ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
 
==ბიოგრაფია==
8 წლისა სწავლა-განათლების მისაღებად გააგზავნეს [[იტალია|იტალიაში]], სადაც კათოლიკეთა ბერძნულ სკოლაში მიებარა სასწავლებლად. იქვე აღიკვეცა კათოლიკე ბერად. დაახლოებით [[1608]] წელს [[საქართველო|საქართველოში]] დაბრუნდა და კახეთის მეფის [[თეიმურაზ I]]-ის კარის მოძღვარი გახდა. [[1614]] წელს [[აბას I (ირანი)|შაჰ-აბას I]]-ის საქართველოში ლაშქრობის დროს, [[იერუსალიმი|იერუსალიმში]] წავიდა. [[1625]] წელს ანტისპარსული კოალიციის შექმნის თაობაზე მოსალაპარაკებლად, თეიმურაზ I-ის დავალებით, დიპლომატიური მისიით გაემგზავრა [[ევროპა|ევროპაში]].
 
ნიკიფორე ირბახის ცხოვრების გზა წააგავს [[ორბელიანი, სულხან-საბა|სულხან-საბა ორბელიანის]] გზას. თეიმურაზ I-ის დავალებით იგი მიემგზავრება ევროპაში და [[1626]]-[[1629]] წლებში უკვე მოიხსენიება როგორც თეიმურაზის ელჩი პაპ [[ურბან VIII]]-ის კარზე. ამ პერიოდშივე იგი ეწვია ესპანეთის მეფე [[ფილიპე II]]-ს, რომელიც მაშინ ევროპაში მიმდინარე ოცდაათი წლის ომშია ჩაბმული. რომში ყოფნისას ჩოლოყაშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართული ბეჭდვითი წიგნის გამოცემაში. [[1629]] წელს მისი დახმარებით ჩამოისხა ქართული ანბანი. მისიონერული მიზნებით სტეფანო პაოლონისთან ერთად მან რომშივე შეიმუშავა და გამოსცა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები: ქართულ-იტალიური ლექსიკონი და "ლოცვანი" ქართულ ენაზე. [[1629]] წელსვე ჩოლოყაშვილი საქართველოში დაბრუნდა თეატინელთა ორდენის მისიონარებთან ერთად და იმავე წელს გახდა მეტეხის ტაძრის წინამძღვარი. მაშინდელი მიმოწერა მისიონერებს, პაპსა და ქართველ მეფეს შორის ადასტურებს, რომ ნიკიფორე ირბახი შუამავლობდა ურბან VIII-სა და თეიმურაზ I-ს შორის ქართული ეკლესიის რომთან შეერთებას (ე. წ. უნიას). [[1632]] წელს, როდესაც თეიმურაზ I იძულებული შეიქმნა იმერეთის სამეფოსთვის შეეფარებინა თავი, ჩოლოყაშვილი სამეგრელოს მთავრის [[ლევან II დადიანი|ლევან II დადიანის]] უახლოესი თანამშრომელი და მისი ვრცელი პოლიტიკური გეგმების სულისჩამდგმელი გახდა. მისიონერები მას დადიანის კარის სახლთუხუცესად იხსენიებენ.