სალდო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''სალდო''' (''[[იტალიური ენა{{lang-it|იტალ.]]'' saldo}} - ანგარიშსწორება, ნაშთი) — [[საბუღალტრო აღრიცხვა|საბუღალტრო აღრიცხვაში]] გულისხმობს საბუღალტრო ანგარიშის ნაშთს და წარმოადგენს [[დებეტი|დებეტისა]] და [[კრედიტი|კრედიტის]] ანგარიშების ჩანაწერების სხვაობას. მაგალითად: ''დებეტური სალდო'' (დებეტი აღემატება კრედიტს) გვიჩვენებს მოცემული საწარმოო საშუალებების მდგომარებას გარკვეული დროის მომენტში და ნაჩვენებია [[ბალანსი|ბალანსის]] აქტივში. ''საკრედიტო სალდო'' (კრედიტი აღემატება დებეტს) გვიჩვენებს საწარმოო საშუალებების წარმომშობ (შეძენა და სხვა) წყაროებს და ასახულია ბალანსის პასივში. თუ საბუღალტრო ანგარიშს არ გააჩნია ნაშთი (სალდო უტოლდება ნულს), მაშინ ასეთ ანგარიშზე ითქმება ''დახურული''.
 
საგარეო-სავაჭრო ურთიერთობებში სალდო გამოიყენება [[ექსპორტი|ექსპორტსა]] და [[იმპორტი|იმპორტს]] შორის სხვაობის მნიშვნელობით, ან მოთხოვნათა და ვალდებულებების დამაჯამებელი მნიშვნელობის აზრით. ''სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდო'' აღნიშნავს, რომ ექსპორიტი აღემატება იმპორტს, ''უარყოფითი''-ს შემთხვევაში იმპორტი აღემატება ექსპორტს. დადებითი სალდო, ქვეყნის გადხდების ბალანსში ნიშნავს ამ [[ქვეყანა|ქვეყნის]] შემოსავლების სიჭარბეს - სხვა ქვეყნების მისამართით განხორციელებულ გადახდებთან.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სალდო“-დან