სომხეთის მთიანეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
რელიეფში ჭარბობს ვრცელი ვულკანური ზეგნები და ნაოჭა-ლოდა ქედებით გაყოფილი ტექტონიკური ღრმულები. ვულკანური მწვერვალებიდან აღსანიშნავია [[დიდი არარატი]] (5165 მ), [[სებელანი]] (4821 მ), [[სუფჰანი]] (4434 მ). ერთადერთი მოქმედი ვულკანია [[ნემრუთი]]. დამახასიათებელია ტექტონიკური ღრმულები, რომელთა ფსკერზე ტბებია ჩამდგარი, აღსანიშნავია [[ვანის ტბა]], [[ურმია]] და სხვა. დიდი ქვაბულებია: ერზურუმის, მუშის, თავრიზისა და სხვა. ზეგნებიდან ყველაზე ვრცელია [[ყარსის ზეგანი|ყარსისა]] და [[არდაჰანის ზეგანი|არდაჰანის]]. ჰავა სუბტროპიკული კონტინენტურია. ნალექები მთაში 300-800 მმ, ქვაბულებში 150-300 მმ წელიწადში. იცის ხანგრძლივი ყინვიანი და თოვლიანი [[ზამთარი]]. სომხეთის მთიანეთზე სათავე აქვს მდინარეებს [[მტკვარი|მტკვარს]], [[არაქსი|არაქსს]], [[ევფრატი|ევფრატსა]] და [[დიდი ზაბი|დიდ ზაბს]]. ბევრია მინერალური, მათ შორის თერმული წყარო. ქვაბულებში გავრცელებულია მშრალი სტეპი და მთის ნახევარუდაბნო, ხეობების გასწვრივ — ჭალის მდელო და ბუჩქნარი. სარწყავ ადგილებში მჭიდროდ დასახლებული ოაზისებია.
 
მთის ნოტიო კალთებზე 800-იდან 1400 მ სიმაღლემდე მთის სტეპია, 1000-იდან 2300 მ-მდე — მუხისა და ფიჭვის ტყეები; ნაკლებად ნოტიო კალთებზე დაბალი ეკლიანი ბუჩქის რაყებია, 2000-3000 მ სიმაღლეზე — მთის მდელო, უფრო ზევით — კლდოვანი ლანდშაფტი. მაღალი მთის მწვერვალები დაფარულია მარადი თოვლითა და ამყივნარებითმყივნარებით. ცხოველებიდან ბევრია მღრღნელები და ქვეწარმავლები; გვხვდება [[შველი]], [[მუფლონი]], [[დათვი]], [[ჯიქი]], [[ზოლებიანი აფთარი]].
 
წიაღისეულიდან აღსანიშნავია ქრომის[[ქრომი]]ს, სპილენძის[[სპილენძი]]ს, დარიშხანის[[დარიშხანი]]ს, ქვანახშირის[[ქვანახშირი]]ს საბადოები.
 
== ლიტერატურა ==