ისლამი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: en:Islam is a former featured article; cosmetic changes
ხაზი 8:
[[არაბები]] ძირითადად წარმართები იყვნენ. მათ საერთო რელიგია არ აკავშირებდათ: თითოეულ ტომს თავის ღვთაება-კერპი ჰყავდა. მაგრამ მათ ჰქონდათ საერთო სამლოცველო [[მექა]]ში - [[ქააბა]]. ისლამურ გადმოცემის მიხედვით [[ქააბა]] ააგო [[აბრაამი|იბრაჰიმმა]], რომლისთვისაც მას ღმერთმა ციდან გამოუგზავნა [[შავი ქვა]]. შემდეგ კი არაბებმა მიატოვეს მონოთეიზმი (ჰანიფობა), ხოლო ქააბის სამლოცველოში კერპებს დაუდეს ბინა. არაბები [[მექა]]ში ჩადიოდნენ სალოცავად ისლამამდელ პერიოდშიც. ასე რომ ნებისმიერი [[არაბები|არაბი]], რომელიც ეწვეოდა მექას, მისთვის ნაცნობ საგვარეულო კერპსაც ნახულობდა. წარმართ [[არაბები|არაბებს]] სწამდათ სულების ანუ [[ჯინები]]ს, რომლებიც ცხოვრობდნენ [[მთვარე]]ზე, [[მზე]]ზე, [[ხე (მცენარე)|ხეებზე]], ჭებში, [[ქვა|ქვებში]]. ხეები არაბულ წარმართობაში დიდ პატივისცემას იმსახურებდნენ – მათი მოჭრა დიდ ცოდვად ითვლებოდა.
 
== მუჰამადი ==
== მუჰამედი ==
{{მთავარი|მაჰმადი}}
[[მუჰამედი]] ({{lang-ar|محمد}} ''მუჰამმად'') იყო პიროვნება, რომელმაც მთლიანად შეცვალა არაბი ტომების ტრადიციული ცხოვრება, მისცა მათ ახალი რელიგია, ცხოვრების წესი და მიზანი. მუჰამედი დაიბადა [[570]] წელს [[მექა]]ში, მისი ოჯახი იყო ბანუ ყურაიშის ერთ–ერთი განშტოების, ბანუ ჰაშიმის წარმომადგენელი. მუჰამედის მამა მისი დაბადებიდან ექვსი თვის თავზე გარდაიცვალა, ადრე დაობლებულ ბავშვს ბიძა – 'იმრანი (აბუ თალიბი) ზრდიდა. ერთხანს მუჰამედი აქლემების და საქონლის მწყემსობას ეწეოდა (ეს საქმიანობა არცთუ ისე პატივსაცემად ითვლებოდა არაბებში). 40 წლის რომ შეიქნა, მუჰამედმა მიიღო პირველი გამოცხადება (გადმოცემით ეს მოხდა 19 ან 21 რამადანის თვეში) ერთღმერთიანობის ქადაგება და ურიცხვ კერპთა უარყოფა დაიწყო, რომლებიც არაბთა ტომებს ერთმანეთისაგან აშორებდნენ. არაბებს ერთი ღმერთის უნდა ერწმუნათ. ამ ახალ რელიგიას ისლამი ეწოდებოდა. მექელებმა არ მიიღეს მისი რელიგია, განსაკუთრებით მას ეწინააღმდეგებოდნენ გავლენიანი მექელები აბუ ჯაჰლი (უმეცართა მამა), აბუ სუფიანი (შემდგომში ისლამი მიიღო), მუჰამედის ბიძა აბუ ლაჰაბი (ალმოდებულთა მამა), მუჰამედი იყო დაცინვებისა და შეურაცხყოფის ობიექტი 12 წლის განმავლობაში და იგი იძულებული გახდა სხვა ქალაქში - მედინაში გაქცეულიყო. იქ მისი ბევრმა ირწმუნა და ბოლოს, როცა 630 წელს გამარჯვებული მუჰამედი მექაში დაბრუნდა, მექელებმაც ირწმუნეს მისი. სულ მოკლე ხანში მუჰამედის გარშემო შემოკრებილმა არაბობამ ღვთის ერთგულ მორწმუნეთა სახელმწიფო შექმნა – ([[ხალიფატი|სახალიფო]]), რომელიც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ დიდ იმპერიად იქცა. მუჰამედის სიკვდილის შემდეგ არაბთა სახელმწიფოს მისი ნაცვლები - ხალიფები განაგებდნენ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისლამი“-დან