ჭაობი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|ჭაობი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
[[ფაილი:Florida freshwater swamp usgov image.jpg|მინი|ჭაობი [[ფლორიდა]]ში]]
'''ჭაობი''' — დედამიწის ზედაპირის განსაკუთრებული ტიპი, რომლისთვისაც დამახასიათებელია [[ტორფი|უტორფო]] ან ტორფიანი, მუდმივად ტენიანი [[გრუნტი]] და სპეციფიკური მცენარეულობა, რომელშიც გაბატონებულია [[ჰელოფიტები]]. ჭაობი, [[მარში]], [[ჭანჭრობი]], ტბისა და მდინარის დატბორილი ნაპირები, [[ესტუარი]] – ყველა დაჭაობებული ტერიტორიაა. ისინი მრავალ ჰაბიტატს ქმნიან მცენარეებისა და ცხოველებისთვის, რომლებიც ღრმა წყლებში და მშრალ ხმელეთზე ვერ ცხოვრობენ. ფრინველებისთვის იდეალური ადგილია: ბინადრობს უამრავი თევზი, მცენარეები და მწერი, რაც მათ საკვებ ბაზას შეადგენს; ყველგან ხარობს [[ლელქაში]] და [[ჭილი (გვარი)|ჭილი]] ბუდის გასაკეთებლად. მდინარეები გამუდმებით ლექავს მოტანულ ნაშალ მასალას, ტალახში მცენარეულობა იზრდება, ამიტომ დაჭაობებული ადგილები დროთა განმავლობაში ნელ-ნელა იერ-სახეს იცვლის. ბევრ მათგანს საფრთხე ემუქრება, რადგან ჯერ ამოაშრობენ, შემდეგ კი ფერმერული და სატყეო მეურნეობისათვის ან სამშენებლო უბნებად იყენებენ. ზოგი ჭაობი პარაზიტი მწერების, მაგალითად [[ქინქლები]]ს, შესამცირებლად დააშრეს. ჭაობი არსებობს ორი სახის: ქვედაური და ზედაური. ქვედაური ჭაობები, ძირითადად, მიწისქვეშა წყლებით საზრდოობენ. ჭაობში დროთა განმავლობაში გროვდება მკვდარი მცენარეულობა, რომლისგანაც წარმოიქმნება ტორფი, რის შემდეგადაც ჭაობის ზედაპირი მაღლდება, სწყდება მიწისქვეშა წყლებს და არმოსფერული ნალექებით საზრდოობს. ასე წარმოიქმნება ზედაური ჭაობი. მათ უფრო მეტი ფართობი უკავიათ ვიდრე ქვედაურ ჭაობს.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჭაობი“-დან