მოლიერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 37.58.128.2 ცვლილებების გაუქმება (№2646799)
Robot: pt:Molière is a former featured article; cosmetic changes
ხაზი 5:
ჟან ბატისტ პოკლენი (Jean-Baptiste Poquelin) [[1622]] წლის 15 იანვარს იქნა მონათლული [[პარიზი|პარიზში]], სენტ-ეუსტაშის სამრევლოში. როგორც ვარაუდობენ, იგი იმ დღეს ან, უკიდურეს შემთხვევაში წინა დღით დაიბადა. ბაბუას პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა [[თეატრი|თეატრში]], რამაც თავიდანვე შთაუნერგა პატარა ჟან-ბატისტს სცენისადმი სიყვარული. [[1632]] წელს გარდაეცვალა დედა. ერთი წლის შემდეგ ბიჭი კლერმონის კოლეჯში შეიყვანეს, სადაც გაიცნო პრინც დე კონტი, რომელიც მომავალში მისი პროტექტორი გახდა. კოლეჯის დასრულების შემდეგ ჟან-ბატისტმა სამართალის სწავლა დაიწყო [[ორლეანი|ორლეანში]].
 
[[1642]] წელს იგი მეფის კარზე იწყებს მუშაობას, სადაც გაიცნობს მსახიობების - ბეჟარების ოჯახს და მათთან ერთად [[1643]] წლის [[30 ივნისი|30 ივნისს]] აარსებს "ბრწყინვალე თეატრს" (Illustre Théâtre). თატრის ხელმძღვანელი თავიდან მადლენ ბეჟარია, რომლის მიმართ გულგრილი არ არის მომავალი დრამატურგი. [[1644]] წელს დასის დირექტორი ხდება ჟან-ბატისტი და ამავე წელს ფსევდონიმად იღებს "მოლიერის" სახელს. სახელის არჩევის მიზეზი დღემდე უცნობი რჩება. თეატრის კარიერა დასაწყისში საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა, ვალების გამო მოლიერი დაპატიმრებულიც კი იყო. იგი ტოვებს პარიზს და 11 წლის მანძილზე თავის დასთან ერთად მოგზაურობს [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] სხვადასხვა ქალაქში. ამ ხნის მანძილზე იგი საკმაოდ ცნობილი ხდება.
 
[[1645]]-[[1659]] წლებში მოლიერი ეწევა როგორც დრამატურგიულ ასევე სამსახიობო მუშაობას. წერს თავის პირველ პიესებს, რომლებიც [[კომედია დელ არტე|კომედია დელ'არტეს]] ძლიერ გავლენას განიცდის.
ხაზი 18:
== შემოქმედება ==
[[ფაილი:Moliere theatrefrançais.jpg|thumb|200px|right|<center>მოლიერი. [[1840]] წელს გამოცემული კრებულის თავფურცელი.</center>]]
მოლიერის [[პიესა|პიესები]] ნათლად ასახავს [[1660]]-[[1670|70]]-იან წლების რეალობას: მაღალ საზოგადოებაში გაბატონებულ ზნე-ჩვეულებებს (''მიზანთროპი''), [[ლიბერტინაჟი|ლიბერტინაჟს]] (''დონ ჟუანი''), გაკოტრებული [[არისტოკრატია|არისტოკრატიის]] სწრაფვას მდიდარ [[ბურჟუაზია|ბურჟუაზიასთან]]სთან კავშირისკენ (''კეთილშობილი ბურჟუები'').
მოლიერის პერსონაჟები განასახიებენენ არა კონკრეტულ ადამიანებს, არამედ მარადიულ ტიპებს, ხასიათებს, როგორიცაა: მლიქვნელობა, სიძუნწე, მიზანტროფია. ეს პერსონაჟები იმდენად ცოცხალ ტიპებს წარმოადგენენ, რომ მათი სახელები თანამედროვე ლექსიკონშიც კი დამკვიდრდა: დონ ჟუანი, ტარტიუფი, არპაგონი.
თავის [[კომედია|კომედიებში]] მოლიერი მარტივ, ცნობილ სიუჟეტებს იღებს. ნაკლებად ზრუნავს დამაჯერებლობაზე. პერსონაჟთა უმრავლესობა [[კარიკატურა|კარიკატურული]] სახისაა, მაგრამ ამავე დროს ტიპირებული, სიტუაციები კი - ცოტათი უცნაური. დრამატურგი ცდილობს არა წესების დამორჩილებას, არამედ ეფექტის მოხდენას, ამიტომ კომედიებში ფანტასტიკური დასასრულიც კი შემოაქვს, თან უმეტესად კეთილი.
 
კომიკური მოლიერთან წარმოდგენილია ჟესტიკულაციის, აკრიობატიკის, მიმიკების სახით. გვხვდება [[ფარსი|ფარსისთვის]]სთვის დამახასიათებელი ელემენტები: გადაცმა, დევნა, სილის გაწვნა, წუწუნი. აქვეა ურთიერთგანსხვავებული სცენების მონაცვლეობა: შეუმჩნეველი შემოსვლა, ზურგსუკან მუქარა. ჩვევებსა და ლაპარაკში კონტრასტი. ყველაზე დიდ ეფექტს კი ის იწვევს, რომ თავად პერსონაჟები ვერ ხვდებიან, რომ არიან სასაცილონი, მოწყვეტილნი არიან რეალობას და ცხოვრობენ თავიანთ აზრებში, აკვიატებულ იდეებში.
მოლიერის სტილი ძალიან განსხვავებულია პერსონაჟთა მიხედვით. სხვადასხვა სოციალური კლასის თუ რეგიონის წარმომადგენლებს მათთვის დამახასათებელი სტილით ალაპარაკებს. ამან გამოიწვია ეჭვის გაჩენა, რომ მოლიერს არ ეხერხებოდა დახვეწილი ლიტერატურული ენის გამოყენება. მაგრამ საპირისპიროს ამტკიცებს მაგალითად დონ ჟუანის მონოლოგი სიყვარულის არამდგრადობის შესახებ, სადაც დახვეწილი, არისტოკრატული პოეტური პროზაა გამოყენებული, ან კიდევ პრესიოზული დიალოგები.
ხაზი 73:
[[კატეგორია:დაბადებული 1622]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1673]]
 
{{Link FA|pt}}
 
[[ml:മോള്യേര്‍]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მოლიერი“-დან