პარიკუტინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
| გამოთქმა =
}}
'''პარიკუტინი''' ({{lang-es|Paricutín}}) — ახალგაზრდა ვულკანი [[მექსიკა]]ში, [[განივი ვულკანური სიერა|განივ ვულკანურ სიერაზე]]. სიმაღლე 2800 მ. მდებარეობს მექსიკის ცენტრალურ ნაწილში, [[მიჩოაკანის შტატი|მიჩოაკანის შტატში]]. გეოლოგიური თვალსაზრისით მოქცეულია [[ტრანს-მექსიკური ვულკანური სარტყელი|ტრანს-მექსიკურ ვულკანურ სარტყელში]]. პირველი ამოფრქვევა მოხდა 1943 წლის 20 თებერვალს მიჩოაკანის შტატის სოფელ პარიკუტინის ირგვლივ არსებულ სიმინდის ველზე, საიდანაც წარმოსდგა ვულკანის სახელწოდება. ამოფრქვევას თან ახლდა გავარვარებული შლაკის მძლავრი შადრევნები, ფერფლისა და ორთქლის ამოტყორცნა, [[ლავა|ლავის]] დაღვრა. პირველ წელს პარიკუტინი აიწია ზედაპირიდან 450 მ-ით და სოფელი პარიკუტინი გადაწვა. უწყვეტად იფრქვეოდა 9 წლის განმავლობაში. 1946 წლამდე მიმდინარეობდა აფეთქებები და ამოფრქვევები. თხევადმა [[ბაზალტი|ბაზალტურმა]] [[ლავა]]მ გაანადგურა რამდენიმე სოფელი. 1952 წლიდან აღარ ამოფრქვეულა. ირგვლივ რამდენიმე გვერდითი კონუსია. დამახასიათებელი იყო სტრომბოლის ტიპის ამოფრქვევები. პარიკუტინი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ვულკანია.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პარიკუტინი“-დან