ბენ-ნევისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 25:
ბენ-ნევისი ძველი გიგანტური ვულკანის ნაშთია. წარსულში მოქმედი, ამჟამად კი ჩამქრალი ვულკანია. სამხრეთი კალთები დამრეცია, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კალთაზე არის ფლატე, რომლის სიმაღლეა დაახლოებით 460 მ. ფერდობების დაჩრდილულ ნაპრალებში მთელი წლის განმავლობაში [[თოვლნარი]]ა. ბენ-ნევისის სიახლოვეს კლიმატი მკაცრია. მწვერვალზე არის მეტეოროლოგიური ობსერვატორია. პირველად მწვერვალი დაიპყრო ჯეიმზ რობერტსონმა 1771 წლის 17 აგვისტოს.
 
ბენ-ნევისი [[შოტლანდიურ-გელური ენა|შოტლანდიურ-გელურ ენაზეა]] „Beinn Nibheis“. ამავე დროს, „Beinn“ გელური სიტყვაა და „მთას“ ნიშნავს, ხოლო „Nibheis“ სხვადასხვაგვარად აღიქმება, მაგრამ ჩვეულებრივ, ითარგმნება როგორც „ბოროტი“ ან „შხამიანი“. „Beinn Nibheis“ ალტერნატიული ინტერპრეტაციის მიხედვით წარმოსდგება „beinn nèamh-bhathais“-გან, სადაც „nèamh“ „ზეცებს“, „ღრუბლებს“, ხოლო „bathais“ „ადამიანის თავის მწვერვალს“ ნიშნავს. კელტურად ბენ-ნევისი „თოვლიან მთას“ ნიშნავს. ადგილობრივი მოსახლეობა მთას შემოკლებით „ბენს“ უწოდებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბენ-ნევისი“-დან