ტყვეთა სყიდვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ტყვის სყიდვა''' — ფეოდალურ საქართველოში ეს ტერმინი რამდენი...
 
დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 1:
'''ტყვის სყიდვა''' — ფეოდალურ საქართველოში ეს ტერმინი რამდენიმე მნიშვნელობით იხმარებოდა:
* ყმა გლეხის კომლის წევრების ცალ-ცალკე და უმიწოდ გაყიდვას „ტყვედ გასყიდვა“ ერქვა. განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ბატონი გლეხის კომლს შლიდა და მის წევრებს „ტყვეებად“ ჰყიდდა. ამ შემთხვევაში სამართალი ბატონს ყმის უცხოეთში გაყიდვის უფლებას არ აძლევდა, დანაშაულის გამო „ტყვედ“ გაყიდვა უკვე XIII საუკუნეშია დადასტურებული. „ტყვედ“ გაყიდვა გლეხს ფაქტობრივად მონის მდგომარეობაში აყენებდა. ასე გაყიდული გლეხი „ნასყიდის“ სტატუსს იძენდა. ჩვეულებრივ ფეოდალური ქართული სამართლის მიხედვით, ბატონს უფლება ჰქონდა ყმა-გლეხი მთლიან კომლად, საკომლოსთან ერთად გაეყიდა, რაც ამ გლეხის იურიდიულ და ეკონომიკურ სტატუსს არ ცვლიდა და მეურნეობას ზიანს არ აყენებდა.
*ტყვის სყიდვის ყველაზე მძიმე, მახინჯი ფორმა, რომელიც საქართველოში გვიანდელი შუა საუკუნეებში გავრცელდა და ფეოდალური სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენდა, იყო ადამიანის უცხოეთში გაყიდვა. XVII საუკუნის დასაწყისიდაბ ირანი და ოსმალეთი მათზე დამოკიდებულ ქართველმეფე-მთავართაგან კატეგორიულად მოითხოვდნენ ტყვეებით ვაჭრობა არ აეკრძალათ, რადგანაც გაყიდული ვაჟები მამლუქთა, იენიჩართა და ყულის ჯარის რიგებს ავსებდნენ, ქალები კი ჰარამხანებში ხვდებოდნენ. ტყვის სყიდვას პოლიტიკურის გარდა ეკონომიკური საფუძველი ჰქონდა — იგი ფეოდალთა შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა. XVII საუკუნის I ნახევრიდან, როცა [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]] მაჰმადიან მეფეთა გამგებლობა დაიწყო, ხოლო დასავლეთ საქართველო ოსმალეთის მოხარკე გახდა, გლეხების გაყიდვა უცხოეთში გახშირებულ, ყოფით მოვლენად იქცა; ტყვეებით ვაჭრობის ცენტრები იყო ზღვისპირა პენქტები ([[გონიო]], [[ბათუმი]], [[ქობულეთი]], [[ფოთი]], [[ანაკლია]], [[სოხუმი]]) და [[ახალციხე]]. პროგრესული საერო და საეკლესიო მოღვაწეები ენერგიულად ებრძოდნენ ტყვეებით ვაჭრობას, როგორც ეროვნულ უბედურებას და „სჯულია საწინააღმდეგო“ საქმეს. კათალიკოსები შეჩვენებით ემუქრებოდნენ ტყვეებით მოვაჭრეებს. 1701 წელს [[იერუსალიმის პატრიარქი]]ს მოთხოვნით თავიანთ საბატონოებში ტყვის სყიდვა აკრძალეს დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებმა, ტყვეებით ვაჭრობა მნიშვნელოვნად შეზღუდა [[ვახტანგ VI]]-მ, ამ უბედურებასთან ბრძოლაში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს [[ერეკლე II]]-მ და [[სოლომონ I]]-მა. 1759 წელს დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრებამ შეაჩვენა ტყვეებით მოვაჭრენი. XVIII - XIX საუკუნეების მიჯნაზე გურიაში [[ქაიხოსრო ბატონიშვილი|ქაიხოსრო ბატონიშვილის]] მიერ მოწვეულმა საეკლესიო კრებამ შეაჩვენა ტყვეებით მოვაჭრენი და მათთვის მძიმე სასჯელი დააწესა: მსხვილ ფეოდალებს ყმა-მამულს ართმევდნენ, სხვებს კი ცოცხლად წვავდნენ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტყვეთა_სყიდვა“-დან