თემურლენგის მეორე ლაშქრობა საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
==მიმდინარეობა==
 
თემურლენგმა ტყვედ აყვანილ [[ბაგრატ V (საქართველოს მეფე)|ბაგრატ მეფეს]] თავისი [[თემურლენგის პირველი ლაშქრობა|პირველი ლაშქრობისას]] ჯერ კიდევ თბილისში შესთავაზა გამაჰმადიანება, სამაგიეროდ დიდ წყალობას დაპირდა. ყარაბაღში კი, როცა ბაგრატი დარწმუნდა, რომ ამის გარეშე თავს ვეღარ დააღწევდა ტყვეობას, მოჩვენებით მიიღო მაჰმადიანობა და თემურის "წყალობაც" დაიმახურა – დამტკიცებულ იქნა საქართველოს მეფედ. თემურმა ბაგრატ მეფე და მისი გამაჰმადიანებული ამალა საქართველოში გამოისტუმრა და მოსახლეობის გამაჰმადიანება დაავალა, თნ 12 000-იანი ლაშქარი გამოაყოლა, რომელიც ბაგრატის დამხმარე იქნებოდა ამ საქმეში. ბაგრატმა მოახერხა შიკრიკის, აზნაურ რუს ეგნატაშვილის ფარულად გაპარება ბანაკიდან. ბაგრატი შვილებს უთვლიდა, ჯარით დახვედროდნენ და გაეთავისუფლებინათ მეფე ტყვეობიდან. [[გიორგი VII (საქართველოს მეფე)|გიორგი ბატონიშვილი]] მარჯვე ადგილას ჩაუსაფრდა, მოულოდნელად თავს დაესხა თავს თემურის ლაშქარესლაშქარს და მთლიანად გაანადგურა. მეფე და მისი ამალა განთავისუფლებულ იქნა.
 
ამ ამბების გაგებამ. ცხადია, თემურლენგი მეტად აღაშფოთა, მაგრამ შუა ზამთრის გამო გამოლაშქრება შეუძლებელი იყო. ამიტომ ზამთარი ყარაბაღში გაატარა, 1387 წლის ადრე გაზაფხულზე, მარტში, როცა ჯერ კიდევ თოვდა და წვიმდა, მთელი მისი დიდი ლაშქრით საქართველოს დასასჯელად გამოემართა. [[ქართველები]], რა თქმა უნდა, მოელოდნენ ხელახლა შემოსევას და სათანადო სამზადისიც ჩაუტარებიათ. ხალხი ციხესიმაგრეებში და [[კავკასიონი]]ს მთებში გახიზნეს და ჯარიც გაამზადეს სალაშქროდ. ქართველებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს და დიდი ზიანიც მიაყენეს, მაგრამ ბოლოს ჯარის სიმრავლემ სძლია და თემურლენგმა გაიმარჯვა. მიუხედავად ამისა თემურმა საქართველოს დაპყრობა ვერ შესძლო – ჯერ კიდევ ბევრი კარგად გამაგრებული ციხე იყო ასაღები, თანაც [[დარუბანდი]]ს გზით [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]] კვლავ შემოიჭრა [[თოხთამიში]]ს ლაშქარი და თემური იძულებული გახდა საქართველოდან გასულიყო. თოხთამიშის ეს ლაშქრობა, როგორც ჩანს ქართველებთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. თემურმა თოხთამიშს თავისი ვაჟი, [[მირანშაჰი]] დაადევნა, რომელმაც თოხთამიში დაამარცხა და განდევნა [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიიდან]]. შემდეგ თემურმა [[ნახჭევანი|ნახჭევანში]] კარგად გამაგრებული [[ალინჯის ციხე|ალინჯის ციხის]] აღება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ალყაშემორტყმულ ციხესთან თავისი ჯარის ნაწილი დატოვა, თავად კი [[შუა აზია]]ში დაბრუნდა. [[1394]] წლამდე თემური საქართველოში აღარ გამოჩენილა.