ჭანიეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 49:
 
==ისტორია==
ჭანიეთის სახელი „ჭან“ ძირიდან და ამ ტერიტორიაზე ადრეულ ეპოქებში დასახლებული [[ჭანები]]დან მოდის.
წარსულში ჭანიეთი შედიოდა [[ლიხაური]]ს სასოფლო საზოგადოებაში. 1870-იან წლებში ჭანიეთი და ქაქუთი მოინახულა და აღწერა [[დიმიტრი ბაქრაძე]]მ. მანვზე აღწერა ჭანიეთში სასაფლაოზე მდგარი ახალაშენებული [[მთავარანგელოზი|მთავარანგელოზთა]] სახელობის ხის ეკლესია. ეკლესიაში ინახებოდა [[ღვთისმშობელი|ღვთისმშობლის]] ვერცხლის ხატი, რომელსაც ამაგრებდნენ ტარზე და დროშის სახით იყენებდნენ. წარწერაში მოხსენიებულია დედოფალი [[რუსუდანი (დიპლომატი)|რუსუდანი]], სავარაუდოდ, [[გიორგი III (საქართველოს მეფე)|გიორგი III]]-ის და.
 
წარსულში ჭანიეთი, სხვა მეზობელ სოფლებთან ერთად, შედიოდა [[ლიხაური]]ს სასოფლო საზოგადოებაში. ისტორიულ წყაროებში ჭანიეთი ლიხაურისგან დამოუკიდებლად იშვიათად იხსენიება. 1870-იან წლებში ჭანიეთი და ქაქუთი მოინახულა და აღწერა [[დიმიტრი ბაქრაძე]]მ. მანვზემანვე აღწერა ჭანიეთში სასაფლაოზე მდგარი ახალაშენებული [[მთავარანგელოზი|მთავარანგელოზთა]] სახელობის ხის ეკლესია. ეკლესიაში ინახებოდა [[ღვთისმშობელი|ღვთისმშობლის]] ვერცხლის ხატი, რომელსაც ამაგრებდნენ ტარზე და დროშის სახით იყენებდნენ. წარწერაში მოხსენიებულია დედოფალი [[რუსუდანი (დიპლომატი)|რუსუდანი]], სავარაუდოდ, [[გიორგი III (საქართველოს მეფე)|გიორგი III]]-ის და. ეკლესიის მრევლი შეადგენდა 75 კომლს. ეკლესია მოხატული იყო. 1920-იან წლებში ეკლესია დაანგრიეს და ხის მასალით სოფლის კლუბი ააშენეს. გარდა მთავარანგელოზთა ტაძრისა, ჭანიეთში იდგა [[გურიელები|გურიელთა]] კარის ეკლესია და შავიშვილთა კარის ეკლესია.
 
1929-30 წლებში პერიოდში ჭანიეთი გამოეყო ლიხაურის საზოგადოებას და [[ქაქუთი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|ქაქუთთან]] ერთად შექმნა ცალკე სასოფლო საბჭო. XX საუკუნის [[1950-იანები|50-იან]] წლებში ჭანიეთის ეკონომიკაში წამყვანი ადგილი ეჭირა მეჩაიეობას. [[ჩაი]] გაშენებული იყო 143 ჰექტარზე, ასევე სოფელში იყო 50 ჰა [[ციტრუსები]]ს, 30 ჰა [[ვენახი]]სა და ხეხილის და 20 ჰა [[ტუნგი]]ს პლანტაციები.<ref>''რუსიეშვილი გ.'' „ჩვენი სოფელი დღეს“ გაზეთი „ლენინის დროშა“, N2 გვ 3. — 1955 წ.</ref> [[1958]] წლის [[14 მაისი|14 მაისს]] ჭანიეთის კოლმეურნეობაში, ლაითურისა და ლიხაურის, პარალელურად პირველად გამოსცადეს [[ჩაი]]ს საკრეფი მანქანა, რაც იმდროინდელმა პროპაგანდამ საბჭოთა მეურნეობის უდიდეს წარმატებად გამოაცხადა.<ref>''მ. კილაძე, გ. ჭელიძე'' „პირველი ნაბიჯები ფართო გზაზე“ გაზეთი „ლენინის დროშა“, N57 გვ 1. — 1958 წ.</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჭანიეთი“-დან