არგიშთიხინილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: pl:Argisztihinili is a good article; cosmetic changes
ხაზი 1:
'''არგიშთიხინილი''' — ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი [[ურარტუ]]ლი ცენტრი სამხრეთ [[ამიერკავკასია]]ში, მდებარეობდა [[არაქსი|მდინარე არაქსის]] მარცხენა ნაპირზე. ახლანდელი [[სომხეთი]]ს [[ჰოქტემბერიანის რაიონი|ჰოქტემბერიანის რაიონში]]. ქალაქი დააარსა [[ურარტუ]]ს მეფე [[არგიშთი I|არგიშთი I-მა]] დაახლოებით [[ძვ. წ. VIII საუკუნე|ძვ. წ. VIII საუკუნის]] 70-იან წლებში დაპყრობილ აზაის ქვეყნის ტერიტორიაზე. ცნობა დაცულია არგიშთი I-ის მატიანეში. არგიშთიხინილის მიდამოებში აღმოჩენილი ურარტული [[ლურსმული დამწერლობა|ლურსმული წარწერები]] მოგვითხრობენ, რომ ურარტუს მეფეებს დაუპყრიათ [[არარატის ვაკე|არარატის ველი]], აუგიათ ციხესიმაგრე, სასახლეები და ტაძრები, გაუყვანიათ არხები, გაუშენებიათ ბაღ-ვენახები. არგიშთიხინილი ურარტელთა მნიშვნელოვანი სამეურნეო ცენტრი უნდა ყოფილიყო. ამჟამად არგიშთიხინილის ტერიტორიაზე მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები. აღმოჩენილია ბრინჯაოს, რკინისა და თიხის ნივთბი. [[ძვ. წ. IV საუკუნე]]ში არგიშთიხინილის ადგილზე აშენდა ქალაქი [[არმავირი (სომხეთი)|არმავირი]].
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|1|556-557}}
 
ხაზი 7:
 
[[კატეგორია:ურარტუს ქალაქები]]
 
{{Link GA|pl}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არგიშთიხინილი“-დან