ანანია (ჯაფარიძე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Qwelly-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
ხაზი 1:
{{თარგი:ინფოდაფა რელიგიური მოღვაწე|პატრიარქი
| სახელი = ანანია
| წოდება = [[მანგლისისა და წალკისმანგლისის ეპარქია|მანგლისისა და წალკისმანგლისის ეპარქიის]] [[მიტროპოლიტი]]
| სურათი = Mitropoliti anania.jpg
| წარწერა = მეუფე ანანია
| პროვინცია = [[ქვემო ქართლი]]
| ეკლესია= {{დროშა|ქართული მართლმადიდებლური ეკლესია}}
| ეპარქია = [[მანგლისისა და წალკისმანგლისის ეპარქია]]
| ინთრონიზაცია = [[2001]]
| ეროვნება = ქართველი
ხაზი 16:
| ალმა მატერი =
| ხელმოწერა =
| ვებ გვერდი = [http://meufeanania.info]
}}
'''მიტროპოლიტი ანანია''' (თენგიზ ანატოლის ძე ჯაფარიძე). საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი [[1981]] წლიდან, საქართველოს საპატრიარქოს მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მმართველი, ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, რეალური ისტორიის დამდგენი საპატრიარქოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, ქართული უნივერსიტეტის ობიექტური ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, 40-ზე მეტი შრომის ავტორი.
'''მეუფე ანანია''' (დ. [[20 აგვისტო]] [[1949]], [[ტყიბული]]) — [[მანგლისისა და წალკის ეპარქია|მანგლისისა და წალკის ეპარქიის]] [[მიტროპოლიტი]]. [[საქართველოს საპატრიარქო]]ს ქართული ენის დიალექტების შემსწავლელი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. ანგელოზის დღე – [[14 ოქტომბერი|1 (14) ოქტომბერი]] ([[ანანია მოციქული]]ს ხსენება).
 
დაიბადა [[1949 წ. 20 აგვისტოს,]] [[ტყიბულში]]. [[1966]] წ. დაამთავრა საშუალო სკოლა, [[1974]] წ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკა-კავშირგაბმულობის ფაკულტეტი. მცხეთის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში ბერად აღიკვეცა და ეწოდა ანანია, [[1979წ]]. 4 აპრილს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო იმავე წლის 27 სექტემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდლად. [[1979]]წ. დაინიშნა თბილისის წმიდა სამების ძველი ტაძრის წინამძღვრად. 1980 წლის ივნისში მღვდელ-მონაზონი ანანია დაინიშნა ალავერდის მონასტრის წინამძღვრად. 1980 წ. 27 სექტემბერს მიენიჭა იღუმენის წოდება, ხოლო [[1981]] წ. 8 მარტს არქიმანდრიტის წოდება.
[[1974]] წელს თენგიზმა დაამთავრა [[საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი]]. [[1980]] წელს კი – [[მცხეთის სასულიერო სემინარია]]. [[1979]] წლის [[14 თებერვალი|14 თებერვალს]] [[ბერი|ბერად]] აღკვეცა, [[1975]] წლის [[9 მაისი|9 მაისს]] კი – [[ბერდიაკონი]]ს ხარისხში აიყვანეს. [[1979]] წლის [[27 სექტემბერი|27 სექტემბერს]] [[მღვდელმონაზონი]] გახდა, ხოლო [[1981]] წლის [[7 მარტი|7 მარტს]] – [[არქიმანდრიტი]], რის შემდეგაც ამავე წლის [[15 მარტი|15 მარტს]] [[ნიკორწმინდის ეპარქია]] ჩააბარეს და [[ეპისკოპოსი]]ს ხარისხი მიანიჭეს. [[1981]] წლის [[29 ივნისი|29 ივნისს]] [[მესხეთი|მესხეთ]]-[[ჯავახეთი]]ს ეპარქიაში გადაიყვანეს, [[1983]]-[[1992]] წლებში [[ახალციხე|ახალციხისა]] და მესხეთ-ჯავახეთის ეპარქიას მართავდა. [[1988]]-[[1992]] წლებში [[საქართველოს საპატრიარქო]]ს საფინანსო განყოფილების თავმჯდომარე იყო, [[1990]]-[[1992]] წლებში კი [[ახალციხის სასულიერო სემინარია|ახალციხის სასულიერო სემინარიის]] რექტორი იყო. [[1992]]-[[1996]] წლებში [[მანგლისი]]ს ეპარქიას მართავდა. [[1996]] წელს მიიღო [[მთავარეპისკოპოსი]]ს ხარისხი. [[1999]] წელს გახდა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, [[2001]] წელს კი – გიორგი შერვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი. ამავე წელს [[მანგლისი]]სა და [[წალკა|წალკის]] [[მიტროპოლიტი]]ს წოდება მიიღო. [[2002]] წელს თეოლოგიის კათედრის გამგე გახდა [[საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი|საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში]]. [[2003]] წლის [[11 აპრილი|11 აპრილს]] პროფესორის ხარისხი მიანიჭეს. [[2005]] წელს [[რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია|რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის]] უცხოელი წევრი გახდა და ამავე წელს [[ქართული ენის დიალექტების შემსწავლელი სამეცნიერო საბჭო]]ს თავმჯდომარე.
 
[[1981]] წ. დასაწყისში წმიდა სინოდის მიერ არქიმანდრიტი ანანია გამორჩეულ იქნა საეპისკოპოსო კანდიდატად, [[1981]] წ. 15 მარტს უწმიდესმა პატრიარქმა სვეტიცხოვლის ტაძარში აკურთხა ეპისკოპოსად და დაადგინა ნიკორწმიდის ეპარქიის მმართველად.
*კათედრა და რეზიდენცია [[მანგლისი|მანგლისსა]] და [[წალკა]]ში.
 
უწმიდესმა და უნეტარესმა კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღსაყდრებისთანავე ერთ-ერთ განსახორციელებელ გეგმად დაისახა ისტორიულ მესხეთში ქრისტიანობისა და ქართული სულიერების აღორძინება. დაარსებული იქნა ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპარქია, რომლის მმართველად [[1981]] წლის 29 აპრილს დადგენილი იქნა ეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე. ის ამასთანავე, მისმა უწმიდესობამ დანიშნა საქართველოს საპატრიაქოს სამეურნეო-საფინანსო განყოფილების გამგედ. იმჟამად, [[სამცხე-ჯავახეთის ეპარქია]]ში მოქმედებდა ერთადერთი ეკლესია წმიდა მარინეს სახელობისა (ახალციხის რაბათში), მესხეთის დანარჩენი ეკლესია-მონასტრები ათეისტური რეჟიმის გამო გაუქმებულნი ღვთისმსახურების გარეშე იყვნენ მიტოვებულნი. უფლის შემწეობით მეუფე ანანიამ 70-წლიანი უქმობის შემდეგ აკურთხა და აამოქმედა საფარას, ვარძიის, ზარზმას, უდეს, ვალეს, ხვილიშას, აბასთუმნისა და სხვა ეკლესიები. მისი უწმიდესობის კურთხევით ამოქმედდა მონასტრებიც.
 
ეპისკოპოსმა ანანიამ [[1990]] წელს დააარსა [[ახალციხის სასულიერო სასწავლებელი]] (სემინარია), რომელიც ამავე დროს იყო საღვთისმეტყველო ინსტიტუტი. მის კურსდამთავრებულებს დიპლომი უფლებას ანიჭებდა ეღვაწათ საშუალო სკოლებში საღვთო სჯულის მასწავლებლად.
 
მისმა უწმიდესობამ 80-იან წლებში რამდენჯერმე მოილოცა სამცხე-ჯავახეთის ეპარქია და გააფართოვა მისი საზღვრები. კერძოდ, ეპარქიის გამგებლობას დაემატა ბორჯომის რაიონიც, სადაც მეუფე ანანიამ აკურთხა ქ. ბორჯომის, ახალდაბის, სადგერის, კიმოთესუბნის და სხვა ეკლესიები, აკურთხა სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის ღვთისმსახურები, მრავალ ეკლესიასა და მონასტერში აღევლინა პირველი წირვა.
[[1992]] წლის 25 დეკემბერს, მეუფე ანანიას მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება და დანიშნულ იქნა მანგლისის ეპარქიის მმართველად, რომელიც იმჟამად მხოლოდ თეთრიწყაროს რაიონს მოიცავდა. მალევე მისმა უწმიდესობამ გააფართოვა ეპარქია და მას დაუმატა წალკის რაიონი. [[1995]] წლის 17 ივნისს ჩამოყალიბდა მანგლისისა და წალკის ეპარქია, რომლის მმართველადაც დაინიშნა მეუფე ანანია. [[2001]] წლის 15 ნოემბერს [[მთავარეპიკოსპოსი]] ანანია აღვლენილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.
 
[[2001]] წლის 19 ოქტომბერს, მეუფე ანანიამ შეძლო საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს უმაღლეს სასწავლებელში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თეოლოგიის კათედრის დაარსება. ამ მოვლენასთან დაკავშირებით გაიმართა უნივერსიტეტის დიდი საბჭოს სხდომა, რომელსაც დაესწრო მისი უწმიდესობა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, რომელმაც თავის გამოსვლაში ბრძანა: “მე გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს და მოგახსენებთ, რომ კათედრის გამგედ არჩეულია მთავარეპისკოპოსი მეუფე ანანია, რომელიც წმიდა სინოდში თავისი ერუდიციითა და ღრმა აზროვნებით გამოირჩევა და მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან კარგი არჩევანია. ეს არის თქვენი დიდი დამსახურება”.
 
თეოლოგიის კათედრას თეოლოგიის სასწავლო სამეცნიერო ცენტრი ეწოდა, რომელსაც ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი ანანია სრული პროფესორის წოდებით.
 
[[1992-1993]] წლებში სამოქალაქო დაპირისპირებისა და აფხაზეთში ქართველთა ეთნიკური წმენდის შემდეგ საზოგადოება ერთგვარად ნიჰილისტურად განეწყო ეროვნულ ფასეულობათა მიმართ, ამ ფონზე მეუფე ანანიას დაევალა ლექციების წაკითხვა თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტებისათვის ეროვნულ-საეკლესიო სულისკვეთების ამაღლების მიზნით. [[2002]] წლის 5 ივნისს სასულიერო აკადემიის დიპლომანტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან შეხვედრისას უწმიდესმა პატრიარქმა ილია II-მ განაცხადა - “მეუფე ანანიამ ყველას მოგვცა კარგი მაგალითი თავისი ნაშრომებით”. [[2007]] წელს უწმიდესმა პატრიარქმა თავის ქადაგებაში ბრძანა: “მეუფე ანანიას მრავალი წყარო აქვს მითითებული საიდან ვართ, ვინ ვართ და ბოლოს და ბოლოს სად მივდივართ. ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ შეხვედრა გვქონდა მეცნიერებთან” (უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის [[ილია II]] ქადაგებანი [[თბილისის სასულიერო აკადემია]]ში, 2007, გვ. 22).
 
მეუფე ანანიას მღვდელმთავრობისას მანგლისისა და წალკის ეპარქიაში [[1993]] წლიდან ამოქმედდა და აშენდა მრავალი ეკლესია და მონასტერი. მათ შორის ასურეთის, თეთრიწყაროს, ალგეთის, ენაგეთის, წყლულეთის, კოდის, მარაბდის, წინწყაროს, ფარცხისის, ჭივჭავის, ირაგას, ბეშთაშენის, ჯინისის, ბარეთის და სხვა ეკლესიები. ამოქმედდა მონასტრები: გუდარეხი, ბედიანი, ფიტარეთი, ბერთა, სამება (გუნიაკალა) და სხვა. წალკის რაიონში რამდენიმე დიდი მონასტრის ამოქმედებამ, იქამდე გაუქმებული ეკლესიებისა და ახალი სამღვდელო პირების კურთხევამ მყარი საფუძველი შექმნა იმისათვის, რათა აღდგენილიყო XVII-XX საუკუნეებში გაუქმებული, წინა საუკუნეებში ისტორიულად არსებული წალკის ეპარქია, მეუფე ანანიამ დალოცა წალკის მოწესეები და სასულიერო პირები, რათა ერთგულად დამორჩილებოდნენ წალკელ ეპისკოპოსს. წმიდა სინოდმა [[2013]] წელს მეუფე ანანიას სამღვდელმოძღვრო ეპარქიას უწოდა “მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია”.
 
[[2005]] წელს მიტროპოლიტი ანანია გახდა რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი.
 
[[2007]] წლის 25 დეკემბერს, მისმა უწმიდესობამ მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) “[[ქართველი ერისა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის]]” დააჯილდოვა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი წმ. გიორგის ოქროს ორდენით.
 
მეუფე ანანია დაჯილდოვებულია ალექსანდრიის საპატრიარქოს წმიდა მარკოზის ორდენით, აგრეთვე ეკლესიის ჯილდოებით.
 
[[2009]] წლის 18 აგვისტოს მიტროპოლიტი ანანია დაჯილდოვდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის მედლით.
 
[[2013]] წლის ივლისში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
 
[[2013]] წლის 14 ივნისს ტექნიკურ უნივერსიტეტში თეოლოგიის კათედრის დაარსების მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ შეკრებილების წინაშე მადლობა გადაუხადა ცენტრის ხელმძღვანელს მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძეს, ცენტრის შექმნისა და გაწეული ღვაწლის გამო (“საქართველოს რესპუბლოკა”, 2013, 15. VI).
 
მეუფე ანანიამ დაწერა და გამოსცა მრავალი წიგნი, გამოკვლევა და პუბლიცისტური წერილები.
 
[[1996-2012]] წლებში სამჯერ გამოიცა მეუფე ანანიას ოთხტომეული “საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია” გამომცემლობების “მერანის”, “ალილოსა” და “გუმბათის” მიერ.
 
 
*კათედრა და რეზიდენცია [[მანგლისი|მანგლიში]].
 
== მეუფის წიგნების ბიბლიოგრაფია ==
 
1. [[საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია]], ტ. I, ახალციხე-რაბათი, 1983-1988 წ.წ., გვ. 5-667;
 
2. ქართველთა წინაპრების ბიბლიური ისტორია ადამიდან იესომდე, 1994 წ., გვ. 3-140;
 
3. ქართული ეკლესია XVII-XVIII საუკუნეებში, საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1994 წ., გვ. 35-472;
 
4. [[შობა]], [[ჯვარცმა]], აღდგომა და ამაღლება უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, 1995 წ., გვ. 3-117;
 
5. [[დედა ეკლესია]] (ქადაგებანი, წერილები), 1996 წ., გვ. 5-318;
 
6. [[წმიდა დიდმოწამე ქეთევან დედოფალი]]. წმიდა მეფე ლუარსაბ II. მეფე თეიმურაზის ბრძოლა ქართველობისათვის, ტყვეთა სყიდვა, თბ., 1996 წ., გვ. 5-76;
 
7. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია (4 ტომი), გამომცემლობა “მერანი”, 1996 წ., ტ. I, გვ. 15-445; 1998წ., ტ. II, გვ. 5-397; 1999წ., ტ. III, გვ. 5-413; 2003წ., ტ. IV, გვ. 5-348;
 
8. “ქართლის ცხოვრების” არმენოფილური რედაქცია, 1997 წ., გვ. 3-65;
 
9. ქართველი ერის წარმოშობის შესახებ, 1997 წ., გვ. 5-48;
 
10. [[საინგილო]] (ქართველთა გალეკება), 1998 წ., გვ. 3-40;
 
11. [[მესხეთი]] (ქართველთა გამაჰმადიანება), 1998 წ., გვ. 3-48;
 
12. [[ქართლ-კახეთი]] (ქართველთა გასომხება), 1999 წ., გვ. 3-48;
 
13. [[ლაზეთ-თრიალეთი]] (ქართველთა გაბერძნება), 1999 წ., გვ. 3-36;
 
14. ქართველი ხალხის მომზადება მაცხოვრის მისაღებად, 2001 წ., გვ. 5-17;
 
15. [[აფხაზეთი]] (ქართველთა “გააფხაზება”), 2001 წ., 2007 წ., გვ. 3-91;
 
16. [[რეგიონალიზმი]] შეაფერხებს ეროვნულ კონსოლიდაციას, 2002 წ., გვ. 3-20;
 
17. ქართული საეკლესიო (სალიტერატურო) ენის ჩამოყალიბების საკითხისათვის (იოანე ლაზი), 2002 წ., გვ. 5-22;
 
18. [[პეტრე იბერ]]ი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, 2002 წ., გვ. 3-21;
 
19. რჩევები უცხოეთში წამსვლელ ქართველებს, 2002 წ., გვ. 3-64;
 
20. სიბრძნის ხიდი მეცნიერებასა და სარწმუნოებას შორის, 2002 წ., გვ. 6-12;
 
21. პოლემიკა კათოლიკებთან (კათოლიკური პროზელიტიზმის შესახებ), 2002 წ., გვ. 3-48;
 
22. საქართველოს ეკლესიის ისტორიის წყაროები, პერიოდიზაცია და საეკლესიო ისტორიოგრაფია, თბ., 2002 წ., გვ. 5-41;
 
23. საქართველოს საეკლესიო კრებები (3 ტომი), 2003 წ., ტ. I, გვ. 5-426; 2003 წ., ტ. II, გვ. 5-300; 2003 წ., ტ. III, გვ. 5-316;
 
24. [[მსოფლიო საეკლესიო კრებები]] ქართველ ეპისკოპოსთა მონაწილეობით, 2003 წ., გვ. 3-44;
 
25. ორი თეორია ქართველი ხალხის ჩამოყალიბების დროის შესახებ, 2003 წ., გვ. 3-28;
 
26. [[წმიდა ნინოს ცხოვრება]], 2004 წ., გვ. 3-41;
 
27. წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის ცხოვრება, 2004 წ., გვ. 3-29;
 
28. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მოკლე ისტორია 2004 წ., 2007 წ., გვ. 3-65;
 
29. საქართველოს დედაეკლესია “საკითხავი ყმაწვილთათვის”. გამომცემლობა “ციცინათელა”, თბ., 2006 წ., გვ. 7-285;
 
30. [[შიდა ქართლი]] (ქართველთა გაოსება), 2006 წ., გვ. 3-64;
 
31. თეორია საქართველოს ეკლესიის პროზელიტიზმის შესახებ და მისი კრიტიკა, საგამომცემლო სახლი “ტექნიკური უნივერსიტეტი”, 2007 წ., გვ. 3-14;
 
32. [[დედაღვთისმშობელი]] - შემწე ქართული ენისა, გამომცემლობა “მწიგნობარი”, 2008 წ., გვ. 3-330;
 
33. [[МЕСХЕТИ]] мусульманизация Грузин, 2008 წ.; გვ. 5-50;
 
34. [[ლევან II დადიანი]] - “ხელმწიფე ივერიისა”, 2008 წ., გვ. 3-16;
 
35. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქია, 2008 წ., გვ. 3-18;
 
36. [[ენა და სახელმწიფო]], 2008 წ., გვ. 3-14;
 
37. ეკლესია _ კუთხეთა მაკავშირებელი დუღაბი, 2008 წ., გვ. 3-14;
 
38. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია (მესამე გამოცემა), საპატრიარქოს გამომცემლობა “ალილო”, 2009 წ., გვ. 5-1164;
 
39. დიპტიხი და დიასპორა, საპატრიარქოს გამომცემლობა “ალილო”, 2009 წ., 5-83;
 
40. საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული, საგამომცემლო სახლი “ტექნიკური უნივერსიტეტი”, 2010, გვ. 5-727;
 
41. ქართველთა დენაციონალიზაცია XVII-XX საუკუნეებში, საგამომცემლო სახლი “ტექნიკური უნივერსიტეტი”, 2010 წ., გვ. 3-523;
 
42. Краткая История Грузинской Апостольской Церкви, Издателство «ТУ», 2010 წ., 2011 წ., გვ. 7-85;
 
43. ივანე ჯავახიშვილი საქართველოს ეკლესიის ერთიანობის შესახებ, საქართველოს საპატრიარქოსთან შექმნილი საქართველოს რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნა, საგამომცემლო სახლი “ტექნიკური უნივერსიტეტი”, 2010 წ., გვ. 3-58;
 
44. ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია, თბ., 2011 წ., გვ. 3-28;
 
45. სტრაბონი კოლხეთის შესახებ, საგამომცემლო სახლი “ტექნიკური უნივერსიტეტი”, 2011 წ., გვ. 3-42;
 
46. [[პროკოფი კესარიელი]], [[აგათია სქოლასტიკოსი]], [[მენანდრე]], [[თეოფილაქტე სიმოკატა]], [[თეოფანე]], ეპიფანე კონსტანტინოპოლელი და იმპერატორი იუსტინიანე ლაზიკის შესახებ, საგამომცემლო სახლი “ტექნიკური უნივერსიტეტი”, 2011 წ., გვ. 3-110;
 
47. უცხოური (ბერძნულ-ლათინური), სომხური და ქართული წყაროები წმიდა ნინოს შესახებ, საგამომცემლო სახლი “ტექნიკური უნივერსიტეტი”, 2011 წ., გვ. 3-40;
 
48. ქართულ-სომხური საეკლესიო ურთიერთობები, საგამომცემლო სახლი “ტექნიკური უნივერსიტეტი”, 2011 წ., გვ. 3-415;
 
49. საეპისკოპოსოები ლაზიკაში, საგამომცემლო სახლი “ტექნიკური უნივერსიტეტი”, 2011 წ., გვ. 3-760;
 
50. Strabo About Colchis, აკადემიკოს ი.ფრანგიშვილის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიები, მოდელირება, მართვა”, შრომები, ტექნიკური უნივერსიტეტი, თბ. 2011 წ., გვ. 515-525;
 
51. [[სახელმწიფო ენის განვრცობა _ მშვიდობისა და სტაბილურობის საფუძველი]], თბ., 2012 წ., გვ. 3-23;
 
52. [[ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია]], საგამომცემლო სახლი “ტექნიკური უნივერსიტეტი”, თბ. 2012 წ., გვ. 3-38;
 
53. [[აბაზგიის ეპარქია]], საგამომცემლო სახლი “ტექნიკური უნივერსიტეტი”, თბ. 2012 წ., გვ. 3-25;
 
54. [[აფხაზეთის საკათალიკოსო]], საგამომცემლო სახლი “ტექნიკური უნივერსიტეტი”, თბ. 2012 წ., გვ. 3-36;
 
55. ფლავიუს არიანე ლაზებისა და ძიდრიტების შესახებ, საგამომცემლო სახლი “ტექნიკური უნივერსიტეტი”, თბ. 2012 წ., გვ. 3-39;
 
56. ეგრისი, საგამომცემლო სახლი “ტექნიკური უნივერსიტეტი”, თბ. 2012 წ., გვ. 3-189;
 
57. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია (4 ტომი), გამომცემლობა “გუმბათი”, თბ. 2012 წ., ტ. I, გვ. 4-370; ტ. II, გვ. 4-317; ტ. III, გვ. 4-317; ტ. IV, გვ. 4-255;
 
58. უწმიდესი [[ილია I]]I და წმ. სინოდი არასწორი ისტორიოგრაფიული თეორიების შესახებ, საგამომცემლო სახლი “ტექნიკური უნივერსიტეტი”, თბ. 2013 წ., გვ. 3-17;
 
59. საქართველოს ეკლესიის ისტორიის წყაროები, გამომცემლობა “მერიდიანი”, თბ. 2013 წ., გვ. 3-275;
 
წიგნები იხილეთ ამ მისამართზე → *[http://meufeanania.info/წიგნი/ წიგნები ]
 
 
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://meufeanania.info/ მანგლელი მიტროპოლიტი ანანია]
 
== იხილეთ აგრეთვე ==
*[[საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი]]
 
 
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://www.patriarchate.ge/?action=eparchy03 მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია]
 
{{საქართველოს ეპარქიების მმართველები}}