საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
 
მუზეუმის დიზაინის ავტორები არიან [[ხათუნა ოჩიაური]], [[გიორგი ჯაოშვილი]], [[ირაკლი ზაუტაშვილი]] და [[დავით ცხადაძე]].
[[ფაილი:Museum of Soviet Occupation of Georgia 1.jpg|მინიატიურა|მარცხნივ|ციხის კარები]]
 
ამჟამად ექსპოზიცია მოიცავს 3000-ზე მეტ ექსპონატს. ექსპოზიცია აღჭურვილია 8 მონიტორით, რომლებიც პერიოდების მიხედვით გადმოსცემს ანტისაოკუპაციო მოძრაობასთან დაკავშირებულ დოკუმენტურ კადრებს. გარდა ამისა, მუზეუმში დაცულია სხვა დიდძალი მასალა, რომლის საფუძველზეც იქმნება მუზეუმის საარქივო ფონდი. მუზეუმში წარმოდგენილი საარქივო და ფოტო მასალა მოპოვებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამსახურის ყოფ. "უშიშროების კომიტეტის" (სუკ-ის) საარქივო ფონდიდან, ყოფ. "პარტარქივიდან", საქართველოს ეროვნული არქივის ახალი და უახლესი ისტორიისა და საისტორიო სახელმწიფო არქივებიდან, კინო-ფოტო-ფონო დოკუმენტების სახელმწიფო არქივიდან, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საარქივო ფონდიდან, ეროვნული არქივის სხვა ფონდებიდან და არაერთი კერძო არქივიდან. ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან და ამ მოძრაობის მოღვაწეებთან დაკავშირებული დოკუმენტების, ფოტოებისა და მემორიალური ნივთების მოძიება პერმანენტულ ხასიათს ატარებს.
 
ცალკე აღნიშვნის ღირსია მუზეუმში შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ეძღვნება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ცალკეულ მნიშვნელოვან მოვლენებს და ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს. მუზეუმის ეგიდით დაგეგმილია თემატური კრებულების გამოცემა. [[2007]] წელს მუზეუმმა ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოსცა [[აშშ|აშშ-ის]] კონგრესის მიერ [[1954]] წელს მომზადებული სპეციალური ანგარიში "კომუნისტური გადატრიალება და საქართველოს ოკუპაცია".
[[ფაილი:Museum of Soviet Occupation of Georgia 02.jpg|250პქpx|მინიატიურა|მარცხნივ|მუზეუმის ექსპონატი]]
 
მუზეუმის ეგიდით ტარდება თემატური სამეცნიერო სესიები. მუზეუმი აქტიურად თანამშრომლობს [[ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი|ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან]], [[ტელეკომპანია "საქართველო"|ტელეკომპანია "საქართველო"–სთან]] და სხვა ორგანიზაციებთან.