ესპანეთის სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის hu:Spanyol polgárháború; cosmetic changes
(ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის hu:Spanyol polgárháború; cosmetic changes)
მადრიდის აღება ომის პირველი დღეებიდანვე გადაიქცა მეამბოხეთა მთავარ ამოცანად. სექტემბერში მეამბოხეებმა აიღეს ტალავერი — მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი მადრიდის გზაზე. ხ. ხირალის მთავრობამ ვერ შეძლო მტრის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზება.
 
ასეთ პირობებში, [[4 სექტემბერი|4 სექტემბერს]], შეიქმნა ახალი მთავრობა [[ფრანსისკო ლარგო კაბალიერო|ლარგო კაბალიეროკაბალიეროს]] ხელმძღვანელობით. ლ. კაბალიეროს მთავრობა შეუდგა მტრის მოსაგერიებლად საჭირო ზოგიერთი საჩქარო ღონისძიებების განხორციელებას. მიღებულ იქნა დეკრეტი მილიციის რეგურალურად არმიად გარდაქმნის შესახებ, შეიქმნა პოლიტიკურ კომისართა ინსტიტუტი, დაიწყეს აგრარული რეფორმის გატარება და სხვა. მაგრამ ყველა ეს ღონისძიება ისე ნელა ხორციელდებოდა, რომ გამორიცხავდა მასების სწრაფ და ენერგიულ მობილიზაციას.
 
ფაშისტური ძალები განაგრძობდნენ წინსვლას. ნოემბრის დასაწყისში ისინი მადრიდის შემოგარენს მიუახლოვდნენ. ბრძოლები წარმოებდა საუნივერსიტეტო ქალაქსა და [[კასა დე კამპო]]ს რაიონში. დედაქალაქის შიგნით მოქმედებდნენ ჯაშუშები და დივერსანტები, რომლებსაც მემბოხე [[ემილიო მოლა|მოლა]] „[[მეხუთე კოლონა]]ს“ უწოდებდა (მეამბოხეები ქალაქს ოთხი კოლონით უტევდნენ). კაბალიეროს მთავრობამ, რომელსაც არ სჯეროდა მადრიდის შენარჩუნებისა, მიატოვა ქალაქი და [[ვალენსია]]ში გაიქცა. დიდი ძალების შედეგად კი მოხერხდა ქალაქის დამცველების დარაზმვა და 7-8 ნოემბერს მტერი მადრიდის კედლებთან შეჩერებულ იქნა. მადრიდი, რომელიც გადაიქცა ესპანელი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ, სამოქალაქო ომის დამთავრებამდე ვერ ჩაიგდეს ხელში მეამბოხეებმა.
== საბრძოლო მოქმედებები (17 მაისი, 1937 — დეკემბერი, 1938) ==
=== (17 მაისი, 1937 — აპრილი, 1938) ===
[[სურათიფაილი:Bundesarchiv Bild 183-H25224, Guernica, Ruinen.jpg|მინი|დაბომბილი გერნიკა]]
ახალი მთავრობის საქმიანობამ ხელი შეუწყო რესპუბლიკური ბანაკის განმტკიცებას. გაიზარდა სამხედრო მრეწველობის პროდუქცია, განმტკიცდა რესპუბლიკური არმია, გაჩაღდა ბრძოლა „მეხუთე კოლონის“ წინააღმდეგ. მაგრამ, ამასთან ერთად, ფართო ხასიათი მიიღო მეამბოხეთა და ინტერვენტთა ოპერაციებმაც. [[1937]] წლის ივნისში მტერმა წამოიწყო დიდი ოპერაციები ქვეყნის ჩრდილოეთში. მტრის სიჭარბის გამო რესპუბლიკელები იძულებული გახდნენ, [[19 ივნისი|19 ივნისს]] დაეტოვებინათ ქ. [[ბილბაო]]. მოგვიანებით დაეცა ქ. [[სანტ-ანდერი]]. [[1937]] წლის ოქტომბერში მტერმა დაიკავა [[ასტურია]]. ჩრდილოეთ რაიონების დაუფლების შემდეგ ფრანკისტებმა გადაწყვიტეს შეტევა ცენტრალურ ფრონტზე განევითარებინათ. ამასობაში რესპუბლიკურმა არმიამ [[არაგონი]]ს ფრონტზე ხელთ იგდო ქ. [[ტერუელი]]. მაგრამ ეს წარმატება მყარი არ იყო, რადგან სამხედრო მინისტრი [[ინდალესიო პრიეტო|ი.პრიეტო]], რომელსაც საერთოდ არ სჯეროდა ფაშიზმზე გამარჯვება, ხელს უშლიდა მსხვილმაშტაბიანი ოპერაციების ჩატარებას მეამბოხეთა არმიების წინააღმდეგ. ასეთი ტაქტიკის შედეგად მოწინააღმდეგემ [[1937]] წლის თებერვალში კვლავ დაიბრუნა დაკარგული პოზიციები არაგონის ფრონტზე. უფრო მეტიც, გაარღვია რა რესპუბლიკელთა ფრონტი, მეამბოხეებმა [[1938]] წლის აპრილში მიაღწიეს [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] სანაპიროს, რის შედეგადაც რესპუბლიკის ტერიტორია აღმოჩნდა ორ, ერთმანეთისგან მოწყვეტილ ნაწილად გაყოფილი. ამან კიდევ უფრო გააუარესა რესპუბლიკის მდგომარეობა როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.
 
{{პოლიტიკური პარტიები ესპანეთის სამოქალაქო ომში}}
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[სამოქალაქო ომების სია]]
 
[[კატეგორია:1939]]
[[კატეგორია:XX საუკუნის ომები]]
 
{{Link FA|eo}}
{{Link FA|ca}}
{{Link FA|eo}}
{{Link FA|hu}}
{{Link GA|en}}
77,305

რედაქტირება