ბენიტო მუსოლინი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
=== ფაშიზმის აღმოცენება ( [[1914]] - [[1922]] ) ===
უციონალიზმის გზაზე.
[[ფაილი:Benito Mussolini 1917.jpg|მინი|მუსოლინი როგორც იტალიელი ჯარისკაცი, [[1917]]]]
1914 წლის [[28 ივლისი|28 ივლისს]] [[ავსტრია]]მ გამოუცხადა ომი [[სერბეთი|სერბეთს]]. დაიწყო [[პირველი მსოფლიო ომი|დიდი ომი]]. მუსოლინი გაზეთ "ავანტი"-ს ფურცლებზე იმეორებდა თავის ჩვეულ ლოზუნგებს: "ძირს ომი! გაუმარჯოს ჰუმანიზმს!" მისი თანაპარტიელი სოციალისტები თვლიდნენ, რომ იტალიამ "მკაცრი ნეიტრალიტეტი" უნდა შეინარჩუნოს. მაგრამ მუსოლინი კარგად ხედავდა, რომ ეს პოზიცია პარტიისთვისაც და პირადად მისთვისაც პოლიტიკურად წამგებიანი იყო. ამიტომ მას გაუჩნდა სულ სხვა, დიამეტრალურად საწინააღმდეგო იდეები.
 
სოციალისტების კონკურენტები მუშათა მოძრაობაში სინდიკალისტები, რომლებიც საზოგადოებაში უფრო მეტი მხარდაჭერით სარგებლობდნენ, ნაციონალისტურ პოზიციაზე იდგნენ და მხარს უჭერდნენ იტალიის ომში მონაწილეობას და კარლ მარქსის ცნობილ აფორიზმსაც კი იშველიებდნენ, რომ ომს ჩვეულებრივად სოციალური რევოლუცია მოჰყვება. ამ იდეამ ძალიან მოხიბლა მუსოლინი. საზოგადოებაში მუსირებდა აზრი, რომ ავსტრიის წინააღმდეგ ომს შეუძლია გადაწყვიტოს ტრენტინის და ტრიესტის პრობლემა, და ესეც დაუჯდა ჭკუაში მუსოლინის. ამიტომ მან მიატოვა სოციალისტური გაზეთი "ავანტი" და დააარსა საკუთარი გაზეთი "პოპოლო დ'იტალია", რომლის პირველივე ნიმერში [[14 ნოემბერი|14 ნოემბერს]] მოუწოდა ახალგაზრდობას ომისაკენ. რამდენიმე დღის შემდეგ სოციალისტური პარტიის კრებაზე მუსოლინის მოღალატე და მკვლელი უწოდეს და გარიცხეს პარტიიდან.
 
[[1915]] წლის დასაწყისში ომის იდეამ მეტი კეთილგანწყობა მოიპოვა საზოგადოებაში. ინტელექტუალები და მწერლები, როგორც მაგალითად გაბრიელე დ'ანუნციო, თვლიდნენ, რომ [[ავსტრია|ავსტრიის]] წინააღმდეგ ომში მონაწილეობა, გამარჯვების შემთხვევაში [[იტალია]]ს საბოლოოდ გაერთიანების საშუალებას მისცემდა, დაამყარებდა სუვერენიტეტს ადრიატიკაზე და აამაღლებდა მის პრესტიჟს [[ევროპა]]ში.
 
მუსოლინიმ შეძლო სოციალისტების უმრავლესობის დარწმუნება იმაში, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებით ეხელმძღვანელათ. მუსოლინის აზრს იზიარებდნენ სინდიკალისტები, ანარქისტები, რესპუბლიკელები, ირედენტისტები (ნაციონალისტები), ახალგაზრდობა და საზოგადოების პატრიოტულად განწყობილი ფართო ფენები, მათ შორის მუშებიც. მათდა სასიხარულოდ [[1915]] წლის [[24 მაისი|24 მაისს]] მეფე [[ვიტორიო-ემანუელე III]]-მ ომი გამოუცხადა [[ავსტრია]]ს და [[გერმანია]]ს. ამ დღიდან მუსოლინის ლოზუნგები "პოპოლო დ'იტალია"-ში გახდა "ჩვენ ყველა იტალიელები ვართ!", "გაუმარჯოს იტალიას!"
 
მუსოლინი პატიოსნად წავიდა ჯარში რიგით ჯარისკაცად, უარი თქვა შტაბში მუშაობაზე და მოწინავე ხაზზე აღმოჩნდა. მან თავი გამოიჩინა, როგორც კარგ ჯარისკაცმა და კაპრალის ჩინი მიიღო. [[1917]] წელს იგი მძიმედ დაიჭრა. გამოჯამრთელების შემდეგ დაბრუნდა "პოპოლო დ'იტალია"-ში ყავარჯნებით და მაქსიმალურად გამოიყენა ომის ვეტერანის და "ცოცხლად დარჩენილის" უპირატესობა სამოქალაქო ჟურნალისტების წინაშე. "მე ვამაყობ - წერდა ის თვითკმაყოფილებით, - რომ ჩემი სისხლით წითლად შევღებე [[ტრიესტი]]სკენ მიმავალი გზა."
 
უნდა ითქვას, რომ იტალიის წვლილი ანტანტის მოკავშირე ქვეყნების გამარჯვებაში ძალიან მოკრძალებული იყო, და ამიტომ ვერსალის ზავის თანახნად მან მიიღო ავსტრიის ტერიტორიებიდან გაცილებით უფრო ნაკლები, ვიდრე მოელოდა - მხოლოდ [[სამხრეთი ტიროლი]] და ტრიესტი. დალმაცია და ფიუმე მიეკუთვნა იუგოსლავიას, რაზეც ვიტრიო-ემანუელე III-მ განაცხადა, რომ იტალიას "გამარჯვება მოპარეს".
 
ომის შედეგებით უკმაყოფილო ნაციონალისტების პოზიციაზე მყოფი მუსოლინი მოითხოვდა მთავრობის გაძლიერებას მასში ნაომარი ადამიანების შეყვანით. მან ისიც განაცხადა, რომ [[იტალია|იტალიისთვის]] საჭირო იყო დიქტატორი, ენერგიული და დაუნდობელი კაცი, რომელსაც ყველაფრის განწმენდა შეეძლებოდა და არაორაზროვნად დასძინა რომ თვითონ შეეძლო ამ როლის შესრულება. ამ პერიოდში მუსოლინის თავდასხმების მთავარი სამიზნე გახდა [[რუსეთის რევოლუცია|რუსული რევოლუცია]] და [[ლენინი]]ს ტოტალიტარიზმი. მას აღარ უნდოდა სოციალისტობა, რადგან, მისი აზრით, სოციალისტური პარტია დისკრედიტირებული იყო [[ბოლშევიკი|ბოლშევიზმის]] პროპაგანდით და ამიტომ მან დაკარგა უფლება მუშათა კლასის უფლებებისათვის მებრძოლი რქმეოდა. თავის სტატიებში და გამოსვლებში მუსოლინი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ მხოლოდ ის იყო მუშების ჭეშმარიტი მეგობარი და დამცველი და მტკიცედ იდგა ანტიბურჟუაზიულ პოზიციაზე.
 
[[1919]] წლის [[23 მარტი|23 მარტს]] [[მილანი|მილანში]] [[სან-სეპოლკოს მოედანი|სან-სეპოლკოს მოედანზე]] ერთ-ერთ კლუბში მუსოლინიმ შეკრიბა რამდენიმე ათეული თავისი მიმდევარი და ახალი პოლიტიკური ძალის სახით ჩამოაყალიბა "ბრძოლის კავშირი", რომელიც [[ფასცები|ფასციასავით]] მჭიდროდ იქნებოდა შეკავშირებული (ფასცია ე.ი. წნელის კონა - ძალაუფლების სიმბოლო ძველ რომში). შეკრებილთა შორის იყვნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს ჩამოშორებული რადიკალები და "არდიტი"-ს ბატალიონების ყოფილი მეომრები ("არდიტი" ანუ "მამაცები" იყვნენ სპწეცდანიშნულების მეომრები). მათ შეადგინეს საკმაოდ ეკლეკტური პროგრამა, რომელშიც ნაციონალისტური მოწოდებების შემდეგ მოდიოდა შემდეგი პუნქტები: მაღალი გადასახადის დაწესება კაპიტალზე; ბირჟის ლიკვიდაცია; ეკლესიის ქონების კონფისკაცია; დალმაციის ანექსია და წარმოებების მართვის მუშებისთვის გადაცემა.
 
მუსოლინის ახალმა ორგანიზაციამ საზოგადოებაში ვერავითარი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ბევრმა ჩათვალა, რომ მუსოლინი იტალიურ [[ლენინი|ლენინად]] მოევლინათ და პროგრამაც ბოლშევიკური ჰქონდა. [[1919]] წლის არჩევნებში [[ფაშისტები]] ვერ გაიმარჯვეს და ყოფილმა თანაპარტიელებმა მუსოლინი "პოლიტიკურ გვამად" გამოაცხადეს. რამდენიმე დღის შემდეგ მუსოლინი დააპატიმრეს იმისთვის, რომ მან მხარი დაუჭირა დ'ანუნციოს ავანტიურას. (1919 წლის სექტემბერში ცნობილმა პოეტმა გარიელე დ'ანუნციომ, რომელიც ოფიცერი იყო, ვოლონტიორებთან ერთად თვითნებურად დაიკავა იუგოსლავიის პორტი ფიუმე და მთავრობას მოუხდა მათი იქიდან ევაკუაცია). მუსოლინის წარუდგინეს ბრალდება სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებულ შეთქმულებაში, მის რედაქციაში აღმოაჩინეს მთელი არსენალი, მაგრამ პატიმრობაში დიდხანს არ გაუჩერებიათ, რათა "მკვრადშობილი" ორგანიზაციის "ხელმოცარული" ლიდერი ტანჯულად არ გადაექციად.
 
[[1920]] წელს მუსოლინიმ მოახერხა ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოყენება და პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოსვლა. ამ დროისთვის ჯარის მასობრივი დემობილიზაციის შედეგად ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა უმუშევრობა და დანაშაულის დონემაც იმატა, ისევე როგორც ინფლაციამ და ასეთ პირობებში ბოლშევიკური მიმართულების სოციალისტებს შეექმნათ ნოყიერი ნიადაგი მოქმებებისთვის: მთელი იტალია მოიცვა მძლავრმა გაფიცვებმა და საწარმოებში თვითმართველობის დამყარებამ, მთელი რეგიონები გადადიოდა კომუნისტების ხელში, მთავრობა კი ვერ აკონტროლებდა მდგომარეობას ქვეყანაში და თითქმის ყოველ თვე იცვლებოდა. ქვეყანა კომუნისტური გადატრიალების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
 
[[ფაილი:Mussd.jpg|მინი|[[მარში რომზე]], 1922]]
შეაფასა რა შექმნილი მდგომარეობა, მუსოლინიმ სასწრაფოდ დაივიწყა თავისი სოციალისტური ლოზუნგები, გაამძაფრა ნაციონალისტური მოწოდებები და გამოაცხადა, რომ [[ფაშიზმი]] არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს და დაამარცხოს ბოლშევიზმი. ამისთვის მათ კომუნისტების ძალადობას უფრო მეტი ძალადობა უნდა დაუპირისპირონ. ფაშისტური "სკვადრები" (რაზმები), შეიარაღებული დანებით, ჯოხებით, დამბაჩებით და თოფებით თავს ესხმოდნენ კომუნისტებს და სოციალისტებს და მათ ორგანიზაციებს, არბევდნენ, ატერორებდნენ, სცემდნენ მათ, აიძულებდნენ ფაშისტური ალამისთვის თაყვანი ეცად. უფრო მეტად დასამცირებლად პირში ძალით ასხავდნენ საფაღარათო ზეთს. ეს თავდასხმები ისეთი სიხშირითა და სისასტიკით ხდებოდა, რაც ხშირად ურთიერთხოცვითაც მთავრდებიდა, რომ მალე შეიქმნა სამოქალაქო ომის სიტუაცია. [[1920]] -[[1922]] წლებში ორივე მხრიდან დაიღუპა რამდენიმე ათასი ადამიანი.
 
მიუხედავად ფაშისტური "სკვადრების" სისასტიკისა, იტალიელთა ფართო წრეებში ისინი მხარდაჭერას იწვევდნენ, რადგან კომუნისტები, ვის წინააღნდეგაც იყო მიმართული მათი ქმედება, თვითონაც ტერორისტები იყვნენ და უფრო დიდ საშიშროებად და ბოროტებად იყვნენ მიჩნეული. მთავრობა ამ ურთირთშეტაკებებში არ ერეოდა. მუსოლინი თავისი პრორაგანდისტული ნიჭის წყალობით საქმეს წარმოადგენდა, როგორც ბოლშევიკური ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლას თავისუფლების დასაცავად.
 
გავლენიანი გაზეთების უმრავლესობა იმ აზრს გამოთქვამდა, რომ რაც არ უნდა უღირსი და ძალადობრივი ყოფილიყო ფაშისტური "სკვადრების" მოქმედება, ისინი უფრო ეფექტურები არიან ქვეყნის ქაოსიდან გადარჩენის საქმეში, ვიდრე ლიბერალებისაგან დაკომპლექტებული ხშირადცვლადი მთავრობა. ფაშისტებს მხარი დაუჭირეს მეწარმეებმა და ზოგიერთმა პროფკავშირებმა, მიწადმფლობელებმა და გლეხობამ, სამხედროებმა, სამღვდელოება და ბევრმა ინტელექტუალმაც კი. მათ სჯეროდათ, რომ დროთა განმავლობაში მოხერხდებოდა ფაშიზმის გადაყვანა კონსტიტუციონალიზმის გზაზე.
 
[[1921]] წლის არჩევნებში ფაშისტებმა 35 კაცი გაიყვანეს დეპუტატად, მათ შორის მუსოლინი. მისი ლიდერობით შექმნილი ფაშისტური პარტია უკვე მრავალრიცხოვანი და მეტად არაერთგვაროვანი იყო. მართვის სადავეების შესანარჩუნებლად და პოლიტიკური გავლენის გასაძლიერემლად მუსოლინი მუდმივად ლავირებას მიმართავდა და აკეთებდა ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს. "...მუსოლინის უნდა, რომ ყველამ დალოცოს მაგი და ამისთვის დღეში ათჯერ იცვლის პოზიციას" - ასე დაახასიათა ის მისმა ერთ-ერთმა უსასტიკესმა თანამოსაქმემ.
ანონიმური მომხმარებელი