ბენ-ნევისი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| გამოთქმა =
}}
'''ბენ-ნევისი''' ({{lang-en|Ben Nevis}}) — კუნძულ [[დიდი ბრიტანეთისბრიტანეთი]]ს უმაღლესი მწვერვალი [[გრამპიანის მთებისმთები]]ს დასავლეთ ნაწილში. მდებარეობს შოტლანდიაში[[შოტლანდია]]ში. სიმაღლე 1344 მ. აგებულია [[გრანიტი|გრანიტებით]], [[ანდეზიტი|ანდეზიტებითა]] და [[ფიქალი|ფიქლებით]]. აქვს ბრტყელი ზედაპირი, რომელიც დაფარულია მთის მდელოებით. მწვერვალი ხშირად ღრუბლებში და ნისლშია გახვეული.
 
ბენ-ნევისი ძველი გიგანტური ვულკანის ნაშთია. წარსულში მოქმედი, ამჟამად კი ჩამქრალი ვულკანია. სამხრეთი კალთები დამრეცია, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კალთაზე არის ფლატე, რომლის სიმაღლეა დაახლოებით 460 მ. ფერდობების დაჩრდილულ ნაპრალებში მთელი წლის განმავლობაში თოვლნარია[[თოვლნარი]]ა. ბენ-ნევისის სიახლოვეს კლიმატი მკაცრია. მწვერვალზე არის მეტეოროლოგიური ობსერვატორია. პირველად მწვერვალი დაიპყრო ჯეიმზ რობერტსონმა 1771 წლის 17 აგვისტოს.
 
ბენ-ნევისი შოტლანდიურ-გელურ ენაზეა „Beinn Nibheis“. ამავე დროს, „Beinn“ გელური სიტყვაა და „მთას“ ნიშნავს, ხოლო „Nibheis“ სხვადასხვაგვარად აღიქმება, მაგრამ ჩვეულებრივ, ითარგმნება როგორც „ბოროტი“ ან „შხამიანი“. „Beinn Nibheis“ ალტერნატიული ინტერპრეტაციის მიხედვით წარმოსდგება „beinn nèamh-bhathais“-გან, სადაც „nèamh“ „ზეცებს“, „ღრუბლებს“, ხოლო „bathais“ „ადამიანის თავის მწვერვალს“ ნიშნავს. ადგილობრივი მოსახლეობა მთას შემოკლებით „ბენს“ უწოდებს.