ლიანა ისაკაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26:
|აღსანიშნავი ინსტრუმენტები =
}}
'''ლიანა ისაკაძე''' (დ. [[2 აგვისტო]], [[1946]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] მევილიონე, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1974). თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა. იგი [[ვუნდერკინდი|ვუნდერკინდებს]] ეკუთვნოდა. ლიანა ისაკაძე მსოფლიოს ყველა გამოცემაშია შეყვანილი, სადაც საუკუნის საუკეთესო მევიოლინეების შემოქმედება განიხილება.
 
== ბიოგრაფია ==
პირველდაწყებითი მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში პროფ.პროფესორ ლ.[[ლეო შიუკაშვილისშიუკაშვილი]]ს ხელმძღვანელობით. 1956 წელს (10 წლისა) რესპუბლიკის ფესტივალის ლაურეატი გახდა (I პრემია), 1957 წელს ამიერკავკასიის მუსიკოს შემსრულებელთა I კონკურსის (მცირეწლოვანების გამო პრემია არ ერგო), ხოლო 1961 წელს — საკავშირო კონკურსის ლაურეატი (II პრემია). 1968 წელს დაამთავრა პ.პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია (პროფ.პროფესორ დ.დავით ოისტრახის კლასი). 1971 წლიდან მოსკოვის ფილარმონიის სოლისტია. ისაკაძე მუსიკის შემსრულებელთა მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია (მარგარიტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის, პარიზი, 1965, I პრემის; ჩაიკოვსკის სახელობის, მოსკოვი, 1970, III პრემია; სიბელიუსის სახელობის, [[ჰელსინკი]], 1970, I პრემია).
 
1965 წლიდან გასტროლებს მართავს საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა. მისი დაკვრა გამოირჩევა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობით, ვირტუოზულობით. მის რეპერტუარშია კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშები. ქართველი კომპოზოტორების მთელი რიგი ახალი ნაწარმოებების (მაგ. [[ოთარ თაქთაქიშვილი]]ს სავიოლინო კონცერტის) პირველი შემსრულებელია. გადაღებულია ფინურ მხატვრულ ფილმში — „სიბელიუსი“ (1975). მის შესახებ გადაღებულია იაპონური დოკუმენტური ფილმი (1974).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლიანა_ისაკაძე“-დან