იანგონი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 63:
'''იანგონი''' (ცნობილია აგრეთვე როგორც '''რანგუნი''') — [[მიანმარი]]ს ყოფილი დედაქალაქი. ქვეყნის უდიდესი ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. 2010 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 5,998,000 ადამიანი. დიდი და გაფანტული ქალაქია. ქალაქის ცენტრში დგას კოლონიალური ინგლისური სახლები. გაშენებულია მდინარე იანგონის ნაპირზე, [[ანდამანის ზღვა|ანდამანის ზღვიდან]] 30-40 მ სიმაღლეზე, ჰავა ტროპიკული მუსონურია.
იანგონი (თავდაპირველად ოკალა, შემდეგ დაგონი) გაჩნდა როგორც დასახლება ბუდისტური სალოცავის გარშემო. 1755 წელს მონებზე გამარჯვების შემდეგ ბირმის გამგებელმა [[ალაუნპაია]]მ დაგონის ადგილზე დააარსა ქალაქი რანგუნი — ბირმის სამეფოს მთავარი ნავსადგური. 1852 წელს რანგუნი [[პეგუ]]სთან ერთად ინგლისელმა კოლონიზატორებმა მიიტაცეს. 1862 წელს იყო ბირმაში ინგლისური სამფლობელოების ადმინისტრაციული ცენტრი, 1886-1947 წლებში — ინგლისური კოლონია ბირმის ადმინისტრაციული ცენტრი. 1948 წლის 4 იანვარს რანგუნში გამოცხადდა [[ბირმა|ბირმის]] დამოუკიდებლობა. იანგონსა და მის გარეუბნებში თავმოყრილია ქვეყნის სამრეწველო წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი. იანგონი ქვეყნის მთავარი სავაჭრო-სატრანსპორტო და საბანკო-საფინანსო ცენტრია. არის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა. ნავსადგური მისადგომია საოკეანო გემებისათვის. იანგონი სარკინიგზო, საავტომობილო და შიგა წყლის გზების დიდი კვანძია. არის [[იანგონის საერთაშორისო აეროპორტი]]. მდინარე
[[XX
1948-2006 წლებში იყო მიანმარის (ბირმის) დედაქალაქი. XX საუკუნის ბოლოს ქალაქის ეკონომიკამ ვარდნა განიცადა მეტწილად, მიანმარის მთავრობის მიერ გატარებული იზოლაციური პოლიტიკის გამო.
|