ძველი საბერძნეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: tr:Antik Yunanistan is a former featured article; cosmetic changes
ხაზი 8:
== ქრონოლოგია ==
[[ფაილი:Stadio Olimpia 2007.JPG|მინი|ანტიკური [[სტადიონი ოლიმპია]]სთან.]]
ძვ. საბერნეთის ისტორია განეკუთვნება საზღვაო ცივილიზაციას, იწყება ძვ.წ. XVIII ს. მთავრდება ძვ.წ. [[323]] წ. [[ალექსანდრე მაკედონელი|ალექსანდრე მაკედონელის]] სიკვდილით, მისი იმპერიის ნანგრევებზე ელინისტური სახელმწიფოთა და ელინისტური ეპოქის აღმოცენებით. ისტორია გრძელდება ახალი ეპოქით ელინიზმით, რომელიც ძვ.წ. [[30]] წ. რომის მიერ ბოლო ელინისტური სახელმწიფოს [[პტოლემაიოსები|პტოლემაიოსების ეგვიპტის]] დაპყრობამდე გრძელდება. ძველი საბერძნეთის ისტორიას 5 პერიოდად ყოფენ:
* 1. '''ეგეოსის ანუ კრეტა-მიკენის ხანა''' მოიცავს ძვ.წ. III-II ათ.წ. კ. [[კრეტა|კრეტას]] და [[პელოპონესი|პელოპონესის]] ცალკეულ ცენტრებს (მიკენი, პილოსი), [[ტროა|ტროას]] ტერიტორიას და კიკლადებს. გვაროვნული წყობა იშლება და იქმნება ადრემონათმფლობელური სახელმწიფოები, რომლებიც [[დორიელები|დორიელთა]] შემოსევამ მოსპო და მთელ საბერძნეთში კვლავ გვაროვნული წყობა დამყარდა.
* 2. '''ჰომეროსის ეპოქა''' მოიცავს ძვ. წ. XI-IX ს. ეს არის გვაროვნული წყობის ხელახალი დაშლისა და კლასობრივი საზოგადოების ჩასახვის ხანა.
* 3. '''არქაულ პერიოდში''' - ძვ.წ. VIII-V სს. საბერძნეთის წამყვან ოლქებში მთავრდება მონათმფლობელური საზოგადოების ჩამოყალიბება, იქმნება ქალაქ-სახელმწიფოები - [[პოლისი|პოლისები]] და იწყება ე.წ. '''დიდი ბერძნული კოლონიზაცია'''.
* 4. '''კლასიკურ ეპოქაში''' - ძვ.წ. V-IV სს. საბერძნეთში უმაღლეს საფეხურს აღწევს მონათმფლობელური ურთიერთობის განვითარება, შემდეგ კი უკიდურესობამდე მწვავდება ბრძოლა ფენებს შორის. ბერძნულ პოლისებში იწყება სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი.
* 5. '''მაკედონიის მიერ საბერძნეთის დამორჩილება''' - ძვ. წ. IV ს. II ნახევარში ბერძენ-მაკედონელთა ლაშქრობა სპარსეთის წინააღმდეგ, მისი განვითარება და ძვ. მსოფლიოს ისტორიაში ახალი, ელინისტური ეპოქის დასაწყისი.
 
;ანტიკური პერიოდი: ''<small>ასტრომომიული წელთაღრიცხვა</small>''
ხაზი 70:
[[ფაილი:Plato's Academy mosaic from Pompeii.jpg|მინი|[[მოზაიკა]], [[პომპეი]]ში რომელზეც გამოსახულია [[პლატონი]]ს სკოლა]]
საბერძნეთის რელიეფი მრავალფეროვანია, ზოგან ხრიოკი, ზოგან ტყიანი. ფერდობებზე შესანიშნავი საძოვრებია. ზეგნები და დაბლობები ხელსაყრელია მებაღეობა-მევენახეობისათვის. წამყვანი კულტურა [[ზეთისხილი]] იყო, პური კი ყოველთვის აკლდა.
ბერძნები დასახლებული იყვნენ [[ბალკანეთის ნახევარკუნძული|ბალკანეთის ნახევარკუნძულის]] სამხრეთ ნაწილში, [[ეგეოსის ზღვა|ეგეოსის ზღვის]] კუნძულებსა და [[მცირე აზია|მცირე აზიის]] დასავლეთ სანაპიროზე. იქ იყო 4 ბერძნული ოლქი - კარია, ლიკია, ლიდია და მიზია. ბალკანეთის დასავლეთიდან [[იონიის ზღვა]] ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან - ეგეოსის, რომელიც ჩრდილოეთით [[ჰელესპონტი|ჰელესპონტის]] სრუტით (თანამედროვე [[დარდანელი]]) უერთდება პროპონტიდას ([[მარმარილოს ზღვა|მარმარილოს]]) ზღვას. ეგეოსის ზღვაში 800-მდე კუნძულია; მცირე აზიის გასწვრივ კუნძულების სპორადები ეწოდება, მცირე აზიიდან ბალკანეთისკენ მიემართება კიკლადებად წოდებული კუნძულთა წრე. ნახევარკუნძული აღმოსავლეთით მდებარე კ. ევბეა მოსაზღვრე კუნძულებს შორის ყველაზე დიდია. ჩრდილოეთით ქალკიდიკის ნახევარკუნძულია, სამხრეთით - [[პელოპონესის ნახევარკუნძული|პელოპონესის]]. საბერძნეთში ჰავა სუბტროპიკული ყოფილა, ზამთარი თბილი და წვიმიანი. ეგეოსის ზღვის კუნძულების სიმრავლე და ბალკანეთის აღმოსავლეთ სანაპიროს ბუნებრივი ყურეები ხელსაყრელი იყო, ამიტომ ნაოსნობა და მეთევზეობა უძველესი დროიდან განვითარდა. თევზი ბერძნების ძირითად საკვებს წარმოადგენდა. საბერძნეთი და მისი მომიჯნავე მხარეები მდიდარი იყო წიაღისეულით: თრაკიაში ოქროს ქვიშა მოიპოვებოდა, ატიკაში ვერცხლი, ქალკიდიკაზე და ევბეაზე სპილენძი, ლაკონიკაში - [[რკინა]]. საბერძნეთი მდიდარი იყო სამშენებლო [[კირქვა|კირქვით]], სხვადასხვა ფერის, კ. ფაროსი კი - თეთრი მარმარილოთი.
ბალკანეთის საბერძნეთი 3 ნაწილად იყოფა. ჩრდილოეთში 2 ოლქი იყო. მისი შუა საბერძნეთთან დაკავშირება თერმოპილის ვიწრო გასასვლელით შეიძლებოდა, ისიც მხოლოდ ზღვის მოქცევის დროს. შუა საბერძნეთში 7 ოლქი იყო და გადასვლა პელოპონესის ნახევარკუნძულზე, სადაც 12 ოლქი იყო, შეიძლებოდა ისთმოსის ანუ [[კორინთო|კორინთოს]] ყელით. ბალკანეთის სამხრეთ ნაწილში [[ნეოლითი|ნეოლითის]] დროიდან დასახლდნენ [[ბერძნები|ბერძენთა]] მონათესავე ტომები. განსაკუთრებით მნიშვნელოვან და მრავალრიცხოვან ჯგუფს შეადგენენ [[პელასგები]]. მათი და კ. [[კრეტა|კრეტის]] უძველესი მოსახლეობის ეთნიკური კუთვნილება დღემდე დაუდგენილი.
ძვ.წ. მე-3 ათ.წ. ბოლოს საბერძნეთის ტერიტორიაზე გვაროვნული წყობილების დაშლისა და კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში მყოფი [[აქაველები|აქაველთა]] ტომები დამკვიდრდნენ. ძვ.წ. მე-13 - მე-12 სს. მიჯნაზე ბალკანეთს მომთაბარე [[დორიელები|დორიელთა]] მძლავრმა ტალღამ გადაუარა. მათ გაანადგურეს [[აქაველები|აქაველთა]] ადრემონათმფლობელური ცენტრები, აღადგინეს გვაროვნული წყობა და ბიძგი მისცეს ტომთა შემდგომ მიგრაციას. ძვ.წ. I ათ.წ. ისინი სამხრეთ პელოპონესში, ეგეოსის ზღვის სამხრეთის კუნძულებზე, კ. კრეტაზე და მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროზე დასახლდნენ. აქაველები - პელოპონესის ჩრდილო ნაწილში. ეოლიელები ჩრდილო, შუა საბერძნეთის ნაწილში, ეგეოსიის ზღვის ჩრდილოეთ კუნძულებზე, მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე დასახლდნენ. [[იონიელები]] - შუა საბერძნეთის აღმოსავლეთ ნაწილში, კ. ევბეაზე, ეგეოსის ზღვის ცენტრალურ კუნძულებზე. დორიელები აღნაგობით, ღია ფერის თმით და თვალებით გამოირჩეოდნენ საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი ბერძნებიდან. ერთიანი ბერძნული ენა ელინისტურ ხანამდე არ არსებობდა. ბერძნები სხვადასხვა დიალექტზე ლაპარაკობდნენ და წერდნენ, თუმცა ერთმანეთის კარგად ესმოდათ. მრავალი დიალექტიდან უმთავრესი იონური, ეოლიური, დორიული გახდნენ ლიტერატურული. საბერძნეთის მწერლები რომელიმე ამ დიალექტზე წერდნენ.
 
ხაზი 89:
 
ფრთინი გამონათქვამები ბერძნულ მითოლოგიაში:
* განხეთქილების ვაშლი –––– ეს ოქროს ვაშლი ეკუთვნოდა განხეთქილების ქალღმერთ ერმისს. იგი არ დაპატიჟეს აქილევსის მშობლების პელევსისა და თეტისის ქორწილში. ამით განრისხებულმა, ოქროს ვაშლი წარწერით –––– უმშვენიერესს ––– შეაგორა ღმერთების ლხინზე. შეიქმნა კამათი ამ ვაშლის დასაკუთრებისათვის. პრეტენზიას აცხადებდნენ ჰერა , ზევსის მეუღლე.(კანონიერი ქორწინების ქალღმერთი ), აფროდიტა ( სიყვარულის ქალღმერთი ) და ათენა ( სიბრძნის ქალღმერთი ). - გადატანით ამ ფრაზას მაშინ ამბობენ, როცა ვინმე, საუბრის დროს საკამათო საგანს ჩმოაგდებს.
* აქილევსის ქუსლი –––– აქილევსი ტროას ომის მონაწილე ცნობილი ბერძენი გმირია. მას დედა უკვდავი ქალღმერთი თეტისი ჰყავდა, ხოლო მამა –– მოკვდავი პელევსი. დედას სურდა შვილი უკვდავი გაეხადა და მას წმინდა მდინარის, სტიქსის წყლებში აბანავებდა ისე, რომ ქუსლები ხელით ეჭირა. ამდენად, აქილევსის ტანი იარაღისაგან იყო დაცული, სუსტი წერტილი კი ქუსლები იყო. იგი სწორედ ასე მოკლეს ტროას ომში. - გადატანით იტყვიან ადამიანის სუსტ წერტილზე.
* ოდისევსი ––– ტროას ომის მონაწილე გმირს ერქვა. იგი ცნობილია,როგორც მოხერხებული და ცბიერი. მისი რჩევით ააგეს ბერძნებმა ხის ცხენი,რომლის მეშვეობითც დაიღუპა ქალაქი ტროა. - ოდისევსს იტყვიან მოხერხებულ და ცბიერ ადამიანზე.
* ოდისეა ––– ოდისევსი ტროა ომის შემდეგ ათი წელი ბრუნდებოდა თავის კუნძულ ითაკაზე. ოდისეა ნიშნავს ხანგრძლივ მოგზურობას, ხიფათით სავსე მგზავრობას.
* ტროას ცხენი ––– ხის ცხენი, რომელიც ბერძნებმა დატოვეს ტროას მისადგომებთან. გდატანით ნიშნავს მტრის საჩუქარს,რომელსაც ვერ ენობი,ხიფათი მოქვს.
* პენელოპე ––– ოდისევსის ცოლი,რომელიც ოცი წელი ელოდა მის დაბრუნებას. იგი ერთგული ცოლის სიმბოლოა. მის სახელთან არის დაკავშირებული მეორე გამონათქვამი პენელოპეს მოსასხამი, რომელიც დაუმთავრებელი, გაჭიანურებული შრომის სიმბოლოა.
=== საბუნებისმეტყველო ცოდნა ===
ხაზი 102:
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[მაკედონია (ძველი)]]
 
== ლიტერატურა ==
ხაზი 110:
== რესურსები ინტერნეტში ==
{{Commons category|Ancient Greece}}
* [http://www.civilization.ca/cmc/exhibitions/civil/greece/gr0000e.shtml The Canadian Museum of Civilization—Greece Secrets of the Past]
* [http://www.ancientgreece.co.uk Ancient Greece]
 
[[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]]
ხაზი 117:
[[კატეგორია:ანტიკური ხანა]]
 
{{Link FA|bs}}
{{Link FA|hr}}
{{Link FA|nn}}
{{Link FA|no}}
{{Link FA|tr}}
{{Link FA|bs}}
{{Link GA|is}}