თეოდორ რუზველტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: en:Theodore Roosevelt is a former featured article; cosmetic changes
ხაზი 53:
რუზველტი მდიდარ ოჯახში დაიბადა. იგი ავადმყოფი ბავშვი იყო, მას [[ასთმა]] ჰქონდა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო იგი ბავშვობის დიდ დროს სახლში ატარებდა და [[ბუნებისმეტყველება]]ს სწავლობდა. ფიზიკური სისუსტის საპასუხოდ, მან დაძაბული რიტმით ცხოვრება დაიწყო. იგი სწავლობდა [[ჰარვარდი|ჰარვარდში]], სადაც იგი [[კრივი]]ს ჩემპიონატებში მონაწილეობდა, ასევე ინტერესი სამხედრო-საზღვაო საკითხების მიმართ გაუჩნდა. ჰარვარდის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ, [[1881]] წელს, იგი [[ნიუ-იორკის შტატი]]ს საკანონმდებლო ორგანოში აირჩიეს, რისი წევრიც [[1884]] წლამდე იყო. მისი პირველი ისტორიული წიგნი „The Naval War of 1812“ [[1882]] წელს გამოიცა, რამაც მას სერიოზული [[ისტორიკოსი]]ს რეპუტაცია შეუქმნა. იგი რამდენიმე წელი [[ბედლენდი|ბედლენდში]] ცხოვრობდა. ამის შემდეგ რუზველტი [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]] დაბრუნდა, სადაც პოლიციაში მუშაობდა და სახელი კორუფციასთან ბრძოლით გაითქვა. [[1897]] წელს იგი სამხედრო-საზღვაო მდივნის მოადგილედ დაინიშნა. როდესაც [[ამერიკა-ესპანეთის ომი]] დაიწყო იგი თანამდებობიდან გადადგა და საომარ მოქმედებებში პატარა პოლკს ხელმძღვანელობდა [[კუბა]]ში, რისთვისაც [[ღირსების მედალი]] დაიმსახურა. ომის შემდეგ იგი ნიუ-იორკში დაბრუნდა და შტატის გუბერნატორი გახდა. [[1900]] წელს ის [[აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი|აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად]] აირჩიეს.
 
[[1901]] წელს პრეზიდენტი [[უილიამ მაკ-კინლი]] მოკლეს, ხოლო ახალი პრეზიდენტი 42 წლის რუზველტი გახდა. იგი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პიროვნება იყო, ვინც პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.<ref >43 წლის [[ჯონ ფიცჯერალდ კენედი|ჯონ კენედი]] ყველაზე ახალგაზრდა პიროვნება იყო, ვინც პრეზიდენტად ''აირჩიეს''. [[1904]] წლამდე (46 წლის) რუზველტი არჩეული პრეზიდენტი არ იყო.</ref> რუზველტმა სცადა რესპუბლიკური პარტიის [[პროგრესივიზმი|პროგრესივიზმის]] მიმართულებით წაყვანა, მათ შორის ბიზნესის რეგულირების გაზრდა. მან მაკ-კინლის [[იმპერიალიზმი|იმპერიალისტური]] პოლიტიკა გააგრძელა. მას ეკუთვნის გამოთქმა [[დიდი კეტის პოლიტიკა]] და „მსოფლიო პოლიციელი“. როგორც ბუნების მკვლევარი იგი ხელს უწყობდა [[კონსერვაციის მოძრაობა]]ს. რუზველტს დიდი წვლილი მიუძღვის [[პანამის არხი]]ს დასრულებაში. მან [[დიდი თეთრი ფლოტი]] მსოფლიოს გარშემო გაგზავნა აშშ-ის ძალის დემონსტრირების მიზნით. იგი [[რუსეთ-იაპონიის ომი]]ს დასრულებისთვის მოლაპარაკებებს მართავდა, რისთვისაც, 1906 წელს, [[ნობელის მშვიდობის პრემია]] დაიმსახურა.<ref> Frederick W. Marks III, ''Velvet on Iron: The Diplomacy of Theodore Roosevelt'' (1979); Greg Russell, "Theodore Roosevelt's Diplomacy and the Quest for Great Power Equilibrium in Asia," ''Presidential Studies Quarterly'' 2008 38(3): 433-455</ref>
 
1908 წელს მან უარი თქვა მესამე ვადით პრეზიდენტობაზე და მხარი მისი კაბინეტის ომის მდივანს [[უილიამ ჰოვარდ ტაფტი|უილიამ ტაფტს]] დაუჭირა. პოსტის დატოვების შემდეგ იგი წავიდა [[საფარი]]ში, [[აფრიკა]]ში და იმოგზაურა [[ევროპა]]ში. აშშ-ში დაბრუნების შემდეგ მასსა და უილიამ ტაფტს შორის განხეთქილება მოხდა. რუზველტმა წარუმატებლად სცადა რესპუბლიკელთა ნომინაციის მოპოვება [[აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1912)|1912 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში]]. ამის შემდეგ მან [[პროგრესული პარტია (აშშ, 1912)|პროგრესული პარტია]] დააფუძნა და არჩევნებში მონაწილეობა მისი სახელით მიიღო, სადაც მეორე ადგილი დაიკავა, დაამარცხა ტაფტი, მაგრამ დამარცხდა [[ვუდრო უილსონი|ვუდრო უილსონთან]]. იგი [[მესამე პარტია (აშშ)|მესამე პარტიის]] ერთადერთი წარმომადგენელი იყო, ვინც არჩევნებში მეორე ადგილის დაკავება შეძლო. არჩევნების შემდეგ იგი [[სამხრეთ ამერიკა|სამხრეთ ამერიკის]] ექსპედიციაში წავიდა. მდინარეს, რომლითაც ის მოგზაურობდა ამჟამად [[რუზველტი (მდინარე)|მისი სახელი]] ჰქვია. მოგზაურიბის დროს რუზველტი [[მალარია|მალარიით]] დაავადდა, რამაც მისი ჯანმრთელობა დააზარალა. იგი რამდენიმე წლის შემდეგ, 60 წლის ასაკში, გარდაიცვალა. მეცნიერების მიერ რუზველტი აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო პრეზიდენტადაა მიჩნეული.
ხაზი 75:
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1919]]
 
{{Link FA|en}}
{{Link GA|zh}}