იანგონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რამდენ ვიკიპედიაში ეწერა, ჰმ
No edit summary
ხაზი 63:
'''იანგონი''' (ცნობილია აგრეთვე როგორც '''რანგუნი''') — [[მიანმარი]]ს ყოფილი დედაქალაქი. ქვეყნის უდიდესი ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. 2010 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 5,998,000 ადამიანი. დიდი და გაფანტული ქალაქია. ქალაქის ცენტრში დგას კოლონიალური ინგლისური სახლები. გაშენებულია მდინარე იანგონის ნაპირზე, [[ანდამანის ზღვა|ანდამანის ზღვიდან]] 30-40 მ სიმაღლეზე, ჰავა ტროპიკული მუსონურია.
 
იანგონი (თავდაპირველად ოკალა, შემდეგ დაგონი) გაჩნდა როგორც დასახლება ბუდისტური სალოცავის გარშემო. 1755 წელს მონებზე გამარჯვების შემდეგ ბირმის გამგებელმა ალაუნპაიამ[[ალაუნპაია]]მ დაგონის ადგილზე დააარსა ქალაქი რანგუნი — ბირმის სამეფოს მთავარი ნავსადგური. 1852 წელს რანგუნი პეგუსთან[[პეგუ]]სთან ერთად ინგლისელმა კოლონიზატორებმა მიიტაცეს. 1862 წელს იყო ბირმაში ინგლისური სამფლობელოების ადმინისტრაციული ცენტრი, 1886-1947 წლებში — ინგლისური კოლონია ბირმის ადმინისტრაციული ცენტრი. 1948 წლის 4 იანვარს რანგუნში გამოცხადდა [[ბირმა|ბირმის]] დამოუკიდებლობა. იანგონსა და მის გარეუბნებში თავმოყრილია ქვეყნის სამრეწველო წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი. იანგონი ქვეყნის მთავარი სავაჭრო-სატრანსპორტო და საბანკო-საფინანსო ცენტრია. არის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა. ნავსადგური მისადგომია საოკეანო გემებისათვის. იანგონი სარკინიგზო, საავტომობილო და შიგა წყლის გზების დიდი კვანძია. არის [[იანგონის საერთაშორისო აეროპორტი]]. მდინარე რანგუნის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ განაშენიანებულია ქალაქის საქმიანი და საცხოვრებელი რაიონები.
 
XX საუკუნეში სამეფო და ინიის ტბების ირგვლივ შეიქმნა მთავრობის რეზიდენციის, უნივერსიტეტის, საცხოვრებელი სახლების გამწვანებული კვარტალები. უძველესი ნაგებობაა შუედაგოუნის კომპლექსი. ბირმის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ განაშენიანდა საცხოვრებელი კვარტალები, აშენდა ტექნოლოგიური ინსტიტუტი. 1930 წელს ქალაქში მოხდა მიწისძვრა და ცუნამი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იანგონი“-დან