ქემალ ათათურქი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: pt:Mustafa Kemal Atatürk is a former featured article; cosmetic changes
ხაზი 59:
'''მუსტაფა ქემალ ათათურქი''' ''[[1934]] წლამდე '''მუსტაფა ქემალი''''' (დ. [[1881]], [[სალონიკი]] — გ. [[10 ნოემბერი]], [[1938]], [[სტამბოლი]]) — თურქეთის არმიის ოფიცერი და რევოლუციონერი სახელმწიფო მოღვაწე, [[თურქეთის რესპუბლიკა|თურქეთის რესპუბლიკის]] დამაარსებელი და მისი პირველი [[თურქეთის პრეზიდენტი|პრეზიდენტი]]. მუსტაფა ქემალმა მყისვე დაიმკვიდრა თავი როგორც წარმატებულმა სამხედრო მეთაურმა [[გალიპოლის ბრძოლა]]ში დივიზიონის მეთაურად მსახურობის განმავლობაში. [[ოსმანთა იმპერია|ოსმანთა იმპერიის]] მოკავშირეთა მიერ დამარცხების შემდეგ, რასაც თურქეთის დანაწილების გეგმა მოჰყვა თან, ქემალი წინ გაუძღვა თურქების ნაციონალურ მოძრაობას, რასაც შემდგომში [[ომი დამოუკიდებლობისათვის თურქეთში|თურქების ომი დამოუკიდებლობისთვის]] დაერქვა. მის წარმატებულ კამპანიას შედეგად ქვეყნის განთავისუფლება და თურქეთის რესპუბლიკის დამყარება მოჰყვა შედეგად. როგორც რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა, მუსტაფა ქემალმა შემოიღო მთელი რიგი შორს გამიზნულ რეფორმათა სერია, რომელთა მიზანი თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება იყო. საოჯახო გვართა კანონის თანახმად თურქეთის ეროვნულმა კრებამ მუსტაფა ქემალს 1934 წლის 24 ნოემბერს „ათათურქის“ (თურქთა მამა) გვარი მიანიჭა.
 
'''მუქი ტექსტი'''== სამხედრო კარიერა ==
თურეთისთურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი [[1923]]-[[1938]] წლებში. თურქეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელ რევოლუციის ლიდერი, სამხედრო მოღვაწე. მუსტაფა ქემალ ფაშა [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] პერიოდში იყო სამხედრო ელიტის ერთ-ერთი ლიბერალი წარმომადგენელი, წარმატებით იბრძოლა [[პირველი მსოფლიო ომი|პირველ მსოფლიო ომში]]. მისი დიდი დამსახურებაა ინგლისელთა მარცხი გალიპოლის ოპერაციაში (1915 წ.). [[1916]] წელს მას ებოძა ბრიგადის გენერლის ჩინი და ფაშას ტიტული. [[1918]] წელს ოსმალეთის იმპერიის დამარცხების შემდეგ ქვეყანა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. [[ევროპა|ევროპის]] სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს მისი დანაწილება. [[1919]] წელს მუსტაფა ქემალმა თანამოაზრეებთან ერთად დააარსა თურქეთის ეროვნული კონგრესი, სადაც თურქეთის პატრიოტული ძალები გაერთიანდნენ. ამ ძალამ ვერ იხსნა ოსმალეთის იმპერია, მაგრამ გადაარჩინა თურქეთი. 1919-1922 წლებში მუსტაფა ქემალმა ინტერვენტებისგან გაწმინდა [[ანატოლია]], დაამარცხა [[ბერძნები]] და [[სომხები]]. 1922 წელსვე მან დაამხო [[სტამბოლი]]ს მარიონეტული ხელისუფლება და მთელი თურქეთი მას დაემორჩილა. იგი იყო პირველი ვინც სცნო რუსეთის საბჭოთა მთავრობა, სამაგიეროდ კი დიდი დახმარება მიიღო [[ლენინი]]სგან. 1922 წლის [[1 ნოემბერი|1 ნოემბერს]] მან გააუქმა ოსმალეთის იმპერია, ტახტიდან გადააგდო უკანასკნელი სულთანი და თურქეთი რესპუბლიკად გამოაცხადა. 1923 წელს მუსტაფა ქემალი თურქეთის რესპუბლიკის [[თურქეთის პრეზიდენტი|პირველი პრეზიდენტი]] გახდა. ამ პოსტზე ყოფნისას მან ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა (ლათინურ ანბანზე გადასვლა, სამოქალაქო კანონმდებლობა, ევროპული ტანსაცმლის და ცხოვრების წესის შემოღება და სხვ.) და თურქეთი ევროპული განვითარების გზაზე დააყენა. [[1934]] წელს მას სამშობლოს წინაშე დიდი დამსახურებებისთვის მიენიჭა ტიტული „ათათურქი“ — თურქების მამა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქემალ_ათათურქი“-დან