სევასტი თოდუა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 87:
 
== კარიერა ==
ფეხბურთის თამაშ 13 წლის ასაკში [[სამტრედია|სამტრედიის]] ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში დაიწყო. შემდეგ იყო არეული ქვეყანა, ფინანსური გაჭირვება და 15 წლის ასაკში იძულებული გახდა, მშობლიურ სოფელ მარანში დაბრუნებულიყო. 6 წლის შემდეგ 21 წლისამ ისევ [[სამტრედია (საფეხბურთო კლუბი)|„სამტრედიაში“]] დაბრუნება გადაწყვიტა. გუნდი [[უმაღლესი ლიგა|უმაღლესი ლიგიდან]] ახალგამოვარდნილი იყო და სევასტისთან ერთად დაუბრუნდა ელიტლიგას. [[1999]] წელს გადავიდა [[ვიტ ჯორჯია (საფეხბურთო კლუბი)|„ვიტ ჯორჯიაში“]] და პირველი მატჩები ჩაატარა ევროტურნირებზე. 23 წლის ასაკში [[საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ეროვნულ ნაკრებში]] გამოიძახეს, მისი სადებიუტო მატჩი [[2000]] წლის 26 აპრილს [[სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|სომხეთის]] წინააღმდეგ შედგა,<ref>[http://sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/thasi/46901-sevasti-thodua-fekhburths-fekhburtheli-thamashobs-da-ara-tslebi.html სევასტი თოდუა: ფეხბურთს ფეხბურთელი თამაშობს და არა წლები ],საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“, 13 მარტი, 2013.</ref> თოდუამ შეუცვლელად ითამაშა.<ref>[http://int.soccerway.com/matches/2000/04/26/world/friendlies/armenia/georgia/633801/ მატჩი Soccerway-ზე ]</ref> თოდუას მთელი კარიერა ქართულ გუნდებში აქვს გატარებული, გარდა 2002 წლისა, როდესაც [[რუსეთი|რუსულ]] [[ურალანი ელისტა (საფეხბურთო კლუბი)|ურალანში]] „ირიცხებოდა“. სხვადასხვა წლებში გამოდიოდა მრავალ ქართულ კლუბში, რომლებთან ერთადაც უმაღლეს ლიგაში ჩატარებული აქვს 400 მატჩზე მეტი, აქედან ყველაზე მეტი [[ქუთაისი|ქუთაისის]] [[ტორპედო ქუთაისი (საფეხბურთო კლუბი)|„ტორპედოს“]] მაისურით. [[2012]] წლის დასაწყისში, მას ტორპედოში გაცილება მოუწყვეს,<ref>[http://geosports.ge/index.php?option=com_content&view=article&id=16589:-q-q&catid=32:2012-02-20-09-21-23&Itemid=142 სევასტი თოდუა: "არასდროს თქვა რომ დავბერდი, სხვასავით არ ვირბენ და მხოლოდ გამოცდილებით ვითამაშებ... ],საინფორმაციო სააგენტო „http://geosports.ge“, 5 მარტი, 2014.</ref> თუმცა მან კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა. 2 წლის შემდეგ [[2014]] წელს იგი [[რევაზ ძოძუაშვილი|რევაზ ძოძუაშვილის]] მიიწვევით ისევ დაბრუნდა „ტორპედოში“, სადაც დღემდე აგრძელებს კარიერას.
 
== ტიტულები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სევასტი_თოდუა“-დან