ფოვიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(+image)
No edit summary
'''ფოვიზმი''' ([[ფრანგ.]] Les Fauves - გარეული მხეცები) — მიმდინარეობა ფრანგულ [[ფერწერა]]ში XX ს. დასაწყისში. დამახასიათებელი იყო კაშკაშა ფერები და გამარტივებული ფორმები. როგორც მიმდინარეობამ მცირე ხანი იარსება - დაახლ. 1898-1908 წლებში.
 
ფოვისტების შთაგონებად იქცნენ პოსტიმპრესიონისტი [[ვან გოგი]] და [[გოგენი]], რომლებიც უპირატესობას სუბიექტურ ინტენსიურ ფერს ანიჭებდნენ, [[იმპრესიონიზმი|იმპრესიონისტების]] რბილი და ბუნებრივი ფერებისპალიტრის ნაცვლად. ამ სკოლის დამაარსებლად [[მატისი, ანრი|ანრი მატისი]] ითვლება, რომელიც სრულადსრულიად განუდგა ოპტიკურ ფერს. მის სურათზე ქალის ცხვირი სავსებით შესაძლებელი იყო მწვანე ფერის ყოფილიყო, თუ ეს მას გამომსახველობასა და კომპოზიციურობას შესძენდა. მატისი ამტკიცებდა: "მე ვხატავ არა ქალებს, მე ვხატავ ტილოებს."
 
სახელი "ფოვისტები" მათ მიმდევრებს შეარქვა კრიტიკოსმა ლუი ვოსელმა 1905 წელს. თავად მხატვრებს ეს სახელი არასდროს უღიარებიათ.