ცივილიზაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის sa:सभ्यता; cosmetic changes
(clean up, replaced: როცა → როდესაც (2) using AWB)
(ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის sa:सभ्यता; cosmetic changes)
[[ფაილი:Manhattan panorama under clouds.jpg|მინი|[[ქალაქი|ქალაქები]] ცივილიზაციის უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია.]]
[[ფაილი:ac.parthenon5.jpg|მინი|[[პართენონი]] [[ათენი|ათენში]] კლასიკური ბერძნული ცივილიზაციის ნიმუშია.]]
[[ფაილი:Machu-Picchu.jpg|მინი|[[მაჩუ პიკჩუ|მაჩუ პიკჩუს]] ნანგრევები ინკების დაკარგული ცივილიზაციის სიმბოლოა.]]
'''ცივილიზაცია''' ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული კულტურულ-ისტორიულ კატეგორიაა, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ყურადღება ხალხებიდან და ქვეყნებიდან გადატანილ იქნა უფრო დიდ სტრუქტურებსა და პროცესებზე, რომლებიც ცივილიზაციის მასშტაბებში გაიაზრება. [[ო. ანდერლეს]] სიტყვით, კვლევის მიზნად იქცევა არა იმის გარკვევა, თუ რა ხდებოდა, არამედ როგორ ხდებოდა, ანუ პროცესების წარმმართველი კანონზომიერებების შესწავლა. დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გვეუფლება იმის გამო, რომ ვიცით “სულ უფრო მეტი სულ უფრო ნაკლების შესახებ”, საკმაოდ ვიცით რა “ხეების” შესახებ, ცოტა რამ თუ ვიცით “ტყეზე”.
 
შოტლანდიელმა ისტორიკოსმა და ფილოსოფოსმა [[ფერგიუსონი|ა. ფერგიუსონმა]] ([[1723]]-[[1816]]) პირველმა გამოიყენა ცივილიზაციის ცნება მსოფლიო-ისტორიული პროცესის ''განსაზღვრული საფეხურის'' აღსანიშნავად.
 
XIX საუკუნის დასაწყისში ისტორიის მონისტური ინტერპრეტაცია პლურალისტურმა შეცვალა. [[ლუსიენ ფევრი|ლ. ფევრის]] თანახმად, სიტყვა “ცივილიზაცია” პირველად მრავლობით რიცხვში [[1819]] წელს იქნა გამოყენებული, რაც ცივილიზაციური წყობის მრავალფეროვნების აღიარების დასაწყისი იყო. “მოგზაურობათა ეპოქაში” დაგროვილმა მასალამ ცხადყო [[კულტურა|კულტურათა]]თა და ცივილიზაციათა მრავალსახეობა მსოფლიოში, აგრეთვე მათი განვითარების სასრულობა. ლ.ფევრის მოხდენილი ნათქვამით, “ადამიანებმა, რომლებმაც გამოიარეს რევოლუცია და იმპერია, გაიგეს ის, რაზეც წარმოდგენა არ ჰქონდათ მათ წინაპრებს; მათ გაიგეს, თანაც არა წიგნებიდან, რომ ცივილიზაცია შეიძლება მოკვდეს”. მოგვიანებით [[გობინო|ჟ. ა. დე გობინო]] წერდა: “ცივილიზაციათა დაცემა ისტორიულ ფენომენთაგან ყველაზე უცნაური და, ამავე დროს, იდუმალებით მოცული რამაა”.
 
მოგზაურთა, ლინგვისტთა, მეცნიერთა ერთობლივი ძალისხმევით, ცნება “ცივილიზაციის” შინაარსი გამდიდრდა და გამრავალფეროვნდა. რესტავრაციის ეპოქაში საფუძველი ჩაეყარა ცივილიზაციის მეტ-ნაკლებად მწყობრ თეორიებს.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[ბარბაროსი]]
* [[კულტურა]]
* [[მსოფლიოს მოსახლეობა]]
 
== ლიტერატურა ==
[[კატეგორია:საზოგადოება]]
[[კატეგორია:ცივილიზაციები]]
 
{{Link FA|sa}}
77 651

რედაქტირება