რამდენიმე რელიგიურ პრინციპთან, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ერთადერთი, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე, ყოვლად მოწყალე და უხილავი (ტრანსცენდენტული) ღმერთის რწმენა; ღმერთისა, რომელმაც სამყარო შექმნა და რომელიც განაგრძობს მის განგებას. ებრაული აზროვნების მიხედვით სამყაროს შემქმნელმა ღმერთმა უძველესი აღთქმით კავშირი დაამყარა ებრაელ ერთან, როდესაც მათ თორის სახით მის მიერ დადგენილი კანონები და მცნებები გაუზიარა. ებრაული ღვთისმსახურება ყველაზე დიდ ადგილს უთმობს ამ კანონებისა და მცნებების შესწავლასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელებას ისე, როგორცაა ინტერპრეტირებული რელიგიის კანონიკურ წიგნებსა და რაბინულ ლიტერატურაში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იუდაიზმი“-დან