ჯეიმზ კუკი: განსხვავება გადახედვებს შორის

მომხმარებლის 95.137.229.205 ცვლილებების გაუქმება (№2659694)
(მომხმარებლის 95.137.229.205 ცვლილებების გაუქმება (№2659694))
== იდუმალი მისიები ==
[[ფაილი:James Cook Statue in Greenwich - Oct 2006.jpg|მინი|ჯეიმზ კუკის სტატუა, [[გრინვიჩი|გრინვიჩში]], [[ლონდონი]]]]
მრავალრიცხოვანი დამსახურებების გამო ბრიტანეთის ადმირალიტეტმა კუკი იდუმალი სამხრეთის მიწის საძიებელ ექსპედიციაში ჩართო. თითქმის საუკუნით ადრე მეცნიერ-გეოგდაგეოგრაფმა [[აბრაჰამ ორტელი]]მ რუკაზე მონიშნა აღნიშნული მიწა და მას “ტერა აუსტრალის ინკოგნიტა” უწოდა. ორტელის მოსაზრებით, ის წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა. სწორედ ამ მიმართულებით გაემართა კუკი, რომელმაც ექსპედიციის ერთ-ერთი გემი “ინდევერი” ჩაიბარა. თავდაპირველად მოგზაურები კუნძულ [[ტაიტი]]ს ეწვივნენ. ის უკვე ცნობილი იყო მსოფლიოსათვის. მეცნიერები კუნძულზე ვენერის ორბიტის გამოსათვლელად ჩავიდნენ, რაც მზესა და დედამიწას შორის მანძილის დასადგენად სჭირდებოდათ. ტაიტიზე კუკმა ადგილობრივ მოსახლეობასთან საერთო ენა სწრაფად გამოძებნა. მან ერთ-ერთი ადგილობრივი ქურუმი, სახელად ტუპია, თარჯიმნადაც კი აიყვანა.
 
ზღაპრულად ლამაზი და სტუმართმოყვარე ტაიტი უკან დარჩა, ხოლო “ინდევერი” წყნარი ოკეანის სამხრეთისაკენ დაიძრა. [[1769]] წლის 8 ოქტომბერს მიწა გამოჩნდა. ეს [[აბელ ტასმანი]]ს მიერ აღმოჩენილი [[ახალი ზელანდია]] იყო. სანაპიროს შესწავლას კუკმა 3 თვე მოანდომა. საბოლოოდ მან დაასკვნა, რომ ახალი ზელანდია ორი დიდი კუნძულისაგან შედგებოდა, მათ შორის კი ვიწრო სრუტე მდებარეობდა. ამ სრუტის არსებობის შესახებ მანამდე არაფერი იცოდნენ, მოგვიანებით მას კუკის სახელი ეწოდა. ადგილობრივი მოსახლეობა, მაორები, უცხოელებს მტრულად შეხვდნენ. თუმცა ინგლისელები ამისათვის მზად იყვნენ. რამდენიმე შეიარაღებული შეტაკება სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ექსპედიციის წევრთაგან არავინ დაღუპულა.