ალექსანდრ დიუმა (მამა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 17:
 
[[1840]] წელს დაქორწინდა მსახიობ იდა ფერიერზე. მიუხედავად ამისა იგი აგრძელებდა სხვა ქალებთან შეხვედრას, რის შედეგად მას 3 უკანონო შვილი გაუჩნდა (ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით ასევე წარმატებულ მწერლად იქცა). ალექსანდრე ქალებსა და ფუფუნებაზე დიდ ფულს ხარჯავდა. გამოსცა რამდენიმე ჟურნალი, დააარსა თეატრი — თუმცა მისი წამოწყებები კრახით დასრულდა. ამის გამო [[1851]] წელს კრედიტორებს [[ბრიუსელი|ბრიუსელში]] დაემალა. [[1858]]-[[1859]] წლები [[რუსეთის იმპერია|რუსეთში]] გაატარა, სტუმრობდა [[თბილისი|თბილისსა]] და საქართველოს სხვა ქალაქებს. 3 წელიწადი მონაწილეობდა სახალხო მოძრაობაში [[იტალია|იტალიის]] გაერთიანებისთვის.
ალექსანდრე დიუმა - ''კავკასია" 1861
რა არის დიუმას კავკასია? _ ,,ჩვენ წინ გაიშალა კავკასიონის დიდებული ჯაჭვი _ მყინვარწვერიდან იალბუზამდე. ყაზბეგი, პრომეთეს ეს პოეტური ეშაფოტი, თავისი თეთრი მწვერვალით წარმოგვიდგა. მდუმარედ შევყურებდით ამ ღვთაებრივ პანორამას. ეს არ ჰგავდა არც ალპებს, არც პირენეებს... ეს არ ჰგავდა არაფერს, რაც აქამდე გვენახა ან რასაც ჩვენი მეხსიერება აღიდგენდა, რაზეც ჩვენს წარმოდგენას ოდესმე უოცნებია. ჩვენ თვალწინ იყო კავკასიონი, ესე იგი ის თეატრი, სადაც პირველმა ბერძენმა დრამატურგმა თავისი პირველი დრამა დადგა, რომლის გმირი ტიტანია, ხოლო მსახიობები _ ღმერთები!’’ _ ამაზე უკეთ თქმა შეუძლებელია.
ოცი წლის განმავლობაში სწორედ ამის ნახვას ესწრაფოდა დიდი მწერალი, რომელიც, მიუხედავად არასტაბილური კავკასიისა, როგორც კი რუსეთის ხელისუფლებისგან ნებართვა მიიღო (1857), გახარებული ორ დღეში წასასვლელად მზად იყო. ალექსანდრე დიუმა, რომელმაც ამ წიგნით კავკასია მსოფლიოს გააცნო, უამრავ საინტერესო ცნობას გვაწვდის ამ რეგიონის იმდროინდელ სოციალ-პოლიტიკურ ვითარებაზე, რუსეთის ფაქტორზე კავკასიის ქვეყნებში, კავკასიის ხალხების ზნე-ჩვეულებებსა და ტრადიციებზე, რომლებსაც ზოგან დასცინის, ზოგან კი ხოტბას ასხამს.
 
== რჩეული ნაწარმოებები ==